30 აპრილს საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის "ბავშვთა დახმარების ცენტრმა" ჩაატარა ტრენინგი "ბავშვთა მიმართ ძალადობის და ტრეფიკინგის" თემაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები: ფსიქოლოგები, იურისტები, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ჟურნალისტები. ტრენინგის მიზანი იყო სხვადასხვა სპეციალისტებისათვის ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გაცნობა. ტრენინგს ატარებდა ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე და იურისტი ქეთევან მარგალიტაძე.
"ბავშვთა დახმარების ცენტრი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, უკვე 5 წელია არსებობს თბილისში, იგი კანადის საელჩოს მიერ ფინანსდება. ცენტრი უფასო კონსულტაციასა და თერაპიას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ტრენინგი დილის 11 საათიდან საღამოს 6-ის ნახევრამდე გაგრძელდა. იგი შედგებოდა რამდენიმე ლექციისაგან მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ბავშვთა ძალადობისა და ზოგადად, ტრეფიკინგის შესახებ. ტრენინგს 15-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში და საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ.ლექციის ბოლოს საუბარი იყო ბავშვთა ტრეფიკინგის სავალალო შედეგებზე. ქეთევან თავართქილაძე, ფსიქოლოგი: "დღესდღეობით მსოფლიოში ბავშვთა ტრეფიკინგიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე კოლუმბიის ნარკოპლანტაციებიდან, რაც სავალალოა." როგორც ფონდის იურისტმა ქეთევან მარგალიტაძემ თქვა: "ბავშვთა ტრეფიკინგისა და ძალადობის ასაცილებლად, პირველ რიგში, ოჯახი და მშობლები უნდა იყვნენ მობილიზებულნი და ყურადღებიანნი, მათ იქონიონ ბავშვის დაბადების მოწმობა და არავის ანდონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები".
ტრენინგზე ნაჩვენები იყო ასევე სტატისტიკა, რომელიც ბავშვთა პორნოსაიტების მზარდ რიცხვზე მიუთითებდა. "ყოველდღე ათასობით ახალი პორნოსაიტი იხსნება - გვიამბო ქეთევან თავართქილაძემ - და შესაბამისად ათასობით ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება ბავშვთა პორნოფოტოებისა და ფილმების შესაძენად." ბავშვთა პორნოგრაფიის პრევენციის მიზნით მსოფლიოში ხშირად ტარდება სპეციალური ინტერნეტ თუ სოციალური აქციები, თუმცა ინტერნეტსივრცის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია.
http://www.childabuse.ge/
http://www.phmdf.ge/

1 comment:
sof, Zalian momewona Seni blogi. Tan saintereso, Tan xalisiani, Tan mziania yvelaferi :)
yoCaR!
warmatebebs gisurveb :)
Post a Comment