Tuesday, January 26, 2010

"ოქროს" ვაშლი

"Under the Apple tree" By Jan Blencowe

ნიუ იორკ ტაიმსს ვათვალიერებდი და მოცვის იოგურტის რეცეპტი ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი იოგურტები არ მიყვარს, სურათი იმდენად მომეწონა, მომინდა ხილზე დამეწერა რამე. მიკვირს, აქამდე რომ არაფერი დამიწერია, როცა მწვანე ვაშლი ჩემი ბლოგის ლოგოა, თუ შეიძლება ასე ითქვას.

ჩემი ბლოგი მწვანე ვაშლისაა, თუმცა, ეს ვაშლი არც ისეთი გემრიელია, როგორც - გოლდენი :) რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ ვაშლის ეს ჯიში ერთ კაცს გამოუყვანია ინგლისში (თუ არ ვცდები), რომელიც თვითონ იყო გვარად Golden.
გოლდენი საქართველოშიც ერთერთი ყველაზე გემრიელი ვაშლია, მწვანე ვაშლზე იაფი ღირს, მაგრამ გემოთი ბევრად ჯობია, თან ნაკლები ქიმია აქვს.

ამ პოსტის წერისას სხვადასხვა სურათები და ბლოგები ვნახე; ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბაღები აქვთ, სოფელში ცხოვრობენ და ბუნებასთან ახლოს არიან. მეც ვიცხოვრებდი სოფელში და მექნებოდა ჩემი ბაღი - ვაშლის, მსხლის, ქლიავის ხეებით სავსე.

ერთი ახალ ზელანდიელი ბებიის ბლოგი ვიპოვე და წარმოვიდგინე, როგორ დავბერდებით მე და ჩემი ბლოგი და მე მაინც დავწერ, მერე უკვე საკუთარ, ვაშლების ბაღსა და შვილიშვილებზე. Amen! :)

16 comments:

Nanako Ust said...

გეთანხმები იმაში, რომ "გოლდენი" ყველაზე გემრიელი ვაშლია! :)

clown said...

იოგურტის სურათი ვნახე და ნერწყვი ჩავყლაპე :შ

Anonymous said...

ხილი ჩემი სუსტი წერტილია ზოგადად! ყველანაირი მიყვარს, მაგრამ ვაშლი განსაკუთრებით და გოლდენი მართლაც ყველაზე ტკბილია!

Anonymous said...

ავე! ბოლო ორი დღის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ძვლივს დავტოვე კომენტარი შენთან! :)

Unknown said...

მე მანდარინზე ვგიჟდები მიუხედავად იმისა რომ ალერგიული ვარ ამ ხილის მიმართ. ეხლაც ზომა წონას გადავაჭარდებე და იმედია გადავრჩები

Sophie שרה Golden said...

@ Unaamarga, ნეტავ რატომ? OpenID-ის ხომ არ ჰქონდა პრობლემა, Name/URL-ით სცადე ხოლმე, თუ კიდევ ექნება მსგავსი პრობლემა

Dissolved Girl said...

უზომოდ მიყვარს ვაშლი, მწვანე განსაკუთრებით! აი ახლაც ისე მომინდა, რო რავიცი :-შ იოგურტზეც გავგიჟდი :-შ
(როგორ მეტყობა, რო დიეტაზე ვარ)

Lalena said...

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ვაშლი არ მიყვარს, მაინც მომეწონა შენი პოსტი, განსაკუთრებულად თბილი და ღრმა იყო, თან ბებოს ბლოგი რა საინტერესო იქნება წარმოიდგინე, რამდენი ექნება მოსაყოლი, გასახსენებელი, გასაზიარებელი, მაგარია :)

Lord Vader said...

მწვანე მჯობის.
გოლდენი ტკბილია ნამეტნავად.

Unknown said...

ჰაჰ :) ქლიავებიან მსხლებიან და ვაშლებიან ბაღში მაინც გესტუმრები ხოლმე, საკუთარი მოწნული კალათით :)

Unknown said...

ჰო, თურმე ძალიან პატარა რომ ვიყავი არაფერს არ ვჭამდი გოლდენის და პეჩენიის გარდა.
თუ სხვა ვაშლს შემომაპარებდნენ "ვცნობდი" და უმოწყალოდ ვიფურთხებოდი :(

ნან said...

ვაშლი ყველანაერი მიყვარს, "პურის დედაა" :) გოლდენი კი განსაკუთრებით არომატულია, ვაშლიც და ბლოგიც :)

ნან said...

უჰ, "პურის დედა" კი არა "ხილის პური" უნდა მეთქვა :D :D :D

vasasi said...

eg mwvane vashli nachami ar maqvs.. :user:


:D

goldeni..

ertxel chems jgufeltan viyavi sofelshi, shemodgoma iyo da vashlis krefis sezoni. ici ra magaria xidan mockvetil vashls rom axramuneb? dzalian wvniania da amgari gemo aqvs..
egre damamaxsovrda goldeni, radgan, mgoni, ert xes rac esxa sul me shevchame.. :D

nata said...

ზუსტად ვუცი რომ შენ ვერასდროს იცხოვრებდი სოფელში. 1 წელი მაინც რომ იყო იქ მიხვდები რასაც ვამბობ. ამდენ ხანს არასდროს ყოფილხარ იქ. ხმაურისა და აქტიურობისგან დაღლილი ქალაქელებისთვის მიმზიდველია ხოლმე სოფელი, მაგრამ როგორც კი 3 თვეზე მეტხანს დარჩები აზრი შეგეცვლება

babisa said...

amen

მე სულ ქალაქგარეთ ცხოვრება მინდა, ჩემი ბაღით და მყუდრო სახლით და იქნებ ხეხილიც მქონდეს .. :)))