Thursday, October 28, 2010

როცა სიზმარში ვერ გარბიხარ

Discover Simple, Private Sharing at Drop.io

(ზუსტად ისეთი სიმღერაა, ჩემს სიზმარს და პოსტს რომ შეეფერება. თავიდან მოგწონს და ბოლოს უკვე ღიზიანდები მოტივზე.)


ტანჯვაა, როცა გეძინება, თვალებს ძლივს ახელ და მაინც ვერ იძინებ. ან თუ იძინებ, საშინელი სიზმრები გესიზმრება: როგორ აგვიანებ თვითმფრინავზე, ვერ ასწრებ დედასთან დამშვიდობებას, სახლში გრჩება საყვარელი ბეჭედი; თან მოუხერხებელი ფეხსაცმელი გაცვია და სწრაფად ვერ გარბიხარ.


მერე ავდექი და ჩე გევარას, სეიმურ გლასს, ჰოლდენ კოლფილდს, ფრენი და ბადი გლასებს წერილი მივწერე. ყველას სათითაოდ არა, ძირითადად ჩეს და ბოლოს ბადი გლასი სახლში წამომყვა.

მაღაზიებს უკვე საშობაოდ აწყობენ.
ბავშვობას მახსენებს ეს მზადება, როცა ახალ წელს ველოდებოდი და მიხაროდა, რომ საშობაო ფილმებს აჩვენებდნენ; სკოლაში არდადეგები მქონდა, მაგრამ სიამოვნებით ვდგებოდი დილით ადრე, გავეხვეოდი პლედში, ცხელ კაკაოს დავლევდი და ფილმებთან ერთად, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს წავიკითხავდი.

გუშინ მაღაზიაში ვიყავი, შამპუნების, ლოსიონების საყიდლად, შოკოლადებიც მივაყოლე და სალაროსთან რომ დავდექი, დავაკვირდი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კალათაში მედო, გერმანიის პროდუქცია იყო. სასწაული ინდუსტრია აქვთ. შემშურდა.

სავაჭრო ცენტრში რომ შევედი, დავინახე, პირდაპირ H&M–თან დაეწყოთ მაგიდები, დიდი ეკრანი დაედგათ და ხვეულთმიანი "რიჟა" ახალგაზრდა ქალის სურათი: აქცია სამუშაო ადგილებს ეხებოდა და როგორც მივხვდი, ხალხს სამსახურის მოძებნაში ეხმარებოდნენ. უკვე მერამდენედ ვამჩნევ მსგავს კამპანიებში, პოსტერზე ყოველთვის წითურ და ხვეულთმიანი ქალებია გამოსახული. ვითომ ეს იმას ნიშნავს, რომ წითურთმიან არასტაბილურ ალქაჯებსაც სჭირდებათ მუშაობა, თუ მათთვისაც კი მოიძებნება სამსახური? რას გაუგებ. Damn capitalism.

ალექსანდერპლაცზე, პირდაპირ მოედანზე, ერთი გახუნებულჯინსიანი ტიპი იდგა და გიტარაზე უკრავდა. ცხოვრებაში არ მომისმენია, ვინმეს ასე ჯეფბაკლისეულად ემღეროს. მაღაზიიდან რომ გამოვედი, უკვე ოაზისზე გადასულიყო და აღარ მომეწონა, არც ხმა ყოფნიდა და არც – ამინდს შეეფერებოდა. ბოშა მათხოვრები უვლიდნენ გარს და წადი, წადიო, ეძახოდნენ. კონკურენტები არიან თავისებურად.
მაინც არ წავიდა.

16 comments:

tamaRa said...

ბოშა მათხოვრები მანდაც არიან?
აქ კი გახუნებულჯინსიანი მუსიკოსები გვაკლია :(

babisa said...

me kide warmovigdine eg yvelaferi
da kargi ganwyobebi gamomca monatxrobebma
postebshi ganwyoba rom igrznoba me kide miyvars
hoda kargi iqneba ase shemodgomiseuli berlini axla, sashobao mzadebebis quchebit da ambebit :)))
da cxeli kakaoc rogor mominda
if

Clown said...

მეც მინდა საშობაო განწყობის სუნი იდგეს, მაგრამ სადაა?! აქ ჯერ კიდევ თბილა :შ

Anonymous said...

რა უცნაური სურათია...
ალქაჯები მომეწონა ძალიან, მათზეც ზრუნავს მთავრობა:*

unaamarga said...

წერილების მიწერა საყვარელი გმირების/პერსონაჟებისათვის მშვენიერი აზრია! მეც შემომიტია უძილობამ ამ ბოლო დროს!

Carrie said...

ბოშა მათხოვრები მიყვარს) თუ აქ ქურთბი არიან.. არასოდეს შევუწუხებივარ, თუ დაიჯერებთ, არასოდეს! როცა ვეუბნები რომ არ მაქვს, მცილდებიან ეგრევე, როცა მაქვს ვაძლევ და ვეფერები.
ჯეფ ბაკლისნაირი არ ვიცი, მაგრამ ხანდახან შოთა ადამაშვილის ხმას და გიტარას ან ტუჩის გარმონის ხმას რომ გავიგებ რომელიმე პადზემკაში უნდა ნახოთ ჩემი სიხარული!:)) შემიძლია ერთი საათი ვუსმინო:)))

შობას მახსენებს ის სიმღერა სექსი დიდ ქალაქში რომ არის, (იქაც შობისთვის) კიდევ მაღაზია სუპერში დავძვრებოდით შარშან მე ზურა და ანი, ვოცნებობდით ნეტა მომავალ წელს ხელფასით მოვიდეთო, მაგრამ ეგ ოცნება კიდევ ერთი წლით გადაიწევს :(( :პ

ნან said...

