შარშან დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩახველება), მაგრამ დიპლომი ჯერ არ ამიღია. არც დამჭირვებია, პრინციპში და ეჭვი მაქვს, ოდესმე დამჭირდეს. ბოლოს და ბოლოს, საზღვარგარეთ წავალ სასწავლებლად, მერე დავბრუნდები და ქრისტიან-დემოკრატი გავხდები; მოიცა, ეს პარტია აშკარად არ შემეფერება. მანამდე რამეს მოვიფიქრებ, იმედია, წითლები ცოტა გაიქაჩებიან :P
დღეს მაღლივ კორპუსში ვიყავი.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან (რომელიც მაღლივშია) ცნობა უნდა ამეღო, რომ 4 წლის განმავლობაში იქიდან წიგნი არ გამიტანია და მიმითვისებია. მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ დიპლომს. რომელ წიგნზეა ლაპარაკი, მანდ, საერთოდ, პირველად მოვხვდი.
მაღლივი - это что-то. სტუდენტები ავტობუსიდან და მარშუტკიდან ისე ხტებოდნენ, რომ ტალახში არ ჩაცვენილიყვნენ. ტრაქტორები კი იდგა, ალბათ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ბუნებრივ "ტალახთსაცავს" რას უპირებენ, არ ვიცი. ისე შემეცოდა, ვინც იქ სწავლობს. გეგონება გეტოში არიან, ქალაქს მოწყვეტილები; ვერ გაიგებ, საით წახვიდე, ან არ წახვიდე. ძალიან ნაცრისფერ-ტალახისფერი გარემოა. ამინდმა და წვიმამაც ხელი შეუწყო, მაგრამ შენობებიც ხო წვიმის ბრალი არ არის :( უზარმაზარი, ბათქაშჩამონგრეული კორპუსები, ძველებური ბიბლიოთეკა, საბჭოთა კავშირის შემდეგ რომ არ გაკეთებულა.
სანამ მე დიპლომისთვის ცნობას ვიღებდი, ერთმა გოგომ ისეთი ძველი და დაფლეთილი წიგნები გაიტანა, შემეცოდა.
საბოლოოდ, ცნობა ავიღე და ჭავჭავაძეზე დავბრუნდი. კიდევ ერთხელ ვუთხარი მადლობა ღმერთს, რომ სტუდენტი აღარ ვარ, მაგრამ დიპლომი მაინც არ მომცეს. თურმე ჟურნალისტების დიპლომები ჯერ ბოლომდე არ დაუმზადებიათ და ოდესმე იქნება. ამას მეუბნებოდა ყავისფერკაბიანი ქალი II კორპუსში, რომელიც ისე მტრულად მიყურებდა, გაქცევა მომინდა. მაინც როდის-მეთქი? და "ნუ, ალბათ, თვის ბოლოს", გაწელა. Gosh, მთელი ქვეყანა დებ ღლონტებად როგორ იქცა, გული მერევა :(



24 comments:
მე კიდე ყოველ შაბათს ბედნიერება მხვდა წილად და 4 საათი უნდა გავატარო მაღლივის კედლებში. მე ბევრჯერ გამომიტანია წიგნი, და ყველა დაბრუნებულია.
ასეა კი, ყველა ღლონტებად იქცა. მგონი მეც კი ვხდები აგრესიული, უცნობებთან ანუ, რაც ადრე არ მახასიათებდა.
პ.ს სოფი, შენი ამ პოსტის და კიდევ ფეისბუქზე იმ ტალახიანი ფოტოს შემდეგ, ისეთი ბედნიერი ვარ რომ მაღლივთან შეხება არ მაქვს :D
@ როდრიგო, ნამდვილად არ მშურს შენი :ლოლ: ხშირად რომ მიწევდეს მანდ წასვლა, არ ვიცი, რას ვიზამდი.
@ ნატალია, არა რა!!! ყველაფერს დაემსგავსე, რასაც გინდა, ღლონტების გარდა. მეზიზღებიან. მეც ბედნიერი ვარ, რომ მანდ არ მისწავლია და ყველას უნდა უხაროდეს შენსავით.
ვერ ვიტან მაღლივს! მაგ ბიბლიოთეკაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდებოდა 2008–ში, ნოემბრის ბოლოს არც ერთი ფანჯარა არ იყო დარბაზში და 3 საათის ნაცვლად ზუსტად 30 წუთში გამოვხტი გარეთ.
მაღლივში პირველად დასის რეპეტიციის გამო ამოვყავი თავი. მაშინაც წვიმდა და დაახლოებით ეგეთი დღე იყო, ოღონდ ცუდი. იმიტომ, რომ უარესისკენ მიდიოდა: შემოდგომა ახლოვდებოდა...
მანდ, ბიბლიოთეკასთან, დარბაზიც არის და სანამ იქ შევიდოდი, საბჭოური, გაუნიავებელი და მარად უცვლელი სიძველის სუნი შემომეფეთა ნესტოებში.
ჭერიდან პერმანენტულად ერთ წერტილში მწვეთავ წყალს "იოლკა" პარკეტი ამოებურცა და ამოეყარა ალაგ–ალაგ. იატაკი დანაღმულ ველს ჰგავდა.
ესეც მაღლივი on my mind :)
@ ზურიუს, რა ლექსივით ჩამოარაკრაკე...
