Wednesday, October 24, 2012

ოქტომბრის რეკორდი

Celine: I always feel this pressure of being a strong and independent icon of womanhood, and without making it look my whole life is revolving around some guy. But loving someone, and being loved means so much to me. We always make fun of it and stuff. But isn't everything we do in life a way to be loved a little more? 


ამ ციტატას არაფერი აქვს საერთო პოსტთან, პირადად ჩემთან აქვს და მინდა, გავიხსენო ხოლმე და ამიტომ ჩავურთე ეპიგრაფად.

ბოლოს არ მახსოვს, როდის დავწერე 9 პოსტი ერთ თვეში და დღეს ჩემს არქივს რომ გადავხედე, გავოცდი.
ეს ოქტომბრის მეათე პოსტი იქნება. ალბათ იმიტომ, რომ ემოციებით ვარ სავსე.
ეზრა უსწრაფესად იზრდება და იცვლება. თან ისე გამოვიდა ამ თვეში, რომ თითქმის ყოველდღე ეზრა ბებიას მიჰყავდა სასეირნოდ და მე მარტო ვრჩებოდი სახლშიც, საკუთარ თავთანაც და შესაბამისად, მეტი თავისუფალი დრო მქონდა საწერად. ჩემი ქმარი ძალიან დაკავებული იყო, სამსახურის გარდა, მამა საავადმყოფოში ეწვა და მეც ჩემი წუწუნი მინიმუმამდე დავიყვანე.
სად წავიდოდი უკეთეს ადგილას, ვიდრე ბლოგზე.
არ ვიცი, ოდესმე, თუ დავჯდები და ამ ბლოგს რამე გამოსადეგად, მაგალითად, წიგნად თუ ვაქცევ. ან გახდება თუ არა ეს ბლოგი ჟამთააღმწერლად ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ფაქტია, ჯერჯერობით, რომ ყველაზე ნაცრისფერ დღეს, როცა ჩემზე წარუმატებელი კაციშვილი არ მგონია, მცივა და მეგობრები მენატრება/მაკლია, სრულიად უცნობი ადამიანი გამოჩნდება და ისეთ რამეს მომწერს, გულსა და სულს გამითბობს.
ზუსტად ასეთი იყო სრულიად უცნობი ქალის, ჩვენი საკონსულოს თანამშრომლის ცოლის, კომენტარი ბლოგზე, რომელიც ფეხმძიმედაა (ვიმედოვნებ, როგორმე შევიტყობ, როცა გააჩენს) და ჩემს ბლოგს კითხულობს. როცა მე მის ქმარს ტელეფონზე ვესაუბრებოდი და ისიც თავაზიანად მიხსნიდა სხვადასხვა კანონმდებლურ საკითხებს, ეს ახალგაზრდა ქალიც იქ იყო თურმე და ჩემი ხმა ესმოდა. მაშინ მიხვდა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ის სოფი, პატარა ბავშვი რომ ჰყავს და დეპრესიული კომპოზიტორების ქალაქში ცხოვრობს.

ამიტომ ვაგრძელებ ხოლმე წერას, რადგან არასოდეს იცი ადამიანმა, შენ ვისი გულისა და სულის გათბობა შეგიძლია. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა (თუ შეიძლება ფილმის გმირს მეგობარი დაარქვა), ყველანი ერთმანეთის დემონები და ანგელოზები ვართო.

13 comments:

Dissolved Girl said...

სპეციალურად დიდხანს არ შემოვდივარ ხოლმე შენს ბლოგზე. მერე დაგროვებულ პოსტებს ერთად ვკითხულობ <3

irina iri said...

მე ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ ამ ბლოგს :)

Kate said...

თბილი.






ისე იმ ქალმა საიდან გაიგო შენი ბლოგის მისამართი???

Anonymous said...

როგორ მიხარია მე რომ მახსენე. შენს ბლოგს თითქმის ყოველ დღე ვკითხულობ და დღეს ცოტა ხნით ადრე ჩემს ბლოგზე მეც იგივე დავწერე, რომ იგი ჩემი ერთგვარი მეგობარია როდესაც რაღაცის გაზირება მინდება ან უბრალოდ უსაგნო წუწუნი.აუცილებლად შეგატყობინებ და მანამდე ყოველ დღე წავიკითხავ ხოლმე შენს ჩანაწერებს.

KATE: ამ ბლოგის არსებობის შესახებ თითქმის 2 წელია ვიცი.:) და ის ქალი ანუ მე - 24 წლის ახლახან შესრულებული გოგოა :)))))))))))))

მადლობთ კიდევ ერთხელ!

Rode said...

ბევრი რეკორდები გვინდა სოფისგან :*

Keti said...

რა კარგია ასეთი შემთხვევები – როცა უცებ მიხვდები, რომ იმ ადამიანის წინ დგახარ, ან თუნდაც გესმის მისი ხმა, ვის ცხოვრებასაც წლებია, ინტერნეტით ეცნობი!

