ნახევარი წლის წინ, სანამ დავიძინებდი, ნახევარ საათს მაინც ვანდომებდი ფიქრსა და მთელი დღის გაანალიზებას...
ნახევარი წლის წინ დიდხანს ვიდექი ხოლმე ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და არაფერზე ვფიქრობდი ამ დროს...
ნახევარი წლის წინ დამნაშავედ არ ვგრძნობდი თავს, თუ საუზმეზე ჩემს საყვარელ რძიან ყავას ნელ–ნელა ვწრუპავდი და ყველა სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს გამოვხატავდი...
ეზრა უკვე ნახევარი წლისაა და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს უკვე აღარ/ვეღარ ვაკეთებ.
ღამით, ბალიშამდე თავის მიტანასაც ვერ ვასწრებ, რომ უკვე მძინავს და მერე ღამით იმდენჯერ მეღვიძება, დილით უკვე აღარ ვიცი, საერთოდ მეძინა თუ არა.
ჰაჰა, ცხელი წყლის ჭავლიო?
აი, რძიან ყავას კი ხანდახან ისევ ვწრუპავ ასე და ბლოგებსაც ვკითხულობ ამ დროს, მთავარია ეზრა მშვიდად მეჯდეს კალთაში და თავისთვის იღიღინოს.
ყველა დედას რომ ჰგონია, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო, ლამაზი და საყვარელი შვილი ჰყავს, ასე არ ვარ. მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა :))) ოღონდ ისეთი ლამაზი და საყვარელი არ არის, სტანდარტული, ისეთი, ჩემიშვილისებურმზიანბავშვურია ეზრა.
რა არის ექვსი თვე და ისე მგონია, უკვე 6 წელია ბავშვი მყავს.
ხან ერთი სული მაქვს, საღამო მოვიდეს, ეზრა დავაძინო და მერე ცოტა განვიტვირთო, მაგრამ რამდენიმე წუთით მივუჯდები კომპიუტერს, ცოტა რაღაცას წავიკითხავ და უკვე მეძინება და მეჩქარება, მალე გათენდეს, რომ ეზრა ჩემთან ჩავიწვინო და მის "სიმღერას" ვუსმინო. მერე ყველაფერი ისევ რუტინულად მიდის თითქოს: საუზმე, ეზრას გამოცვლა, ჭამა, დაძინება, მაღაზიაში წასვლა, სადილი, ინტერნეტი, წიგნი, ეზრასთან თამაში, სეირნობა, გამოცვლა, ჭამა, ისევ დაძინება... მეორე დღეს ყველაფერი ისევ თავიდან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყოველი ახალი კვირა ეზრას სიახლეებით იწყება, ან ახლებურად იღიღინებს დილით, ან საღამოს ვერ დავაძინებ, სანამ გვერდით არ მივუწვები და მაგრად ჩავიხუტებ, ან ხაჭოიან თეფშში ჩამიყოფს ხელს და კაბაზე წამისვამს...
ხანდახან ვიღლები და მწყინდება კიდეც.
ზოგჯერ მინდა, ვმუშაობდე და დასვენების დღეები მქონდეს, რადგან იმ სამსახურში, სადაც ახლა ვარ, დასვენების დღეები არ არსებობს.
მერე გადამივლის და ისევ ღიმილით ვუყურებ ეზრასაც, ჩემს ქმარსაც და მთელ ცხოვრებასაც ხოლმე; ჩემი იარაღია ეს ღიმილი.
ესეც ერთი ნახევარი წელი. წინ გველოდება ცივი ზამთარი და კიდევ ბევრზე ბევრი წელი. ახლა კი წავალ და დავიძინებ, რომ მალე გათენდეს...
ბედნიერ ოთხშაბათს გისურვებთ!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




11 comments:
რა უცნაურია ამ ყველაფერს ვკითხულობ და აი წარმოდგენა კი მიჭირს :|
მგონი რტლია რეალური ადამიანების პერსონაჟებივით წარმოდგენა.
