ჩემი მეგობრისთვის ამაზონიდან გამოვიწერე ო'ჰენრის მოთხრობების კრებული და ზუსტად ის მოთხრობა არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემს მეგობარს სასწაულად უყვარს და რამდენი ხანია, ეძებს. ჩემი ბრალია, წიგნის სარჩევი არ იყო მოცემული და ერთი მკითხველის კომენტარს დავუჯერე, ამ წიგნიდან, განსაკუთრებით, ორი მოთხრობა მომეწონაო, რომ წერდა. მშვენიერი მკითხველი ყოფილა, ეტყობა არც გადაუშლია ის კრებული.
მანამდე წიგნი ზუსტად შაბათს მოიტანა ფოსტალიონმა, მე, რა თქმა უნდა, კარი
არ/ვერ გავუღე და მეზობელთან დატოვა. მერე კვირას რომ მივადექი ჩემს
მეზობელს და იმან მხოლოდ ხელი გამოყო და ამანათი ისე მომაწოდა, შევცბი,
შიშველი იდგა კარს უკან ეტყობა. კვირა იყო, გასაგებია, ყველას ძილი უნდა.
გუშინ ეზრას ვუკითხავდი. ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა წავუკითხე, მეც არ ვიცოდი აქამდე. "სკოლები და სკოლები" ჰქვია, ძალიან სასაცილო გოგოზეა, ნევადა ჰქვია, ბიძასთან ჩამოდის დასავლეთიდან და ახალგაზრდა მხატვრის მოწერილ წერილებს სხვებს აკითხებს, რადგან თვითონ კითხვა არ იცის...
წაიკითხეთ რა. ისეთი ო'ჰენრისეული რამეა, შეგიყვარდებათ, ერთი ბეწო მოთხრობა და გმირების მთელ ცხოვრებას ხედავ.
მოკლედ, ბოდიში ჩემს მეგობარს, ამ წიგნს ჩემს თაროზე დავტოვებ და მისთვის ისევ განვაგრძობ
ძებნას, იქნებ ის მოთხრობა ვიპოვო, რომელიც მას უნდა (ზუსტად კი, რომ იცოდეთ,
"უკანასკნელ ფოთოლს" ვეძებ).
ამ პოსტის დაწერა, ჩემმა ძველმა პოსტმა ამერიკულ ლიტერატურაზე, შთამაგონა და ესეც იმ ჟანრში არ გადის? ო'ჰენრიზე აქამდე, მგონი, არასდროს დამიწერია. მეც არ ვიცოდი თვითონ მის ცხოვრებაზე ბევრი რამე, სანამ ის ზემოთ ნახსენები წიგნი არ ვიყიდე შეცდომით და მაინც მშვენიერი შენაძენი გამომივიდა.
უილიამ სიდნეი პორტერი ერქვა სინამდვილეში და ბანკში მუშაობდა, როცა 4000 დოლარის მოპარვაში დაადანაშაულეს და ციხეშიც ჩასვეს. რთული ცხოვრება ჰქონდა, ტუბერკულოზით დაავადებული ქალი შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და ბავშვიც ეყოლათ. ბოლოს თვითონაც დაავადდა და დაიღუპა. ციხეში როცა იჯდა, შვილს სწერდა, თითქოს სადღაც დასავლეთში იყო საქმეებზე წასული.
რაღაც მომენტში, ბენინის გმირი გამახსენდა "ცხოვრება მშვენიერიადან", გახსოვთ, შვილს რომ არ შეეშინდეს, ყველაფერი თამაშიაო, არწმუნებს და გული დამწყდა. არ ვიცი, იქნებ ნამდვილი თაღლითი და არამზადაც იყო ეს ო'ჰენრი, მაგრამ სასწაულად კეთილად კი წერდა და ასეთი მწერლებზე ყოველთვის მწყდება გული.
ოჰ, ჩემი საყვარელი ამერიკული ლიტერატურა. არ ვიცი, რატომ მიყვარს ამერიკელი მწერლები ასე განსაკუთრებულად. მართლა არ ვიცი. უბრალოდ, ვკითხულობ და მთელ სულ–გულში მივლის რასაც წერენ, როგორც წერენ. ამაზე კარგი კიდევ რა უნდა იყოს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




14 comments:
ო'ჰენრი ის გამონაკლისია ამერიკელი მწერალი კაცებიდან, რომელიც მიყვარს.
