Friday, January 22, 2010

ექსპრეს Ivy პოსტი

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ბლოგი და ბლოგერი გაჩნდა ამქვეყნად (საქართველოს ვგულისხმობ). ვკითხულობ, ვაკვირდები, ვინ როგორი ტიპია; ბლოგებიდან და კომენტარებიდან უკვე იმდენი ჩანს ადამიანის ხასიათზე, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. წერის დროს ადამიანი, თავისდაუნებურად, ისე ხსნის საკუთარ შინაგან სამყაროს (თუ გააჩნია, ბუნებრივია), რომ ოდნავ დაკვირვებული თუ ხარ, მაშინვე მიხვდები - ვინ გაიზარდა უმამოდ, ვის ჰქონდა მძიმე სასიყვარულო ურთიერთობები, ვინ ჩამოვარდა ბავშვობაში საქანელიდან და ვინ -დიდმა ბავშვებმა ჩამოაგდეს.

ჩემ გარდა, ამას ჩემი "ნათესავი" ფროიდიც ამბობდა.
თუმცა, ამ ქვე- და არაცნობიერის გარდა, ადამიანს აქვს საკუთარი ინსტინქტებისა და ბნელი მხარეების მართვის შესაძლებლობა. მინდა ვთქვა, რომ სპონტანურობა სულ სხვა რამეა და ბოღმიანობა - სულ სხვა.

ბოლო კვირის მანძილზე, მგონი, 5-6 ბლოგი მაინც ვნახე, რომელიც აკრიტიკებდა სხვებს, თურმე რა ცუდია რეიტინგული ბლოგერობა, როგორ გაფუჭდნენ პროფესიონალი ბლოგერები, ასევე შემხვდა მწვანე გესლიანი პოსტი. ბექლინკებს შეგნებულად არ ვაკეთებ.

1) როცა ადამიანი სხვის ბლოგს აკრიტიკებ, თვითონ მაინც უნდა გქონდეს მიღწეული გარკვეული წარმატებისთვის, რომ თავს ამის უფლება მისცე, თუნდაც შეფარულად.
2) ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.
3) დააკვირდით, ნებისმიერი სფეროს, კრიტიკოსები ვინ არიან? Loser ტიპები, რომლებიც მხოლოდ სხედან და სხვის გაკეთებულს იწუნებენ, ამ დროს თვითონ არაფერი გაუკეთებიათ.

ზუსტად ასეა იმ ბლოგერთა საქმეც, რომლებიც სხვებს აკრიტიკებენ - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ ამ ადამიანებს მეტი იდეა, წარმოსახვა არ გააჩნიათ, რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თვითონ რას აკეთებენ, საერთოდ, რა უნდათ და სხვებზე ბოღმის ამონთხევით ავსებენ საკუთარი ბლოგის არქივს.

16 comments:

Toma said...

სოფი ნეტა იცოდე როგორ მიყვარს შენი ”ნათესავი” ფროიდი :D

ჩვენთან არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ სხვა ბლოგებს, რაღაც არ მახსენდება ახლა სიმართლე რომ გითხრა. მაგრამ თუ გაინტერესებს შემიძლია გითხრა აქ რა ხდება ტოპ პირად ბლოგებში.
ერთმანეთის ბლოგებს კი არ აკრიტიკებენ, არამედ პირად შეურაწყოფაზე გადადიან. ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეს ”ბრძოლა” საკმაოდ მომგებიანია მისთვის ვისაც ლანძღავენ.


რაც შეეხება კრიტიკოსებს, ვერ დაგეთანხმები რომ ყველა კრიტიკოსი ლუზერია. კარგად კრიტიკა ხელოვნება და არა ცუდი და უაზრო სიტყვების წერა.

მარიამ ბლანკი¹³ said...

sunny zvirfaso arc egrea saqme.
nu tu vagiarebt imas rom arsebobs obieqturi realoba (mqonda ukve amaze kamati cota sxva mimartulebit magram nu) mashin gamodis rom ragac migebuli normebi arsebobs (normebi imisac ki tu ra gvsiamovnebs ras agiqvams tvini da a.sh, metanxcmebi arsebobs xo? )
gamomdinare aqedan kritikosebi karg saqmes aketeben da tanac friad safuzvlianad da argumentirebulad. rom ara isini aravin gaizrdeboda da gaumjobesdeboda xo?
meeree me sheizleba ar var dizaineri ar vqmni tansacmels magram chemi tvali kargad xedavs ra mixdeba me ra uxdeba sxvas da rogor carmoachens tansacmeli sxvadasxva sxeuls, an tundac ar var jurnalisti magram kargad vamchnev liafsusebs romlebsac isini ushveben, arasodes gamiketebia siujeti (nu statia damicerai da magas ver shevexebi)magram vxvdebi.
gamomdinare aqedan vicn ar unda gagakritikos sheizleba cudia , gamagizianebeli da im momen tshi mosva kidevac mis adgilze magram mere mainc dafiqrdebi mainc shegacuxebs echvis chia rac ganvitarebisken axali nabiji da bizgi iqneba.