წიგნზე ადვილია, მე ხომ აზრზეც არ ვარ აღწერილი გმირები არსებობდნენ თუ არა და შემიძლია თავს უფლება მივცე ვინმე სოფის ცხოვრებაზე თუ ვკითხულობ წითელი კულლები დავამაგრო, პაჭუა ცხვირი მივაბა და მუხლებში ოდნავ გაღუნული ფეხებიც მივუხატო :| ბლოგებზე ასე არ გამოდის :|
@ჩორვენ, ხო, ბლოგებზე რთულია ასეთი რამეების წარმოდგენა, მაგრამ ზოგჯერ გამოდის :))
მე რამოდენიმე თვეში გავაჩენ, მაგრამ უკვე სასოწარკვეთა მიპყრობს. ეს სასოწარკვეთა ნაზავია შიშის, სიხარულის იმის რომ მე მე აღარ ვიქნები, იმის რომ მეშინია, იმის რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.მაგრამ მუცელში მის მოძრაობას რომ ვგრძნობ და ექოსკოპიის ფოტოებს ვხედავ, ძალიან უსუსური დედა ვხდები.
მე არ მინდა ვიყო სუბიექტური დედა. აი ისეთი, მისი შვილი რომ ყველაზე ნიჭიერია, ყველაზე ლამაზია, ყველაზე კარგია. პირველი კრიტიკოსი მე ვიქნები მისი. წახალისებას მოვერიდები და შექებასაც. ვეცდები ამით ცხოვრების მოტივაცია არ დავუკარგო, თუმცა მე ვინც მიყვარს მის მიმართ მკაცრი ვარ და შვილი წარმომიდგენია.
მოკლედ, აგონიაში ვარ. თანაც მეც შენსავით ამ უღმერთო გერმანიაში ვარ, მეც მცივა და იმ კვირა დღეს, შენი ხმა რომ გავიგონე ტელეფონზე ჩემს ქმარს ესაუბრებოდი შენთვის საინტერესო მოქალაქეობის საკითხებზე, მივხვდი შენ სოფი ხარ, სადღაც აქვე ხარ, იქვე შენი შვილი ზის, შენც გცივა და შენც არ მოგწონს გერმანია, მაგრამ როცა იმ ორს ხედავ ვისთვისაც აქ ხარ, ხვდები რომ ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა მათი სიყვარული....
წარმატებები!
@Anonymous, არ მეგონა, თუ ასე გამითბებოდა გული და სული დღეს. მადლობა, ისე გამახარე...
როგორი რეალურია შენი შიში, იცი? თავიდან სასწაულად რთულია, ვერ გაგიგია, ვინ ხარ და თუ ხარ საერთოდ, მაგრამ სულ რამდენიმე თვე და გაგივლის... ხანდახან ისევ წამოგივლის, მაგრამ პატარა უკბილო არსება რომ გაგიცინებს და დილით ღუღუნით გაგაღვიძებს, ყველაფერი გავიწყდება.
დიდი მადლობა. მსუბუქი და სწრაფი მშობიარობა გქონდეს!!!
ეზრა უკვე ნახევარი წლისაა, რა საინტერესოა, როგორ გამოიყურება.
და კიდევ, რომ გაიზრდება და დედის ჩანაწერებს რომ წაიკითხავს :*
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ მიკვირს ხოლმე როგორ ვგავართ ერთმანეთს, არადა ბევრ დედას ვიცნობ და სულაც არ აქვთ მათ ჩვენგვარი განცდები/ფიქრები.
"ყველა დედას რომ ჰგონია, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო, ლამაზი და საყვარელი შვილი ჰყავს, ასე არ ვარ. მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა :))" ამაზე გამეცინა, მეც ასე ვთვლი ზუსტად :)
@Rode, მშობლების უცნაური ნაზავია :) ერთ კვირას რომ მე მგავს, მეორე კვირას – მამას და საინტერესოა, ბოლოს ვისი გენები იმარჯვებს :დ ხო, სასწაულად მაინტერესებს, რას იტყვის.