ეგ მარადიული სურნელი მეც ვიგრძენი :|
და ამდენი ხა ნი რათ უნდა დიპლომებს? :|
ნეტა ოდესმე შეიცვლება ეს ქვეყანა უკეთესობისკენ? :|
an eg suleluri wesia.. mec mase mimiyvanes cnobistvis, arada ai xo zalian martivia , sheiqmnas rame meqanizmi, ritic gadaamowmeben sheni misvlis gareshe sargeblobdi tu ara bibliotekit.. wlebi gadis da araferi icvleba.. heh :)
ვაიმე..
ზვიადი... :drug:
მაღლივში გატარებული 4 წელი გამახსენდა უცებ :))
ბიბლიოთეკის შენობაში მორბენალ–მოტრიალე კაცი არ გინახავს? მთელი 4 წელი ვუყურებდი როგორ ვარჯიშობდა ტრიალში, ერთ ხაზზე იდგა და ტრიალებდა და ტრიალებდა. დღემდე არ ვიცი რისთვის.
ეგ ცნობა მეც მომთხოვეს, არადა დარეგისტიტებულიც არ ვყოფილვარ და დიპლომზე გამიმართლა, წელიწადნახევრის შემდეგ ავიღე :))
@ nati_kuda, როგორ არ ვნახე. თავიდან გაოცებული ვუყურებდი, გიჟია-მეთქი, ალბათ, მაგრამ სხვები ისე მშვიდად უვლიდნენ გვერდს. თურმე წლებია მანდ ბზრიალებს :| საოცრებაა. ეგეც უნდა გადამეღო, ვერ მოვიფიქრე :D
სოფ, ჯერ მე-11ში ვარ, მაგრამ მაინც... რას მირჩევ, ღირს ჯავახიშვილის ჟურნალისტიკურზე სწავლა? :?
@ კანარიო, ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. მე, საერთოდ, გირჩევდი, რომ ჟურნალისტიკურზე ჩაბარება არსად ღირს, მაგას ჯობია, სხვა რამე ისწავლო და წერას ისედაც შეძლებ, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი "მიმდინარეობის" ჟურნალისტობას. ჟურნალისტიკაზე 4 წლის დახარჯვა არ ღირს, მე ეგ უკვე გამოვცადე :| თუმცა, თსუ-ში კარგი ლექტორები მყავდა და ეს იყო ნათელი წერტილი.
კიდევ კარგი ჩემთან მთლა ასეთი სიტუაცია არასოდეს ყოფილა.
მეც შარშან დავამთავრე და დიპლომი დღემდე არ მაქვს. მაგრამ კარგი ჯანდაბას,სანამ მაგისტრატურაზე ვარ, მეზარება აღება.
ფილოლოგიურზე რას მეტყოდი?
დილაობით სამსახურში რომ მივდივარ მაღლივთან მიწევს გავლა მარშუტკით და რატომღაც ყველას ან უემოციო სახე აქვს ან უბედური :|
საიდანღაც მომწამვლელი გაზი ხომ არ აპარებს? :|
@ kanario, ფილოლოგიური კარგი არჩევანია, ჩემი აზრით.
@ Alchemist, რაღა გაზი... ტალახი :(
ჰო მეც არ ამიღია ჟურნალისტიკის დიპლომი და ჯერჯერობით არაფერში დამჭირვებია. ბიბლიოთეკასთან კავშირს ”შემოვლითს” ეძახიან აქ:)მეც არასდროს მისარგებლია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, ბიბლიოთეკარი ქალების მეშინოდა საშინლად.
უი, მაღლიველები მეც ძალიან მეცოდებიან :))) ჩემი თავიც მეცოდება მაშინ, როცა გამოცდებისთვის მეორე კორპუსიდან მაღლივში ავდივარ იძულებიის წესით :|
სოოფ ხო საყვარელი ბიბლიოთეკარები არიან მაღლივში? პოსტიც მეწერა მათზე :)
ჩვენ საერთოდ დაგვჩაგრეს: მანდ ვაბარებთ გამოცდებს :| გაყიინულ, უზარმაზარ დაბრაზებში ვწერთ (ან ჩახუთულ, წელიწადის დროს გააჩნია).
რა მათოვრობაა, მოგცენ დიპლომი! და მომცენ მეც, როცა დავამთავრებ !
მე ჯერ არ ამიღია დიპლომი, მეზარება. იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ მაღლივში მომიწევს წასვლა :| ეგ კორპუსი თითქოს მოწყვეტილია სამყაროს. კარგი საშინელებათა ფილმის გადასაღებად კი გამოდგებოდა ეგ ადგილი:))
@ Dissolved girl, არ ვიცი, მხოლოდ ერთ ბიბლიოთეკარ ქალთან მივედი და ძალიან საყვარლად და თბილად მესაუბრა, ცნობაც წამში გამიმზადა. უჰ, იმედია, დიპლომს მალე მომცემენ და მერე შენც რომ დაამთავრებ, არ გაწვალებენ ჩემსავით.
vaime mec rogor mezareba eg procesi:)))poto ro dagedo mimartulebis sachvenebeli advilad mainc mivagnebdii:)eh sxva ra gza damrchenia unda mividee
@ ანკა, ტაქსი წაგიყვანს, ნუ გეშინია ;) ქალაქგარეთ გასეირნებაც გამოგივა.
Post a Comment