Wednesday, January 20, 2010

Very Spice One

დღეს გონება გამინათდა, როგორც იტყვიან, გამახსენდა ჩემი ბავშვობის საუკეთესო, მსოფლიოში აღიარებული ქალთა phenomenal ჯგუფი The Spice Girls


1994 წელს მამა-შვილმა ჰერბერტმა გადაწყვიტა შეექმნა იმ დროს ყველაზე პოპულარული ბოი ბენდების "New Kids On The Block" და "Take That"-ის ანალოგი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა იმ გოგოების ჯგუფებისგან, რაც მანამდე არსებობდა. კასტინგის გამოცხადების შემდეგ ბევრი მსურველი გამოჩნდა ბოიბენდებისთვის კონკურენციის გასაწევად.

Baby Spice - Emma Bunton

ჰერბერტების ჩატარებული კონკურსის შედეგად პროდიუსერებმა აირჩიეს დღეს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ვიქტორია ბექჰემი (მაშინ ადამსი), ჯერი ჰელიუელი, მელანი ბრაუნი და მელანი ჩისჰოლმი, რომლებსაც მოგვიანებით ემა ბანტონიც შეუერთდათ. გოგონებს დაუქირავეს სახლი, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლები. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი იქ ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და ემზადებოდნენ იმ დიდი წარმატებისთვის, რაც 90-იანების ბოლო პერიოდში ელოდათ. მათი კასტინგისა და მეცადინეობის ძველი ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ.

Posh Spice - Victoria Adams

თუმცა ჰერბერტები არ ჩქარობდნენ მომავალ Girl Power-ებთან კონტრაქტის გაფორმებას და დიდი ხნის განმავლობაში ავალებდნენ მათ ემეცადინათ, მხოლოდ დემოები ჩაეწერათ და ეოცნებათ ;) ამიტომ გოგონებმა მალე სხვა პროდიუსერების ძებნა დაიწყეს.
სწორედ ჰერბერტების ჩატარებული კონკურსი დაედო საფუძვლად ბრიტანულ "პოპ აიდოლს" და მსგავს ტალანტ შოუებს, სადაც ჟიური მონაწილეებს აფასებს და საბოლოოდ, მათგან (დროებით or eternal) ვარსკვლავებს აყალიბებს.

Ginger Spice - Geri Halliwell

1996 წელს საიმონ ფულერმა, რომელიც ენი ლენოქსის პროდიუსერი იყო თავის დროზე, "აღმოაჩინა" ხუთი ამბიციური და ენერგიული გოგო.
სწორედ ამ დროიდან დაიწყო Spice Domination, როგორც ეძახიან პერიოდს, როცა მსოფლიოს პოპ ნიშა ხუთმა ბრიტანელმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა გოგომ დაიპყრო და დღემდე მათი პირველი ალბომი "Spice", მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი ალბომია.

Scary Spice - Melanie B

დეტალური ისტორია უმეტესობამ ალბათ იცით, ვიქტორია ბექჰემს მაინც ყველა იცნობთ, დარწმუნებული ვარ. 90-იანი წლების ეს პერიოდი საქართველოშიც spice-ხანა იყო, როცა გოგოების უმეტესობას სურდა მათნაირი ყოფილიყო, ვიწერდით კასეტებს, ვაგროვებდით პოსტერებს, წებოვან (stickers) სურათებს და ვცდილობდით ცოტათი მაინც შეგვეცვალა ჩვენი non-spice ცხოვრება.

Sporty Spice - Melanie C

მე კი Spice Girls-ის ისტორიით ვისწავლე ის, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ გაქვს - დიდი სურვილი, ძალისხმევა და ცოტა luck for sure, რომ საიმონ ფულერს შეხვდე და საუკუნის კონტრაქტი გააფორმო.

წყარო

11 comments:

Anonymous said...

ჰჰჰ :) სპაისის სიმღერებიდან ლაივ ფორევე თუ ვივა ფორევერ მომწონს. ეგ პეროიდო მახსოვს, ჩემი კლასელი გოგოები რა დღეში იყვნენ. მეკიდე საერთოდ მუსიკას არ უმენდი მაგ დროს

vasasi said...

am jgufis Semoqmedebis azrze ar var, magram viqtoria bekemi momwons Zalian.. :user:

babisa said...

uh
grma bavshvobashi gamishvi axla shen me :D

შორენ said...

მეც ვუსმენდი:)მეც მომწონდა და მათ ძალიან გაუმართლათ. ამოვქექო ძველი მაგ წებოვანი სტიკერებით ავსებული რვეულები?:)
წარმატებები

Anonymous said...

აუუ! ჩემი ბავშვობაა სფაისი!

Lalena said...

ვაიმეეეეე, როგორი ბავშვობისაააა პოსტი.

ჩემი კუმირი ჯერი იყო (ჯერ კიდევ ბავშვობაში მინდოდა რიჟა ვყოფილიყავი), ჩემი და მელანი ბი იყო, და ასე ვინაწილებდით და თმებს ვიკეთებდით ჩვენ-ჩვენი კუმირებივით, სიმღერებს ვსწავლობდით და ვიყავით ჩვენს არარსებულ და მაინც ყველაზე რეალურ სამყაროში :)))

perfect stranger said...

უი, მეც ვუსმენდი ბავშვობაში ამ ჯგუფს :)

Kate said...

აუ სულ ვუსმენდი ამათ. ვგიჟდებოდი.

თაა said...

mteli blogosfero ganichierdit xo?

dreaMar said...

ra patarebi arian im videochanacershii :) mec bavshvoba gamaxsenda :D

Anonymous said...

ნოსტალგიამ შემომიტიაააააააააა :( ბავშვობა გამახსენდა, და კიდევ ის,რომ "ვიღაცის" ტელეფონი sopo-emma-თი მქონდა ჩაწერილი :) :* მიყვარხაარ ! თიიიიიიიიინი