:) me ver vitan verafers rasac ar mosdevs argumenti da axsna , magram tu kritikas tan axlavs punqtebi da mititebebi mag dros vchumdebi da ubralod vigeb am shenishvnebs nebismierisgan .

hoda isa amdeni vcere blin :) mindoda metqva rom am postit shenc igives aketeb : ) xo ;)

Anonymous said...

გამარჯობა.
კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის,მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს.საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად წერენ სასწავლებლებში ბლოგების,სოციალური ქსელების და საერთოდ ახალი მედიის შესახებ.ერთხელ შემეკითხეს ბლოგების შესახებ და ჩემი პასუხი იყო დაახლოებით ასეთ:ქართული ბლოგსფერო თემატურად ძალიან ,,ღარიბია'',რაც მის განვითარებას ხელს უშლის.მეორე ეგრეთწოდებული,,პოპულარული''ბლოგები ძალიან მარტივ ღირებულებებზე და ფასეულობებზე არის ორიენტირებული.
პირადი ცხოვრების სრული გაშიშვლება არ მგონია კარგი იყოს,რადგან საზოგადოება ამ დროს ,,ნარკომანს''ემსგავსება და უფრო მეტს მოითხოვს.თან სკანდალურ და იაფასიან გაშიშვლებას.ისიც ვუთხარი რომ ეს ,,პოპულარული''ბლოგებმა შეიძლება ნაკლებად დააინტერესოს,მაგრამ ვუთხარი საერთოდ მათ ყველა კითხულობს აინტერესებთ თუ არ აინტერესებთ''
მოკლედ ბლოგების თუ ბლოგერთა გაკრიტიკების წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ გააჩნია რის გამო გააკრიტიკებ.ინტელექტუალური თვალსაზრისით რომ დაიწეროს კრიტიკა,მაშინ საკმაოდ მძიმე შედეგს მივიღებთ.
დღეს ძალიან ,,დაბალრეიტინგიან''ბლოგებს ვესტუმრე და იმდენი საინტერესო რამ წავიკითხე,რომ ვინანე რატომ არ ვუთმობ ,,დაბალრეიტინგიან'',მაგრამ ძალიან საინტერესო ბლოგებს ყურადღებას.

Buda said...

hehe, aq me vigulisxmebodi xo? :user:

xoda isa... me bavshvobashi didma bavshvebma chamopmagdes saqanelidan :user:

Anonymous said...

"1. როცა ადამიანი სხვის ბლოგს აკრიტიკებ, თვითონ მაინც უნდა გქონდეს მიღწეული გარკვეული წარმატებისთვის, რომ თავს ამის უფლება მისცე, თუნდაც შეფარულად."-აბსოლუტურად გეთანხმები, ბლოგი იქნება ეს თუ სხვა რამე, იმისათვის რომ გააკრიტიკო, ერთი-ორი სიტყვა უნდა გეთქმოდეს ამ სფეროში!

ნან said...

კრიტიკოსებს რაც შეეხება, ტომუშკას ვეთანხმები, რომ არ განვმეორდე.

რაც შეეხება რეიტინგებს, ძალიან ღელავს ხალხი ამაზე, რაც ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

ყველას სხვადასხვა მოლოდინი აქვს ბლოგისგან. ზოგს მაღალი რეიტინგები უნდა, ზოგს ფულის შოვნა, ზოგს თვითდამკვიდრება, ზოგს უბრალოდ წერა უყვარს, ყველაფერი ერთად და კიდევ ათასი რამ.

მე მომწონს კრიტიკული პოსტები, ოღონდ ზომიერად კრიტიკული. ლანძღვის და ღვარძლის გარეშე რათქმაუნდა.

Sophie Golden said...

აი, ხო ვამბობდი :ლოლ: კომენტარები ჭეშმარიტებაა

@ Buda, შენ საერთოდ არ მიგულისხმიხარ და მიკვირს კიდეც, საკუთარ თავზე რომ მიიღე :) მეგონა, ხუმრობა იყო შენი ის პოსტი, wasn't it?

