Thursday, January 14, 2010

ჩემი ამერიკული ლიტერატურა X

წეღან მერილინ მონროს სურათებს ვათვალიერებდი და ტრუმან კეპოუტის (ზუსტად არ ვიცი, როგორ წარმოთქვამენ ქართულად) მოვკარი თვალი. უცებ ძალიან მომინდა დამეწერა მის შესახებ... "საუზმე ტიფანისთან"-ს რომ იღებდნენ, კეპოუტის არ მოსწონდა ოდრი ჰეპბერნი ჰოლი გოლაითლის როლში და მერილინ მონრო უნდოდა...



Marilyn & Truman Capote

ორი წლის წინ ქუჩაში ვიყიდე კეპოუტის წიგნი, რომელშიც ორი მოთხრობაა, ყველასთვის ცნობილი "საუზმე ტიფანისთან" და "The grass harp".
ფილმი ["საუზმე ტიფანისთან"] უკვე ნანახი რომ მქონდა, მოთხრობას კარგა ხანს არ ვკითხულობდი, ვიცოდი, ჰოლიდ ოდრი ჰეპბერნი უნდა წარმომედგინა. არადა ყოველთვის მირჩევნია ჯერ წიგნი წავიკითხო და მერე ფილმი ვნახო, ჩემს წარმოსახვაზე რომ ვერ იმოქმედოს. "რა თქმა უნდა, წიგნი ჯობია" - ეს უკვე ისეთი ცნობილი ფრაზაა, რომ თქმაც მეზარება. ამ დროს შეიძლება სულაც არ ჯობია, უბრალოდ, ჩვენი და რეჟისორის შთაბეჭდილება-განწყობებ არ ემთხვევა ხოლმე.

ჰარპერ ლის შესახებ თუ გსმენიათ? "ნუ მოკლავ ჯაფარას" ("To kill a mockingbird") გექნებათ წაკითხული. ლიც კაპოუტის მეგობარი იყო და ამიტომ გამახსენდა. ამ წიგნმა ჩემი ბავშვობა შეცვალა. პატარა რომ ვიყავი, სულ მაკლდა ისეთი წიგნები, რომლებშიც საკუთარ თავს დავინახავდი. გენიოსი ბავშვი არ ვიყავი ნიცშეს და კაფკას რომ კითხულობენ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, მიხარია, რადგან ახლა ხან თვე ისე გავა მხატვრულ ლიტერატურას არ ვეკარები.

ეს ["To kill a mockingbird"] იყო პირველი წიგნი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დამანახა ადამიანების განსხვავებულობა, თანასწორობა და სამართლიანობის გრძნობა გამიძლიერა. წავიკითხავდი ერთ თავს, წიგნს დავდებდი და ოთახში გავივლ-გამოვივლიდი ხოლმე, იმდენად მაღელვებდა წიგნის გმირების ბედი და მერე მივხვდი, მხოლოდ წიგნის გმირების კი არა, იმ პერიოდში ჩემი პიროვნება ყალიბდებოდა და უფრო ეს მაღელვებდა.
ახლა ვნახე, რომ ფილმიც არსებობს ამ წიგნის მიხედვით და გრეგორი პეკი ასრულებს მთავარ როლს, მგონია, რომ მომეწონება, მაგრამ ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავბედავ მის ნახვას.

ჩემს ამერიკულ ლიტერატურა X-ში კიდევ ბევრი მწერალი შედის... to be continued.

18 comments:

Unknown said...

http://allshares.ge/download.php?id=AA8EEBE517


სოფი, ტომის ერთი ძალიან ბავშვური და ძველი სიმღერა აგიტვირთე :)

mokin' bird is a high on a tree..
Look's like u've got best of me

Sophie שרה Golden said...

Anuschka, მადლობა dear.

A.G said...

To kill a mokingbird:)

holandiashi rom viyavi banakshi, kalma machuka, kidev ramdenime cigntan ertad.ratomgac yvela shemovde taroze,albat imitom rom originalis cakitxvis shemeshinda an damezara leksikonebshi kekva.dgemde midevs da am zapxuls aucileblad cavikitxav:) shenma postma meti motivation momca:)

A.G said...

sityvebi amomigdo :( ertma sayvarelma amerikelma kalma machuka tko unda metkva :):D P.S

Buda said...

ragaca arsebobs :D :D :D

ramdenime dgis cin mominda 'to kill a mockingbird' - is naxva, mara tavi ver movabi. mec am dgeebshi vapireb :))))

Maka Asatiani said...

So lovely u are. kargi gemovneba aqvs sophies :)

qeti said...

ტრუმენ კეპოტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია : )

Unknown said...

To kill a mockingbird-მა დამაინტერესა და ინტერნეტში ინგლისური პდფ ვერსია ვერ ვნახე :(

Anonymous said...

arc kepoti maqvs wakiTxuli da arc to kill a mokingbird :( anu, bednieri var, win melis pirvelad wakiTxvis siamovneba! ;)

Lalena said...

wow! მერლინ მონრო ჰოლის როლში? რაღც ვერ წარმომიდგენია

Keti said...

სოფი, რა კარგია, "ნუ მოკლავ ჯაფარას" რომ გამახსენე. მივიწყებული მქონდა, გადავხედო ერთი...

Unknown said...

მეც წინ მელის სიამოვნება

შორენ said...

რო ვკითხულობდი ვფიქრობდი, ბედიც ამას უნდა, ასე რომ გადააწყდა ამ წიგნსთქო. შემშურდა. წასაკითხების დეფიციტი მაქვს, რაღაც მაგდაგვარი მინდა და არა მაქვს.

Lord Vader said...

თრუმენ ქეფოუთი
:)

Dissolved Girl said...

არ მაქვს საუზმე ტიფანისთან ნანახი :| ფბ-ზე დაშეარებული პოსტი რომ დავინახე გადმოვწერე, მაგრამ არ მინახავს. მაშინ ჯერ წიგნს ვიშოვი სადმე, წავიკითავ და მერე ვუყურებ ფილმს, მადლობა შენს ბლოგს ამისთვის :)
ნანახი გაქვს ფილმი in cold blood? კაპოტეს ერთ-ერთ ნაწარმოებზეა აგებული და ავტობიოგრაფიულიცაა, მოგეწონება :)

Sweet said...

ტრუმენ კეპოტი მიყუარს მე

ჰოლი გოლაითლი <3

Anonymous said...

ტრუმენ კაპოტე მიყვარს, ორტომეული მაქვს, რუსულად ოღონდ. აი 'to kill a mockingbird' არ მაქვს წაკითხული და მინდა ძალიან. <3 შენს ძველ პოსტებში ქექვა :)

სოფი שרה Golden said...

@მეცმიყვარხარ, მეც ვგიჟდები, როცა ძველ პოსტებზე ვნახულობ კომენტარებს. დიდი მადლობა. აუცილებლად იშოვე ეს წიგნი. მოგეწონება.