მე მაგალითად, ტომა გავიცანი შარშან და ძალიან თბილად მახსენდება ეს დღე :)

სოფი, ჩემი აზრით უნდა წერო. ალბათ შენთვისაც საინტერესო იქნება წლების მერე გადახედვა, თანაც წერა ძალიან კარგად გამოგდის. მე კი ერთ–ერთი ის მკითხველი ვარ, ვისაც მომავალშიც სურს ამ ბლოგის წაკითხვა :)

Toma said...

მომავალში ვყელაფერი სეიძლება მხოდეს, ჩემის აზრით მთავარია რომ ეს ბლოგი შენთვის და სხვისთვისაც კარგ ფუნქციას ასრულებს.

კოპინგი :)

ვფიქორობ ბლოგის ერთ ერთი დანიშნულება სწორედ ეგაა რაც შენ დაწერე. მეც იმენი დამიგროვდა საწუწუნო, მაგრამ უკვე ვეღარ ვწერ, იმიტომ რომ ნებისმიერი კოლეგა შეიძლება შემოვიდეს და გუგლის თარჯიმანით გადათარგმნოს ბლოგი. არადა ხანდახან ისე ვბრაზდები ხოლმე. ვინ იცის იქნებ ბევრი ჩემნაირია იგივე სიტუაციაში, და ჩემსავით ბოლის გამოშვება სჭირდება.

ქეთი, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვდა და სულ ვამბობ ხოლმე, ჩემებსაც კი მოვუყევი, ჩემი ქმრის მშობლებსაც :)

Tina Nadiradze said...

რომ იცოდე, როგორ მიყვარს ორივე: Before Sunset და Before Sunrise. იშვიათი შემთხვევა, როცა სიქუელი იმედს არ გაგიცრუებს. პირველად გოგი გვახარიამ აჩვენა თავის გადაცემაში...

დილის ქალაქის სცენა მიყვარს ყველაზე მეტად პირველ ფილმში,ვიღაც რომ თავის ბინაში უკრავს და ესენი ცეკვავენ და მერე რომ ფანტანთან სხედან და ბიჭი რომ დილან ტომასის ლექსს უკითხავს.

Sophie שרה Golden said...

@Dissolved girl, მადლობა, გამახარე.

@Irina iri, მადლობა, რა კარგია!!!

@ქეით, გიპასუხეს უკვე :*

@ანონიმუს, ნეტა, რომელია შენი ბლოგი ^ ^

@როდე, შენ ყველაზე კარგი ბიჭი ხარ ბლოგოსფეროში!!!

@ქეთი, ხო, მაგრამ მე ხან მეშინია, რომ სულ სხვა ადამიანი დამხვდება, ვიდრე ბლოგიდან ჩანდა. წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმებივითაა, სხვანაირად რომ წარმოგედგინა და უცებ სხვანაირად აღმოჩნდება.

@ტომა, კი, ზუსტად, ასეა. მე შენ გთვლი გმირ ბლოგერად, იმიტომ, რომ ყოველთვის ახერხებ წერას და განწყობასაც აგრძელებ, უკვე წლებია წერ და შენი ბლოგის წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა.

@თინითა, ნამდვილად. ძალიან კარგი გამოვიდა "მზის ჩასვლამდეც", ოდნავ არ ჩამოუვარდება პირველს. ძალიან ბუნებრივი ფილმია, ცხოვრებასავით.

Kate said...

უი :D :D :D

და საიდან გაიგეთ სოფის ბლოგის შესახებ???

Anonymous said...

Sophie שרה Golden : მე ცოტა უცნაური ბლოგი მაქვს, არ მყავს მეგობარი ბლოგები და არ მყავს მკითხველი, მგონია ყველაზე გულწრფელი და არაადეკვატურიც ასე შემიძლია ვიყო. nobodyt.wordpress.com


Kate: რავიცი აბა როგორ გითხრა, ვკითხულობ ხოლმე ქართველ (და არამხოლოდ) ბლოგერებს. სად გავიგე და როდის და რომელ საათზე ნამდვილად არ მახსოვს. უბრალოდ რამოდენიმე კარგად წერს, მათ შორის ეს ავტორი, ამიტომაც ვკითხულობ.

ნასტასია said...

ბებიები გადასარევი გამოგონებაა ბავშვების გასასეირნებლად :) და ეს რა კარგი ბლოგი ვიპოვე სულ შემთხვევით, საკონსულოს თანამშრომლის ცოლის <3

Sophie שרה Golden said...

@Nobodyt, ისეთი კარგი ბლოგი გაქვს, რომ ვკითხულობდი, თან ცოტა მერიდებოდა და ამ დროს მინდოდა ყველაფერზე პასუხის დაწერა, მეც, მეც, მეც ასე ვგრძნობ–მეთქი და თავი შევიკავე. მადლობა ბლოგის გამხელისთვის.

@ნასტასია, ნუ იტყვი, ისეთი კარგი გამოგონებაა. ხან კი სინდისი სასწაულად მქენჯნის, როცა ბებიას ვატან ეზრას და მე ამ დროს დიდხანს ვდგავარ შხაპის ქვეშ ან ბლოგებს ვათვალიერებ :დ