სუბ–პოსტების მესამე სერია.
1. ჩემი ავსტრალიელები
ეს, როგორც იტყვიან, ჩემი წინა კვირის highlight იყო. უკვე ერთ წელზე მეტია მათ ბლოგს ვკითხულობ. ეზრაზე სამი თვით უფროსი ბავშვი ჰყავთ, ცოლი ახლა უკვე მეორეზეა ორსულად და ყველაზე რთული, პირველი ტრიმესტრი, სულ მოგზაურობაში გაატარა და სერიოზულად განვიცდი მასზე. ქმარი – ძალიან ჭკვიანი და კეთილი ბიჭია, კომპიუტერთან მუშაობს მთელი ღამეები და დღისით მოგზაურობენ, სულ დაღლილი სახე აქვს, მაგრამ თვალები კეთილი.
უკვე სამი თვეა ავსტრალია დატოვეს და ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყეს მოგზაურობა: ისრაელი–იტალია–საბერძნეთი და მერე მთელი აღმოსავლეთ–ცენტრალური ევროპა მანქანით მოიარეს. ჰოდა, ოთხშაბათს, პრაღიდან რომ მოდიოდნენ, ლაიპციგში შემოიარეს და მე და ეზრა გაგვიცნეს.
ავსტრალიელებს ადრეც ვიცნობდი და ყოველთვის კარგი შთაბეჭილება მქონდა მათზე, მაგრამ ესენი, საერთოდ, სასწაულები არიან. ძალიან უშუალოები, კეთილები, მშვიდები და ყურადღებიანები. სერიოზულად. მომინდა, ჩემი ნათესავები ყოფილიყვნენ ან სულაც მეზობლები, რომ ყოველდღე გვეურთიერთა.
ხომ იცით, ონლაინ ადამიანების პირადად გაცნობაზე დიდად არ ვგიჟდები და რაც უფრო მომწონს ადამიანი, მით ნაკლებად მინდა მისი რეალურ ცხოვრებაში ნახვა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვი. მიხარია ძალიან.
2. ქალების თემა
ეს ჩემი პატარა პროექტი, იმავე ოთხშაბათს მომივიდა აზრად და ვიმედოვნებ, რომ განვახორციელებ ჩემი საყვარელი ბლოგერი გოგოების დახმარებით. ისიც ვიცი, რომ ბევრი დააგვიანებს, ბევრი – საერთოდ არ დაწერს, ბევრი – პასუხსაც არ დამიბრუნებს წერილზე, მაგრამ უკვე მაქვს რამდენიმე პოსტი მზად და ეს მახარებს. ჯერჯერობით, კვირაში ერთი პოსტი დაიდება და მერე ვნახოთ, თუ ბევრი გამომიგზავნის, კვირაში ორჯერ.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მკითხველმა, რომლებსაც ბლოგი არ აქვთ, სურვილი გამოთქვა პოსტების დაწერაზე და ძალიან გამიხარდა. ისე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება.
თავიდან პროექტის სახელად "ქალების დღიურის" აღებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ვიფიქრე, რომ "ქალების ოთახი" უკეთესი იქნება. მერე რა, თუ ზოგიერთ გონებამახვილს ladies' room გაახსენდება, სამაგიეროდ, უფრო ჭკვიანები ვირჯინია ვულფის "საკუთარ ოთახზე" იფიქრებენ.
პროექტი ხვალიდან (03.06.13) იწყება და პირველ პოსტსაც იხილავთ.
3. წონა
ჰაჰა. უფრო სწორად, ოჰ, არა!!!!!!
დღეს ავიწონე და ზუსტად იმდენი ვარ, რამდენიც ეზრას გაჩენიდან 1 თვის შემდეგ ვიყავი.
განგაში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ზუსტად 10 კილოს დაკლება მჭირდება.
კარგი, მინიმუმ 5–ის მაინც!!! :/
4. ისევ ჯორჯ ელიოტი
წინა კვირას ვკითხულობდი ჯორჯ ელიოტზე და მერე მისი ბიოგრაფიის მიხედვით გადაღებული ფილმები ვნახე. რა ჭკვიანი და კარგი ქალი იყო. ისე განსჯის და ისე აზროვნებს, რომ გინდა წახვიდე და დიდხანს ელაპარაკო; ან დაპატიჟო შენთან ჩაიზე და გათენებამდე არ გაუშვა. ქალი, რომელმაც მე–19 საუკუნის ინგლისში მათემატიკა, ლათინური, ბერძნული და ებრაული იცოდა, უბრალო ქალი ვერ იქნება, ხომ იცით.
ყველა სხვა მწერალ ქალს მირჩევნია, იმიტომ, რომ ძალიან მშვიდი ამბიცია გააჩნია, სერიოზულად წერს; მე მჭირს ასე, როცა წიგნს ვკითხულობ, ყოველთვის მესმის ჩემი "შინაგანი ხმა" ხმამაღლა, ანუ წიგნს თავის ხმოვანებას ვაყოლებ ხოლმე. ჯეინ ოსტინი იქნება თუ ჟორჟ სანდი, ყველანი რაღაცნაირად მაღალხმიანებად მყავს წარმოდგენილი, ჯორჯ ელიოტი კიდევ მშვიდ და ხავერდისხმიანად. არ ვიცი, ხვდებით თუ არა, რას ვგულისხმობ. ხმას (შიდას თუ გარეს) სასწაული მნიშვნელობა აქვს.
[ივ როშეს თავი დავანებე და ახლა ჯორჯ ელიოტის ყველა ნაწარმოების შეძენას ვაპირებ "შემორჩენილი" ფულით.]
5. მეხუთე პუნქტი უკვე აღარ არის, სასწაულად მტკივა ბეჭები და მეძინება.
წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




11 comments:
6. რამდენი შესანიშნავი რამე ხდება შენკენ (წონის გარდა :დდ)
"ქალების ოთახმა" მეც ვირჯინია ვულფი გამახსენა
ძალიან მომწონს შენი იდეა, სოფი
იქნებ მეც დავწერო რამე
რა კარგად თქვი შინაგან ხმაზე და საერთოდ ხმაზე... და რა საინტერესოა ეს აღქმები. მეც გამჩენია მსგავსი აზრი.
სოფი, შინ რომ აკეთო ვარჯიშები? იუთუბი დაგეხმარება, თუ დროს გამონახავ (პატარას იმდენი ყურადღება სჭირდება, რომ ძნელია ალბათ).
ბედნიერ დღეებს გისურვებ:*
დღემდე არ ვეთანხმებოდი იმ აზრს,რომ ვირტუალური ურთიერთობები უნდა დარჩეს იმავე სივრცეში,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდით,მაინც იყო მძიმე იმედგაცრუებები.ამიტომ ახლა აღარ ვიცი,რა არის სწორი.
ჰო,ფეისბუკის ანგარიში ისევ აღვადგინი სამწუხაროდ.მოუშორებელი ჭირია.:)
საინტერესო პროექტია!წარმატებებს გისურვებ!
ჰო,კარგი ის არის,რომ აუზზე დავიწყე სიარული.განტვირთვის და დასვენების კარგი საშუალებაა.
@როდე, ხო :)
@ქეთი, მადლობა. ისე ძალიან ვიმედოვნებ, რომ დაწერ.
როგორი ძნელია ვარჯიშის დაწყება, ხომ იცი :/ ვვარჯიშობდი შემოდგომა–ზამთრის პერიოდში და გაზაფხულზე ისევ დავანებე თავი და აი, შედეგიც.
შენც ასევე, ქეთი, ბედნიერი და სავსე დღეები.
@თორნიკე, კარგია, რომ ასეთ აზრზე ხარ, მე რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებ ონლაინ ადამიანებთან რეალურად შეხვედრას. თითქმის არცერთთან, ვინც ასე გამიცვნია, ახლო ურთიერთობა არ გამიგრძელებია. არ ვიცი, რატომ, არადა იმდენ კარგ ადამიანს ვიცნობ ასე და პირადად გაცნობის მერე განსაკუთრებულად არ დავახლოებურვართ :/
სწორი ის არის, რასაც ადამიანი იმ დროს გრძნობს ალბათ.
მადლობა, იმედია, გამომივა ეს პროექტი.
მიხარია, ცურვა ძალიან კარგი რამეა.
როგორ ახერხებ რომ ასე იშვიათად იწონები?
მე ყოველ დილით ვდგავარ სასწორზე. არადა, რა ხანია +-400 გრამში ვმერყეობ 50-სა და 51 კილოგრამს შორის. ჰოდა, ეს +- გრამები განსაზღვრავს, იმ დღეს როგორ ხასიაზე ვიქნები, ანუ მსუქნად ვიგრძნობ თავს თუ გამხდრად. :შიზოიდი:
ვეცადე, სასწორი დამევიწყებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, რამდენიმე დღის შემდეგ ვიკიდებ აზრს, რომ "წამობრივად ვსუქდები" :))) ახლა ეს რომ დავწერე, მივხვდი, რომ ავად ვარ და შველა მჭირდება :))))
მადლობა, სოფი
geoblonde–ის არ იყოს, ამ ზამთრის მერე მეც სასწორი მაქვს შინ. იმიტომ ვიყიდე, რომ ზამთარში გარეთ აწონვის დროს ძალიან სავარაუდო პასუხს ვიღებთ, იმდენი გვაცვია. ჰოდა, ყოველდღე არა, მაგრამ ასე 2 დღეში ერთხელ დილაობით ვდგები სასწორზე და თავსაც უკეთ ვაკონტროლებ :) თუ მოვიმატე ცოტა, იმ დღეს ტკბილს ან პურს ვზღუდავ და ასე :) + ბევრს დავდივარ ფეხით. ვარჯიშისთვის ბოლო წელია, მეც ვეღარ ვიცლი.
@ჯეობლონდ, ახლა დავფიქრდი და შენ თუ ფანატიკურად ხშირად იწონები, მე წელიწადში ერთხელ და არც ესაა ნორმალური =)) მაგრამ ორსულობისას, ყოველთვე რომ ვიწონებოდი ექიმთან, ისე მომბეზრდა, სასწორის დანახვა აღარ მინდა.
50–51–ს ბავშვობაში ვიწონიდი. იდეალური ყოფილხარ.
@ქეთი, დავიწყებ დიეტას და ვგრძნობ, რომ კარგად მივდივარ, ვიკლებ და მერე უცებ ვგიჟდები, ისე მინდება ტკბილეული, პურეული და ზაფხულში ნაყინი განსაკუთრებით :|
ადრე არ მიჭირდა დიეტა და ახლა, ეზრა იმდენ ენერგიას ითხოვს,ვგრძნობ, რომ თუ არ ვიკვებე კარგად, დავეცემი (თუმცა, ამდენი ნაყინი უკვე ზედმეტია და არა – ენერგიისმომცემი საკვები).
მეც მინდა პროექტში მონაწილეობის მიღება ^^
@დრიმარ, ტვიტერზე მოგწერე შემოთავაზება და არ გიპასუხია. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენს პოსტს. გელოდები :)
უი ტვიტერი ფეისბუქის ფეიჯზე მაქვს მიბმული და არ შევსლვარ დიდი ხანია :ს
Post a Comment