Put your skates on - BE YOUR OWN HERO
'Whip It'
გუშინ მინდოდა დამეწერა დრიუ ბერიმორის ახალ ფილმზე 'Whip It", რომელიც თვითონ გადაიღო, პროდიუსერიც იყო და პატარა როლიც შეასრულა მასში.
ელენ პეიჯის გმირივით, სკოლაში, სილამაზის კონკურსები დაბადებიდან მძულდა, ცურვა იყო ჩემი ადრენალინი.
აი, გორგოლაჭები ცხოვრებაში არ მიცდია, სიმართლე გითხრათ და არც მქონია. ციგურებით სრიალიც დიდად არ აღმაფრთოვანებს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ კი - მომინდა მეყიდა გორგოლაჭები და მესრიალა. რატომაც არა, თუ დრიუმ 34 წლის ასაკში გაიხვრიტა ენა, მე, ოცდახუთისას, რა მიშლის ხელს?
ფილმის მიზანიც ეს არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც შორეულ საქართველოში მცხოვრებს, მისცეს ბიძგი და იმედის შეგრძნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გრძნობ, რომ ის, რასაც აკეთებ გაძლიერებს, გსიამოვნებს და საკუთარ თავს გაპოვნინებს.

თვითონ ფილმში ყველაზე კარგი ისაა, რომ ბანალური ჰოლივუდური სცენარებისგან განსხვავებით, ნორმალური გოგო წარბებგაპუტულ და თმაგასწორებულ თოჯინად კი არ იქცევა, ბუნებრივ, მხიარულ და ბედნიერ ადამიანად, რომელსაც ბედნირებისთვის მაღალი ქუსლები და ძვირფასი კაბა არ სჭირდება. ამიტომ, დრიუ ბერიმორს მართლა გამოუვიდა ფილმი. არის მასში რაღაც "ჩარლის ანგელოზური", რაც დრიუს ყოველთვის უყვარდა, ბევრი სიცილი, ბლომად დალურჯებული ადგილები და ამაზე ბევრი ჯანიანი გოგო.
ლილუმ მკითხა, დრიუს გადაღებული რომ არ იყოს, ასეთივე აღტაცებული თუ იქნებოდიო?..
ასეთი კითხვები ყოველთვის გამომიჭერენ ხოლმე, იმიტომ, რომ ნებისმიერი ფილმი იქნება, თუ წიგნი - რაღაცის გამო ვნახულობთ/ვკითხულობთ. ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს საუკუნეში, რომ რამე უმიზეზოდ მოგეწონოს - ან საკუთარი თავი უნდა დაინახო მასში ან ამ საკუთარი თავის მოსაწონი ადამიანი. როგორც ყოველთვის, ვინც მოგწონს - ის შენ გგავს, ყოველ შემთხვევაში, გინდა, რომ გგავდეს. ამერიკული ფილმები კი ისეთია, სადაც ნებისმიერი ადამიანი იცნობს გმირებში თავის თავს. "Whip it"-ში ვერ ვიტყვი, ვინმესთან გამეიგივებინოს თავი, უბრალოდ გავიხსენე, რომ მაქვს რაღაც სურვილი, რისი კეთებაც მინდა და little push მჭირდებოდა ამის დასაწყებად, ეს ბიძგი კი - სწორედ დრიუს გადაღებული პირველი ფილმი აღმოჩნდა.
