Tuesday, May 6, 2008

დამშეული სტუდენტები

5 მაისს თსუ-სა და "ჯიპას" ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სემინარი მოაწყო, რომლის თემაც "მედიის თავისუფლება" იყო. სემინარზე საუბარი იყო მედიის თავისუფლების შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის სხვადასხვა რეგიონში.

სემინარის მოდერატორი "ჯიპას" ჟურნალისტიკის სკოლის ხელმძღვანელი ნინო დანელია იყო, სტუმრად მოწვეულთა შორის კი იყვნენ - რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს შეფი მარინა ვაშაყმაძე, გადაცემა "7 დღის" ჟურნალისტი ეკა ქადაგიშვილი, 2 ამერიკელი ჟურნალისტი და ასევე სემინარს ესწრებოდა აშშ-ს საელჩოს პრესატაშე სტივენ გრეისი.

სემინარი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც საელჩოში შესვლამდე სტუდენტების მკაცრი ჩხრეკა იყო. მათი მობილურები, ფოტოაპარატები და სხვა ტექნიკური "აღჭურვილობა" დაცვასთან დარჩა (რის გამოც ჩემი დღევანელი წერილი ფოტომასალის გარეშეა). სემინარი საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. უმეტესად საუბრობდნენ მოწვეული სტუმრები და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ აუდიტორიას: თუ როგორ უნდა მუშაობდეს მედია და როგორ მუშაობს ის საქართველოში. უცხოელმა კოლეგებმა აგვიხსნეს, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი აზრი ინტერნეტსაიტებისა და ბლოგების საშუალებით მაინც გამოვხატოთ. "ასევე არსებობს სხვა გამოსავალი , - განაცხადა ნახევრად ხუმრობით "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა ტარა ბრაჰმანპურმა - იპოვოთ ვინმე ქართველი მილიონერი და დაფინანსება სთხოვოთ." ხუმრობა "მიიღეს", გაიცინეს და სხვა თემაზე გადავიდნენ... დასასრულისათვის მოდერატორმა ნინო დანელიამ სემინარი დატოვა და თავისი მოვალეობა ეკა ქადაგიშვილს "გადააბარა". ამის შემდეგ საუბარი დიდხანს აღარ გაგრძელებულა.

დაგვირიგეს ორი ბროშურა, თუ როგორ ტარდება არჩევნები აშშ-ში, როგორ იწერება ახალი ამბები მედიაში [თურმე...]. ჰო, კიდევ დაგვალევინეს ბლომად წყალი - ერთი, სანამ საელჩოში შეგვიშვებდნენ, გვაწვიმდა და მეორე - დარბაზში წყლის ბოთლები იდგა მოწყურებული მედიაწარმომადგენლებისათვის...
ესეც ერთი დღე ამერიკის საელჩოში. სტუდენტები უფრო მეტს ველოდით... პირადად მე, ველოდი უფრო გულთბილ დახვედრას, საფუძვლიან სემინარსა და ცხოველ დისკუსიას, რაც სამწუხაროდ, ორგანიზატორისა და მოდერატორისა კომუნიკაციის სისუსტეზე მიუთითებდა.
(("არანიუსი": სტუდენტებმა ისევე დავტოვეთ საელჩო, როგორც მივედით, დაგვიბრუნეს ჩვენი ტექნიკა (პირადად მე, მთელი ავლა-დიდება დავუტოვე დაცვას: ფოტოაპარატიან-დისკებიან-ყურთსაცვამებიან-"ფლეშკიანად").
ჰო, კიდევ ის ფაქტი უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებს საშინლად მოგვშივდა ამასობაში და როდესაც საელჩოდან სახლში გვაბრუნდებდნენ, თითქმის ყველა ჩვენგანი სახლში რეკავდა: "დედა, საჭმელი დამახვედრეო", ეს ისე...))

3 comments:

Martla shokoladi said...

რა უბედურებაა მობილურების ჩამორთმევა??? :) რა ჯაშუშობას ერიდებიან? თუ მედიის თავისუფლებაზეა საუბარი, მომავალ ჟურნალისტებს როგორ ექცევიან? :ლოლ: :D

Keti said...

იცი, რა მომწონს შენთან? არანაირი გავლენა რომ არ გაქვს და საკუთარ აზრს აფიქსირებ, როგორც კარგი ჟურნალისტი კიდეც უნდა იქცეოდეს. კარგსაც აღნიშნავ და ხარვეზსაც და არა რადიკალურად ერთ რომელიმეს.
მართლა რა ცუდია, რომ ჩამოგართვეს ტელეფონები. (აი, თუდაც ეს რომ დაწერე:) )

Anonymous said...

Zalian didi madloba, Keti. mixaria, tu ase fiqrob da mec ase gamomdis wera. vfiqrob, jurnalistikis mtavari principic esaa, rom simartle tqva - da yvela mxare tanabrad achveno.

mixaria, sheni gacnoba kidev ertxel!!! :))