"სიამოვნებით ვდგებოდი დილით ადრე, გავეხვეოდი პლედში, ცხელ კაკაოს დავლევდი და ფილმებთან ერთად, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს წავიკითხავდი." - კომფორტის ასეთი პაწაწუნა ნამცეცები დღემდე მაღელვებს. მეშჩანი ვარ? ჯანდაბას, ვიყო.

Sophie שרה Golden said...

@თამარა, კი, აქაც არიან. სად არ არიან რო? თან ზუსტად ("კოპიო") ისეთები, როგორც საქართველოში. სად შოულობენ მსგავს ტანსაცმელს, ძალიან მაინტერესებს.

@ბაბისა, მიხარია, რომ წარმოიდგინე და განწყობა გადაგედო.

@კლოუნ, მე კიდევ სითბო მინდა.

@ანდან, აუ, ხო როგორი სურათია, არა? მეც ამიტომ მომეწონა.

@უნაამარგა, ხო, სასწაულად მშველის ასეთი წერილების წერა.

@ენია, აააა, რა კარგი კომენტარი იყო, სიამოვნებით ჩავიკითხე. ცუდია, ხელფასმა რომ გადაიწია. ძნელია უფულოდ :(((

@ნან, სულაც არ ხარ მეშჩანი – ძალიანაც ბუნებრივია, რომ გაღელვებს ასეთი "ნამცეცუნები" :)

Kate said...

ეს სიმღერა მიყვარს "you've got mail"-დან მოყოლებული. უთბილესია. საერთოდ ეს ჯგუფი მიყვარს და ხშირად ვუსმენ.

ნეტავ ახლა ცალი თვალით მაინც დამანახა რა ხდება ბერლინში. ალბათ სანტები ნელ-ნელა იცვამენ ფორმებს, შოკოლადებია ბევრი და ასე შემდეგები.

taa said...

მაღაზიებს უკვე საშობაოდ აწყობენ.

ისევ ბერლინში ხარ სოფ?

Kate said...

კი თაა, მანდ არის ისევ.

Keti said...

მეც მიყვარს ეს სიმღერა და ასეთი პოსტები :) განწყობიანი იყო, თან რეალური – თვალით რო აღიქვამ, ისეთი...

საახალწლო ფაცი-ფუცი ჯერ ვერ წარმომიდგენია. ასე მგონია, ადრეა საამისოდ. შინაგანად არ მაქვს ჯერ ახალი წლის მოლოდინი და ალბათ ამიტომ.

Natalia said...

'სკოლაში არდადეგები მქონდა, მაგრამ სიამოვნებით ვდგებოდი დილით ადრე, გავეხვეოდი პლედში, ცხელ კაკაოს დავლევდი და ფილმებთან ერთად, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს წავიკითხავდი.'

არდადეგების დროს დილით ადრე გაღვიძება ყოველთვის მსიამოვნებდა, ეხლა მივხვდი :) და ამ აბზაცის წაკითხვისას, უცებ ის ძველი განწყობები გამახსენდა, ბავშვობის და წინა საშობაო პერიოდის, მმ, ჟრუანტელმა დამიარა.

yay, ახალი წელი მოდის!

DreaMar said...

ადრე ძალიან ხშირად მესიზმრებოდა სიზმარი შემდეგი სიუჟეტით: სადარბაზოში კიბეებზე ავდიოდი, უცებ კიბეები თავდებოდა და ვერ ვახერხებდი დანშნულ ადგილას მისვლას (ხშირ შემთვევაში სახლში). ვერ ვიტანდი ამ სიზმარს.
ხო კიდევ სულ მიკვირდა რატომ ვერ გარბის ადამიანი სიზმარში. ნერვები მეშლება მაგაზე. არადა სიზმარში რამდენჯერ დამჭირვებია ვიღაცეებისგან გაქცევა :| :))

ახალ წელს და შობას რაც შეეხება: რამდენადაც წინასაახალწლო პერიოდი მიყვარს, იმდენად მეზიზღება ახალი წლის შემდგომი დღეები. საშობაო ფილმები მიყვარს კიდევ, გრინჩი განსაკუთრებით :)
კარგი ხარ სოფი, კარგი :)

A.G said...

Sunny....usayvarlesi postia...:) tvalcin damidga didi mcvane nadzvisxe,dzirshi beeeevri sachukrebit:)chemi tavi gamaxsenda, rogor vxdebodi "saxlis gogo", dedas vexmarebodi samzadisshi, an camovkotrialdebodi taxtze, mec shensavit pledshi gavexveodi, gemriel sasusnavebtan ertad da adin domas an "toy story"s vuyurebdi 2673849jer.... :)

aucileblad davcer saaxaclo posts...:))))))))

ნატა said...

ახლა ძალიან მინდა მაგ შოკოლადების საჭმელად გამოგიარო, შენ ჩაი და მე ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ ძალიან ბევრი :(((