I keep my ideals, because in spite of everything I still believe that people are really good at heart.- Anne Frank
გუშინ ბათუმელი ჟურნალისტის პოსტი რომ წავიკითხე, მივხვდი, აუცილებლად უნდა მომეყოლა თქვენთვის ჩემი საყვარელი რებეცინ რობერგის შესახებ. (ასევე მადლობა ნატალიას, რომელზეც ასე იმოქმედა რებეცინის სიტყვებმა.)
ყველა იცნობს ანა ფრანკს - პატარა გოგოს, რომელმაც მსოფლიოს დარწმუნება სცადა, ყველა ადამიანი კეთილია და ცხოვრება მშვენიერიო, ეს იმ დროს, როცა ცხოვრებასა და გარე სამყაროზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.
როგორც ანა ფრანკის, რებეცინ რობერგის ოჯახიც გერმანიიდან ჰოლანდიაში გაიქცა, ეგონათ, ჰიტლერი ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტს არ დაარღვევდა.
როცა მისი მამა დააპატიმრეს და მალე დედასაც მოაკითხეს, ახალგაზრდა ჰოლანდიელებმა, რომლებიც ნაცისტების საწინააღმდეგო მიწისქვეშა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ბავშვები წაიყვანეს და კათოლიკე გლეხების ოჯახებს შეაფარეს. მირიამ რობერგიც იქ გაიზარდა, სანამ, ღმერთის დახმარებით, დედამისი არ დაბრუნდა და შვილები იპოვა. თუმცა არა - ყველა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა და მირიამმა სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, მოსთხოვეს ჰოლანდიის მოქალაქეობა დაეთმო. მხოლოდ მაშინ დაჯდა და მთელ ორგანიზაციას უამბო თავისი ცხოვრების შესახებ. მიუხედავად გადატანილი სიძნელეებისა, სწორედ ჰოლანდიელებმა გადაარჩინეს ის და მისი და-ძმა, ამიტომ არ შეეძლო უარის თქმა ჰოლანდიურ პასპორტზე.
რებეცინ რობერგი დღემდე ორი ქვეყნის მოქალაქეა.
მე რებეცინი ბერლინში გავიცანი ოქტომბერში, მისი მეუღლე, რაბი რობერგი ჩვენი მიდრაშას ერთერთი დირექტორია. უკვე 70-ს გადაცილებულებს რომ უყურებ, უსმენ - გრცხვენია, თუ ოდესღაც გიწუწუნია ცხოვრებაზე, საჭირო ნივთებზე, როცა შენ წინ დგანან ადამიანები, ვინც თავის ცხოვრებაში ის გამოცადა, რაც შენ მხოლოდ ფილმებში გინახავს ან წიგნებში წაგიკითხავს.
არცერთს უყვარს იმ პერიოდის გახსენება. როცა შაბათზე მათთან მივდიოდით სტუმრად მხოლოდ ბედნიერ პერიოდზე გვიყვებოდნენ. ერთხელ ახსენა ერთმა გოგომ ჰიტლერი და ის დავინახე რებეცინ რობერგის თვალებში, რასაც ვერასოდეს აგიწერთ - ტკივილი თავისი დაკარგული ნათესავების, მშობლების გარეშე გატარებული ბავშვობის...
ერთ გაკვეთილზე რებეცინ რობერგმა საინტერესო ისტორიის მოყოლის შემდეგ გვითხრა, ცხოვრებაში არაფერი იკარგება; რაც უნდა მაღალი იყოს შენ წინაშე აღმართული ბარიერი, არსებობს მისი გადალახვის გზები, თუ შენ ზუსტად იცი, ვინ დგას შენს გვერდით და რატომ უნდა იპოვო გამოსავალი. თუ მიდიხარ სიკეთის გზით, ვერაფერი მოგერევა და რა იმედგაცრუებაც არ უნდა ნახო - remember, NOTHING IS EVER LOST!
სხვას რომ ეთქვა, შეიძლება მეფიქრა, თქმა ადვილიაო; მაგრამ როცა ვხედავ, ვინ არის ეს მინიატურული და მუდამ მომღიმარი მოხუცი ქალი, რა გამოუცდია, ვხვდები, გამიმართლა მისი ნახვის შესაძლებლობა რომ მომეცა და მხოლოდ "ანა ფრანკის დღიურებს" არ ვჯერდები.

რებეცინ რობერგის საყვარელი სიმღერა "It is good to Thank G-d"

10 comments:
სასიამოვნო სიმღერაა :)
რამდენადაც ვიცი ცოტა ვინმეს თუ უჩნდება სურვილი მოყვეს იმის შესახებ თუ რა გადაიტანა. ადამიანები ხელმეორედ დაიბადნენ ჯოჯოხეთის გავლით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გასწავლონ როგორ უნდა გიყვარდეს სიცოცხლე.
მუსიკა რომ იწყებოდა თოლია ჯონათან ლივინგსტონი გამახსენდა ^_^
@ clown, მართალი ხარ. მიყვარს თოლია ჯონათანი
Nothing is ever lost! კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ეს სიტყვები..
ამ ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ რომ ადამიანები თავიანთი პრობლემების უმეტესობას თვითონ ქმნიან. მეც რამდენ უმნიშვნელო რაღაცაზე ვნერვიულობდი 3-4 წლის წინ.. კარგია, თუ ყოველთვის გვემახსოვრება რომ უარესიც არსებობს.
სოფი, როგორ მიხარია რომ გიცნობ, ზუსტად ამ ფორმით, მაგრამ გიცნობ :)
მისი ისტორია ფილმის და წიგნის სიუჟეტს ჰგავს.
და რამდენი ადამიანია ასეთი.
ნეთა თუ გამოსწორდა კაცობრიობა მას შემდეგ.
მომეწონა პოსტი.. :)
რამდენი ტკივილიანი ადამიანია დედამიწაზე...
ჯინსები და კეტები ი ვსო
ასეთი ადამიანი ცხოვრებას არათუ კარგად იცნობს, ემეგობრება... :)
მართლა ბედნიერებაა, როცა ასეთ ადამიანს იცნობ პირადად!
Post a Comment