და უკანასკნელი ფოთოლი - მოთხრობების შედევრია. ქართულად კი მაქვს, დავიჯერო ასეთი რთული მოსაძებნია გერმანულად?
sheidzleba mec vedzebo sophie,roca dro gamomichndeba da rogorme mogatsvden, shen tu ar vcdebi amjamad berlinashi cxovrob da ara leipzigshi?lg Nanuka
უცხო ენაზე არ ვიცი, ქართულად კი არსებობს თარგმანი. მიყვარს ო'ჰენრი.
@როდე, გამონაკლისი??? ამერიკელი კაცი მწერლები მსოფლიოში საუკეთესოები არიან, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ააააააა! :))) რა ვიცი, მე კი ვერ მიპოვია და.
@ნანუკა, რა კარგი იქნება, თუ იპოვი, ძალიან გამახარებ. ამჟამად ლაიპციგში ვცხოვრობ.
@ქეთი, ეს მოთხრობა არის ქართულად? "სკოლები და სკოლები" თუ "უკანასკნელი ფოთოლი"? ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია ძალიან :)
სოფი, როგორ მომნატრებია შენი ბლოგი <3
სოფი, ჩემი მეგობრის თარგმანია აქ:
http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1196 :)
ო ჰენრი მეც ძალიან მიყვარს, "უკანასკნელი ფოთოლი" კი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
ორი კრებული მაქვს მისი და ყველა ძალიან მიყვარს, ძილის წინ წასაკითხს ვეძახი. ძალიან დაღლილი რომ მოხვალ, ო ჰენრის წაიკითხავ და მშვიდად იძინებ.
ახლა დავფიქრდი, რომ მე და შენ მასზე არ გვისაუბრია ყავა/ჩაისთან
მაილს ვარეფრეშებ ხოლმე ვიცი რომ ტყუილად პასუხის პასუხი მაქვს დასაწერი და იმდენი საშფოთავია ჩასაწერი საიდან დავიწყო არ ვიცი. შვებულება ავიღე და სხვა საქმეები გვერდზე უნდა გადავდო უსტარისთვის
@ბიოლის კლოუნო, როგორ გამიხარდი :*** რას აკეთებ? სკოლა ხო დაამთავრე, ჩამოდიხარ ამ საყინულეში? :)
@ქეთი, მადლობა.
@ნატა, ხო, მეც მაგ მეილზე მარტო შენი ხათრით შემოვდივარ და არაფერი მხვდება, უსტარიკოების გარდა :პ ჩქარა მომწერე რა.
@სოფი, საყინულეში ჩამოსვლა გადაიდო დაახლოებით 4 წლით :დ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ჩავაბარე ქიმიის მიმართულებით :დ
@კლოუნიკო, რომ იცოდე, როგორ გამიხარდა. ძალიან კარგი არჩევანია, ჭკვიანო შენ! წარმატებებს გისურვებ მთელი გულით :*
vah, sophie, ar vikavi leipzigshi da exla vnaxe rom shenc chem kalakshi cxovrob turme, rogor gamexarda!!!ra tkama unda cota vici shenze(sheni blogi sul axlaxans agmovachine) da shen chemze,magram ra didi siamovnebit gagicnobdi rom icode,dzalian sakvareli pirovneba chanxar. tu shenc gekneba survili let's meet,me studenti var ak vscavlob,sxvata shoris vicnob ramdenime kartul-ebraul da germanul-ebraul ojaxs, rogor moxda rom ver gadagekare am chvens koptsia leipzigshi:-) mokled gamexardeba tu gekneba shexvedris survili,moicere da mere shevtanxmdebit rogorgats,ketili survilebit nanuka
@ნანუკა, სიამოვნებით. მომწერე მეილზე და შევთანხმდეთ, სად და როდის შევხვდეთ :)
sofgor@gmail.com
magaria Sophie! madlob, mixaria rom shevdzleb shens gacnobas, mogtser uaxloes momovalshi,albat iket kviramde mailze da shevtanxmdet,aba droebit,Nanuka
@ნანუკა, დიდი ბოდიში, ვერ გიპასუხე მეილზე და დღეს, როცა პასუხის მოწერა დავაპირე, ვეღარ ვიპოვე შენი მეილი, შეიძლება შემთხვევით წამეშალა. მომწერე კიდევ, რომ შევთანხმდეთ შეხვედრაზე.
Post a Comment