Wednesday, October 3, 2012

მსხვერპლი

მომგებიანი რეკლამების მსხვერპლი ვარ. Yves Rocher–ს ჰქონდა ამასწინათ აქცია, სახლებში ფოსტით გამოგზავნეს სარეკლამო ბროშურა, სადაც 15 ევროს საფასურ პროდუქციას თუ შეუკვეთავდი, 15 ევროიან ტუჩების საცხსა და საჭმელების პლასტმასის, ფერად კონტეინერებს საჩუქრად გაძლევდნენ, თანაც ამანათს უფასოდ გიგზავნიდნენ, როცა ისე 5 ევრომდე ღირს. პლუს, იმ ბროშურაში ბევრად იყო გაიაფებული სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ვიდრე ეს მაღაზიაში ღირს. სინამდვილეში, ივ როშეს მაღაზიაში ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ფეხი შედგმული, ისიც იმიტომ, რომ სახლში სუნამოს დასხმა დამავიწყდა და იქ გადავწყვიტე სპონტანურად გასურნელება.


ძალიან მიმზიდველი რეკლამა იყო, დამეთანხმეთ. თანაც მანამდე Yves Rocher–ის სახის კრემის sample (ქართულად უცებ ვერ ვიხსენებ) გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მოკლედ, ამან მიბიძგა, 15 კი არა, ჯამში 23 ევროს საფასურის კრემები გამომეწერა, რომლებიც სინამდვილეში, მშვენივრად მომგებიანია, თუ დავამატებ იმას, რომ ის სახის კრემი 22 ევრო ღირს, მე კიდევ სამი კრემი და ერთი შამპუნი დამიჯდა ამდენი, პლუს საჩუქრები. გასაგებია, რომ ყველაფერი მარკეტინგული სვლაა და შეიძლება ის კოსმეტიკა ამდენიც არ ღირს, მაგრამ მე ხომ ნასიამოვნები დავრჩი. კაპიტალიზმის მსხვერპლი გამოვდივარ, რომ დავფიქრდე და არ დავფიქრდები.

ჩემი მსხვერპლი კიდევ ეზრაა. გუშინ ეზრას ბებიის ნაჩუქარი, ნაცრისფერი "კომბინიზონი" ჩავაცვი და ბებიამისმა მითხრა, შენ რომ გიყვარს ეს ფერი, ამიტომ ვუყიდეო, შესაბამისად, დაბადებიდან დღემდე ეზრას ბებია ღია ნაცრისფერ, მწვანე და ლურჯ ტანაცმლებს ყიდულობს, სათამაშოებიდან კიდევ, რა თქმა უნდა, ბაყაყებს, რადგან ბაყაყი ხომ სოფი გოლდენის საყვარელი ცხოველი იყო ყოველთვის. რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, რომ მთელ ოჯახს მოვახვიე თავს ჩემი საყვარელი ფერები და შესაბამისად ეზრასაც, პატარა ბურთულას, რომელიც ცდილობს თქვას "მა–მა". ბუნებრივია, არ იცის, რას ამბობს, მაგრამ შაბათს "მამამამამამამა"–ს რომ იმეორებდა, უცნაური იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, ისე გამოდის მეც მეძახოდა და მამამისსაც. რა უცნაურია ეს ქართული ისე, მსოფლიო ენების 95%–ზე მამა დედას ნიშნავს და ჩვენთან პირიქით. მერე ვკითხულობდი, თურმე ბავშვები ამ ასაკიდან იწყებენ "საუბარს" და ასოების, მარცვლების გამოთქმას, მა–მა, ბა–ბა, და–და...
ყველაფერი საინტერესო და გულისამაჩქარებელი ჯერ კიდევ წინ გველოდება, არა, ეზრა?

სასწაულად მეძინება. თუ სხვა ამბებიც გაინტერესებთ, აქ დავწერე წეღან.
ღამე მშვიდობისა!

7 comments:

Tina Nadiradze said...

ეჰ, მსხვერპლი კი არა, უნდა გიხაროდეს. ჩვენს საცოდავ ქვეყანაში: 1) ფასდაკლება არ აღემატება 20–25%–ს; 2) თავს არ იწუხებენ სპეც. შეთავაზებებით და შესაბამისი კატალოგების დაბეჭდვით, სმს შეტყობინებებით, გამოწერით/ადგილზე მიტანით; აქვთ მხოლოდ სასაჩუქრე/დაგროვებითი ბარათების სისტემა; 3) აქ გერმანულ ვებგვერდზე ნანახი პროდუქტების ნახევარი არ იყიდება. რამდენიმე წლის წინ შემოიტანეს რაღაც სეზონური აქსესუარები და სულ ეგ იყო.

და მაინც: 1) ივ როშე საუკეთესო არჩევანია პროდუქციის ბუნებრივი კომპონენტებით და ზომიერი ფასით. წლებია მათი მომხმარებელი ვარ და იმედგაცრუებული ერთხელაც არ დავრჩენილვარ (სახის+სხეულის მოვლის საშუალებები). 2)ჰყავთ კოსმეტოლოგები და ვიზაჟისტები(მაღაზიაშივე), რომელთაც ივ როშეს სათავო ოფისიდან ჩამოსული პროფესიონალები რეგულარულად უტარებენ სწავლებას. კოსმეტოლოგიური პროცედურა მთელი სიამოვნებაა. (სურნელებანი+გაჯანსაღება+მასაჟი+სასარგებლო ბუნებრივი კომპონენტები)

მოკლედ, დავიცავი დისერტაცია. :)))

welcome to my blogroll!

Sophie Golden said...

@Tinita, ეჰ, ვიცი მანდაური მარკეტინგის ამბები :(
დიდი მადლობა, რომ ამდენი დაწერე, მე არ ვიცოდი აქამდე მათი ისტორია, უბრალოდ ამ შემოთავაზებამ მომხიბლა და ახლა შენმა დისერტაციამ კიდევ უფრო გამახარა, რომ არ შევმცდარვარ :)))

and you welcome to mine.

Keti said...

მომეწონა "სპონტანურად გასურნელება" :)

საყვარელი პოსტი იყო, სოფი. შენ მიმართ სითბო დავინახე, უნდათ გასიამოვნონ. ეს ძალიან კარგი მგონია, რადგან თავის მხრივ გულისხმობს, რომ შენც იგივეს გასცემ. აი ეზრა კი ნელ–ნელა, გაზრდასთან ერთად, თავის სურვილებსაც გამოამჟღავნებს... :)

სოფი שרה Golden said...

@ქეთი, მადლობა. კი, ძალიან კარგია, განსაკუთრებით იმ მსოფლიო სტერეოტიპებს თუ გავიხსენებთ, როგორი რთულია მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა და მათთვის თავის შეყვარება.
მართალი ხარ. რა კარგად მითხარი ეს, გაზრდასთან ერთად თავის სურვილებს გამოამჟღავნებსო.

Keti said...

:*

Nina Gorecki said...

მე მაშინ ვხდები როშეს მსხვერპლი, მაღაზიაში რომ შევდივარ :)) კრემებს არა, მაგრამ შხაპისთვის გელებს და საპნებს ვყიდულობ ხოლმე ბევრს, ვგიჟდები ვანილის არომატიან პროდუქციაზე :) და ჟოლოს საპონზე <3
ეზრა <3

Sophie שרה Golden said...

@ნინა, რამდენი ხანია არ "მინახიხარ" :) <3
ოხ, შხაპის გელებზე მეც ასე ვარ ზუსტად, აი, საპნებზე დიდად არა.