Monday, December 31, 2012

ბავშვობის ზღაპარი

С легким паром?..

სექტემბერი იყო, მგონი, 2000 წლის, მე და ჩემი მეგობარი (რომელიც ამავე დროს ჩემი დეიდაშვილების მამიდაშვილი იყო) სკოლიდან სახლში მივდიოდით. იმ პერიოდში ორივე ჩემს უმცროს დეიდასთან ვცხოვრობდით (რომელიც მისთვის ბიცოლა იყო) [დეტალურად იმიტომ ვწერ, რომ ვგიჟდები ქართულ ნათესაურ ჯაჭვზე, ყველაზე საკაიფო ფენომენია და მიხარია, ამის გამო ბევრზე ბევრი ნათესავი და მეგობარი რომ მყავდა ბავშვობაში] და საკმაოდ დიდი გზა უნდა გაგვევლო. ხოდა, იცით რას ვშვრებოდით? ახალ წლამდე რამდენი დღე იყო დარჩენილი, იმას ვთვლიდით და თან კანფეტებზე და ნამცხვრებზე ვსაუბრობდით, დიდხანს რომ არ დავიძინებდით ღამე და ტელევიზორთან გავათენებდით...

არ ვიცი, ეს რატომ გამახსენდა დღეს. ეზრა რომ დავაძინე, მეც ჩამეძინა და ძილში გამახსენდა ის სექტემბერი. მე და იმ გოგოს დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს, ისიც წასულია საქართველოდან და ბუნებრივია, ჩემგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვს; ჩემი ახალი წელი შემოდგომაზე მოდის, იმ კანფეტებისა და ნამცხვრების გემოც ნელ–ნელა მავიწყდება... ერთადერთი, გოზინაყს ბევრად ხშირად ვაკეთებ, ვიდრე ჩემს ბავშვობაში იყო ხოლმე.

მიყვარს ახალი წელი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობა მიყვარს და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ტკბება და მენატრება. მენატრებიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ბავშვობა გავატარე, ზოგჯერ მოწყენილი და უფრო ხშირად – ბედნიერი ვიყავი. მიყვარს იმ გემოების და სურნელების გახსენება, რაც მაშინ სახლებში ტრიალებდა ხოლმე...
არა, კი არ მიყვარს, ტკბილად მესევდიანება.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ზღაპრულს, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო. მერე რა, რომ თოვლის პაპის არასოდეს მჯეროდა და არც დავლოდებივარ, არც ნაძვის ხის გარშემო მიცეკვია; კანფეტებისა და დეიდაჩემის გამომცხვარი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნამცხვრების დღესასწაული იყო ხოლმე, ტელევიზორს რომ ვუყურებდი დილამდე და ხანდახან დაორთქლილ ფანჯარაში გავიხედავდი ოცნებით...

8 comments:

Unknown said...

ბედნიერ ახალ წელს, სოფი, ყველაფერი საუკეთესო და ყველა სურვილის ასრულება :*

Toma said...

giocav sofi,
sixaurulis da bednierbebis momtani kofilikos es axali weli shentvis da sheni sakvareli xaxisatvis.

Keti said...

სოფი, გილოცავ ახალ წელს, ბედნიერება, სიკეთე და სიყვარული არ მოგკლებოდეს ამ და მომდევნო წლებში. მრავალს დაესწარი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! :)

Anonymous said...

sop axal cels kidev ertxel gilocav da mec giertdebi sheni tkbili bashobis gaxsenebashi.mec zalian zalian menatreba is cutebi da shenc uzomot menatrebi.miyvarxa sakvalelo.sheni nz

Anonymous said...

Sophie,bednieri axali tseli kopilikos shentvis da sheni ojaxis tsevrebistvis,sakvareli adamianebistvis. bevri lamazi dge moetanos 2013 tsels!Nanuka

Tina Nadiradze said...

არ ვიცი, რა ფენომენია, ასეთი ეპიზოდი წარსულიდან უცებ რომ გაგახსენდება, თავის ყველაფრით რომ მოდის და რომ გიხარია, რომ შენშია. რა კარგად აღწერე ახალი წლის დღეების გემო და გრძნობები! ეს დღეები ყველას თავის ბაშვობასთან აბრუნებს. მეც "ტკბილად მესევდიანება" მათი გახსენება, როგორც შენ თქვი. ბედნიერი წელი გქონოდეს! 1 იანვარს რომ გავიღვიძე და ფანჯრიდან გავიხედე, ნახევრად მძინარემ ვთქვი, გადასარევი ამინდია-მეთქი. მერე დავაფიქსირე, რომ წელს ჩემი პირველი სიტყვა იყო "გადასარევი" :) იმერულად ვთქვი. ჰოდა, ალბათ, ასეთი წელი იქნება.

remonti2013.ge said...

სოფი <3 ჯანმრთელობა შენ, შენს ოჯახსა და ახლობლებს, ბევრი გულიკები <3 და წარმატება.

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ყველას. ბედნიერი წელი გქონოდეთ!!!