@ჯუნა, რა ვიცი, მე კი მგონია, ყველა დედა ერთნაირია, ზოგი შეიძლება, უბრალოდ, ვერ ან არ გამოხატავს ისე, როგორც ჩვენ (პლუს, ბიჭების დედები ძალიან სპეციფიკურები ვართ :ლოლ: ).
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დედებს სწორედ ეგ გამოარჩევთ, ყველაფერი რომ ავიწყდებათ შვილების გამო :) და მე მგონი ყველაზე დიდი სიყვარული, რასაც ადამიანი გრძნობს ამ ქვეყანაზე, დედისგან მიღებული სიყვარულია
@ქეთი, რა კარგი რაღაცების თქმა იცი ხოლმე. თითქოს ყველამ რომ იცის და მაინც ახალია :) მართლაც, ალბათ, ამიტომ ყველას განსაკუთრებულად უყვარს თავისი დედა და მასთნ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
ამ კვირას ჩემი შვებულება სოფის სკოლიდან გამოყვანას და შემდეგ პატრონობას მოვანდომე. დღეს სკოლაში ცოტა დამაგვიანდა და საოცრად მოწყენილი დამხვდა, საერთოდ ხმა არ ამოუღია მთელი 10 წუთი (!) ჰოდა მივხვდი რომ არასდროს, არასდროს უნდა დაგაგვიანდეს ბავშვის გამოყვანა. მერე გზაში და შემდეგ, ყველა ტუტუცური კითხვის დასმის უფლება მივეცი და არ გავბრაზებულვარ, მაგალითად გამყიდველს ეკითხება ასეთი უცნაური ხმა რატომ გაქვსო, მერე შუა ქუჩაში რაღაც უცნაური მელოდიის მღერა დაიწყო, სახლში კაკუნი ატეხა და მე მხოლოდ მეღიმებოდა. იმიტომ რომ ყველაზე გულწრფელია ეს ემოციები. ასოებს წერდა და არასწორად წერ მეთქი, ეგ ვინ დაადგინა ლ-ს ფეხი მაინცადამაინც ზემოდან რომ უნდა დავიწყო ჩემთვის ქვემოდან დაწყება უფრო მოსახერხებელიაო, მე პასუხი არ მქონდა.
ახალი ნაწვიმი იყო და "ლოკოკინებზე სანადიროდ" წავედით. რაღაც მიტოვებული ბაღია და იქ გამოიშლებიან ხოლმე, ესეც დგას და ყველას ერთად აგროვებს, ერთმანეთს შევახვედროთო.
ჰოდა არაფერი დამიშლია, პოზების ჭერა მერეც მოუწევს.
ძალიან დამღლელია, მაგრამ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე იმის ყურება როგორ ვითარდება და როგორ ყალიბდება პიროვნებად შენი შვილი.
პს. თვითმარქვია დედადედობილი რომ გამოვხტები ხოლმე დედების საუბარში კუს ფეხივით, ბოლოს მეცინება :)))
პ.ს.ს ვიდრე უსტარს მოგწერდე
@ნატა, აუ, სოფი საყვარელი, ლოკოკინების შემგროვებელი პრინცესა :) ჩემი ბავშვობა გამახსენდა, დედაჩემს დააგვიანდა რამდენჯერმე ჩემი სკოლიდან გამოყვანა და ჩემზე უბედური კაციშვილი არ იყო, ყველა ბავშვი წავიდა და მე ვიდექი, ველოდებოდი. პატარა ვიყავი, გასაგებია, მაგრამ თავი ლოკოკინასხელადაც აღარ მიმაჩნდა :)))
შენ იქნები სასწაული დედა, იმხელა გამოცდილება გაქვს უკვე.
:*
პ.ს. ჰოდა, პოზებზე გეთანხმები, გოგოებისთვის უფრო რთულია, ბიჭები ნაკლებად პოზიორობენ და მეც ცოტა ნაკლებად განვიცდი :დ
Post a Comment