დღეს დიდი სეირნობის დღე მქონდა.
Rosa Luxemburg-Platz-თან არის სახალხო თეატრი, სადაც სანამ აცივდებოდა, უცნაურ დეკორაციებს დგამდნენ გარეთ. სახასიათო შენობაა. რაიონიც სახასიათოა, თავის დროზე გდრ-ის ცენტრი იყო. მიყვარს ამ ადგილას გავლა, აურა აქვს, სახალხო და სოციალისტური ;)
დღეს რომ მივდიოდი, შევხედე ამ შენობას, წინ "ბორბალი" (ყოველ შემთხვევაში, მე ბორბალი მგონია) და ამ ბორბალთან სამი კაცი დგას. იქვე კომუნისტური პარტიის ოფისია, ასევე ამ ქუჩაზეა ყველაზე უცნაური მაღაზიები, რომლების სურათებიც ადრე დავდე უკვე.
ზუსტად ამ დროს ვფიქრობდი, რას უშვრებიან ადამიანები თავიანთ იდეებს, იდეალებს, როგორც გინდა დაარქვი. ან თუ აქვთ ისეთი იდეალები, როგორიც, დავუშვათ, ჰქონდა ჩე გევარას თავის დროზე და თვითონ როზა ლუქსემბურგს, ვის ქუჩაზეც მივდიოდი ზუსტად. უცებ წარმოვიდგინე, იქნებ ზუსტად ეს ტიპები არიან იდეალისტ-იდეისტები-მეთქი და რაღაცნაირად გამიხარდა. აი, ბავშვს რომ ანდერსენის ზღაპრის სჯერა, თოჯინები შუაღამის შემდეგ იღვიძებენო და ყოველღამე ამოწმებს თოჯინას; თავს აჯერებს, დღეს თმა ცოტა აჩეჩილი აქვს, ალბათ წუხელ მეჯლისზე ბევრი იცეკვაო, ზუსტად ასე დამემართა :D ერთერთმა მათგანმა ჩემ წინ გაიარა და ისეთი სასწაული ბლექბერი თუ ბლუბერი ამოიღო ჯიბიდან, მაშინვე გადავიფიქრე მისი ქერა ჩე გევარობა.
მომწონს ბერლინი.
ერთი თვის წინ ამას ვერ მათქმევინებდი. მიუხედავად იმისა, რომ თავგადაპარსული და გაყინულსახიანი ტიპების დანახვაზე გული მიჩქარდება და ფაშიზმი მახსენდება, მაინც აღმოსავლეთ ნაწილში თავს თითქოს უსაფრთხოდ ვგრძნობ. არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა. რეალურ და პრაქტიკულ ფაქტებზე დაყრდნობით კარგად ვიცი, რომ სოციალიზმიც ისეთივე ფარსია, როგორიც დემოკრატია, მაგრამ ის იდეალი მაინც სულ სხვაა, რაც მე მქონდა რამდენიმე წლის წინ და გულში კიდევ მაქვს. ოღონდ ამას ახლა რელიგიაში ვახორციელებ და გზას ვეძებ.
ისე რომ, თუ გექნებათ შანსი, ჩამოდით ბერლინში, ნახეთ ორივე ნაწილი, გაიარ-გამოიარეთ, ანდერგრაუნდ ბარებში შეიარეთ და მერე პოსტიც დაწერეთ. მაინტერესებს მე სად ვარ და სხვები - სად.

8 comments:
სოციალიზმიც ისეთივე ფარსია, როგორიც დემოკრატია,
სოფ ძალიან საინტერესო ფრაზაა მარქსს რომ ვკითხულობდი მაშინ გავაცნობიერე ეს.
tu chamoval, aucileblad orive nawilshi gavivli da mere postsac aucileblad davwer :D :D
martalia, yvela ideologia farsia da dajerebebs ar imsaxureben :)))
saintereso postia!demokratia da socializmi marTlac erTi didi farsia da yvelanari ,,uzneobis’’,,,farisevlobis’’niRabi,magram am ,,niRbis’’Camoglejaa mTavari.rogorc saxarebaSi weria Seni simarTle unda aRematebodes farisevelTa simarTles.religias dRes masxradac ki igdeben,rac sakuTari(adamianuri bunebis)uaryofaa,radgan RmerTma adamiani Tavis xatad da msgavsad Seqmna da ara cxovelis erTerT nairsaxeobad.dRes xSir SemTxvevaSi ,,cxovelze dabla vdgebiT’’sakuTari qceviT da miswrafebebiT.(leqcia mewyeba..sofi warmatebebs gisurveb da sakuTari gzis povnas).samcuxarod qartuli shrifti ar aqvs universitetis kompiuters.
სოფი, შენი ბერლინში გამგზავრების შემდეგ მეც მომინდა ამ ქალაქის ნახვა, არადა გერმანიაში წასვლაზე არ მიოცნებია, უფრო სამხრეთული ქვეყნები მიზიდავს.
კი, ვინმესთან შთაბეჭდილებების შედარება საინტერესო იქნებოდა :))
ყოველთვის ვადევნებ თვალს შენს ბერლინურ პოსტებს, გულწრფელია და თბილი :)
ოდესმე თუ აღმოვჩნდი ბერლინში აუცილებლად გავივლ-გამოვივლი, პოსტსაც დავწერ და გეტყვი სად ვარ :)
რა კაია ^^
მე არ მიყვარს გერმანია :( შენ როგორი განწყობაც გქონდა თავიდან, ეგეთი მგონია და არ მიყვარს :|
გერმანიაში მინდა! ინგლისის მერე ყველაზე ძალიან მინდა გერმანიაში წასვლა... :)
Post a Comment