ასეთი კითხვები ყოველთვის გამომიჭერენ ხოლმე, იმიტომ, რომ ნებისმიერი ფილმი იქნება, თუ წიგნი - რაღაცის გამო ვნახულობთ/ვკითხულობთ. ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს საუკუნეში, რომ რამე უმიზეზოდ მოგეწონოს - ან საკუთარი თავი უნდა დაინახო მასში ან ამ საკუთარი თავის მოსაწონი ადამიანი. როგორც ყოველთვის, ვინც მოგწონს - ის შენ გგავს, ყოველ შემთხვევაში, გინდა, რომ გგავდეს. ამერიკული ფილმები კი ისეთია, სადაც ნებისმიერი ადამიანი იცნობს გმირებში თავის თავს. "Whip it"-ში ვერ ვიტყვი, ვინმესთან გამეიგივებინოს თავი, უბრალოდ გავიხსენე, რომ მაქვს რაღაც სურვილი, რისი კეთებაც მინდა და little push მჭირდებოდა ამის დასაწყებად, ეს ბიძგი კი - სწორედ დრიუს გადაღებული პირველი ფილმი აღმოჩნდა.




7 comments:
გისურვებ მაგ პატარა ბიძგს. მეც ძალიან ხშირად რაღაც განწყობით და რაღაც მიზეზით ვუყურებ ფილმებს, არის სპონტანურადაც გადაწყვეტილი ფილმები. რაღაც კარგად მოყევი.
დრიუ დიდად არ მომწონდა, მაგრამ შენი პოსტებიდან ვგრძნობ რომ უფრო და უფრო მიყვარდება :)
სოფ, შენი ნათქვამიდან გამომდინარე, ამ საკუთარი თავის გაბედნიერების შემთხვევაშიც ადამიანი ვიღაცას ემსგავსება, არა?
ანუ თუ შენ დრიუს "ნაბიჯებით" მიდიხარ სრულ თავისუფლებამდე და საკუთარ გმირამდე, რა მოსდის ამ დროს შენს პიროვნებასა და ინდივიდუალურობას?...
დრიუს როლებიდან ყველაზე მეტად ახალგაზრდა დედის როლმა იმოქმედა ჩემზე. ფილმის სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შენ რომ უკვე მიხვდი, ის არის, ჰო :)))
@ შორენ, მადლობა, მიხარია, თუ კარგად გამომივიდა მოყოლა.
@ DreaMar, იცი, როგორ გამახარე :)
@ ზურიუს, ბედნიერება რა შუაშია? :)
სტიმულსა და შთაგონებაზე მაქვს აქ საუბარი. ყველას ხომ ჰყავს მუზა, ხოდა ჩემი - დრიუ ბერიმორია. ჩახლართვები ნუ გიყვარს შენ, ყველაფერი ისე ფილოსოფიურადაც არ არის ხოლმე, როგორც ჩანს.
P.S. მაგ ფილმს კი "Riding In Cars With Boys" ჰქვია
აუცილებლად ვნახავ ამ ფილმს! რამე ახალის მოსინჯვა კი გვიან არასოდესაა!
სოფი, ძალიან მიყვარს შენი პოსტები, ალბათ მეც ვამსგავსებ ხოლმე იმასთან, რასაც ვფიქრობ, როგორც ვფიქრობ და ა.შ.
დიდი ხანია ვოცნებობ ბევრ ისეთ რამეების კეთებაზე, რაც გვიან ახლაც არ არის, უბრალოდ თავს ვერ ვაბამ. უბრალოდ ცოტა მეტი მონდომება და თავის მობმა უნდა, ისე შინაგანად მჯერა, რომ გამომივა თუ საკმარისად მოვინდომე.
ხშირად საკუთარ თავთან ვდებ ხოლმე პირობას, რომ ჩემს ცხოვრებას ძალიან საინტერესოს გავხდი ჩემი გატაცებებით.
ამაზე სულ ჩემი ერთი ამხანაგის ნათქვამი მახსენდება, აი შენში ეგ მიყვარს, რომ მაინც ოცნებობ, მაინც ისევ ისე გჯერა და გინდა. ჩვენ ეგ ოცნებები ბავშვობასთან ერთად დავკარგეთო :)...
ხოდა მეც მჯერა, რომ სანამ ვიოცნებებ, მაინც ბავშვი ვიქნები, ამაში კიდევ საკუთარი ბავშვიც ვერ შემიშლიან ხელს :)))))))
Post a Comment