Natalia said...

აჰ, აი ვზივარ და ვერაფრით მოვიფიქრე რა დავწერო, უბრალოდ ძალიან მინდა რომ რამე დავწერო, მაგრამ ’სოფი პოსტზე გეთანხმები’-თქო, მხოლოდ ამის თქმა არ მინდა : ))

მე რომელი ბლოგებიც მიყვარს ვკითხულობ, რომელიც არ მომწონს - არ ვკითხულობ, that's it.

clown said...

საერთოდ კრიტიკოსებს და ზოგადად კრიტიკას ვერ ვიტან... :|


შეიძლება ადამიანს მისცე შენიშვნა, მაგრამ კრიტიკა?! :X

ისე კრიტიკასაც გააჩნია :)

ვიღაცას აკრიტიკებდე და შენც იგივეს აკეტებდე, ეს ხომ უაზრობაა :|

Kate said...

მე მიყვარს ჩემი სულითა და ემოციებით სავსე ჩემივე ბლოგი.
ხოდა ვისაც არ მოგწონთ, ნურც შემოხვალთ.

Keti said...

სოფი, ყველა სფეროზე ვერ დაგეთანხმები:
შენი აზრით, ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსები ლუზერები არიან?

რაც შეეხება, რომ უკეთესი უნდა გქონდეს გაკეთებული – ამასვე წერენ ხოლმე ლიტ. საიტებზე და ძირითადად არ ვეთანხმები. ასე მკითხველი, რომელიც იწუნებს რომელიმე ნაწარმოებს, აუცილებლად უნდა იყოს თავად მწერალი, თანაც უკეთესი.
მაგრამ, როცა ვუსმენთ კარგ მუსიკას, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ზუსტად იმავე დონის მუსიკას ვქმნით? ჩვენ საერთოდ არ ვქმნით, მაგრამ გემოვნება რაღაც ფაქტორების გამო ჩამოგვიყალიბდა...

ეს ყველაფერი აბსოლუტურად დამოუკიდებლად დავწერე იმ მიზეზებისგან , რომელსაც გულისხმობ. რადგან მე არ წამიკითხავს ეს პოსტები. უბრალოდ, მსგავსი დამოკიდებულება იმ სფეროში, რომელიც ვახსენე, მხვდება ხოლმე და თქმა მომინდა :)

Lord Vader said...

@Keti
ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსები ვერშემდგარი მწერლები არიან, როგორც წესი :)

ket_eva_n said...

გეთანხმებიი..მეც ძალიან გამაღიზიანა ამ ზედმეტმა კრიტიკამ. ბლოგზე თუ არ ვიქნებით ბოლომდე თავისუფლები-სხვაგან სადღა უნდა ვიყოთ. არ მესმის.
მაგრამ ერთადერთ რაღაცაში არ გეთანხმები:
1) როცა ადამიანი სხვის ბლოგს აკრიტიკებ, თვითონ მაინც უნდა გქონდეს მიღწეული გარკვეული წარმატებისთვის, რომ თავს ამის უფლება მისცე, თუნდაც შეფარულად.- ეს ჩემი აზრით არასწორი მიდგომაა.ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკრიტიკოს სხვა ადამიანის ბლოგი. ეს მისი აზრია და მორჩა. შეიძლება არ ქონდეს მიღწეული გარკვეული წარმატებისთვის, მაგრამ საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობდეს.

ket_eva_n said...

მაგრამ ზედმეტი კრიტიკა მართლა დამღლელია. თან როცა ეს კრიტიკა გესლიანი და შხამიანია ;))

Keti said...

Lord Vader
წესები ხშირად ირღვევა, როგორც წესი :)

შორენ said...

თავიდან ბლოგის გაკეთება, რომ გადავწყვიტე, მანამდე წაკითხული მქონდა აი ეგეთი წერილები და ცოტა არ იყოს მეშინოდა.მაგრამ მაინც გავაკეთე.მერე აღარც ბლოგროლ.ჯიზე დავრეგისტრირდი,რადგან რეიტინგებისთვის არ ვწერ. ვიცი რომ ჩემს ბლოგს ჰყავს რამდენიმე მკითხველი, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს და მათ ბლოგებსაც ვკითხულობ.
ჰო კიდევ ის,ცუდი რეკლამაც რეკლამაა:)შაბლონურია მარა იყოს