Sunday, January 3, 2010

Lookin' For A Rich Dad?

ადამიანს თუ პრობლემა უჩნდება - ყოველთვის თავის თავთან.

(ყოჩაღ, სოფი, თუ ამას ახლაღა მიხვდი)

ამ მზიანი ზამთრის დღეს, აღმოვაჩინე (სიტყვა "აღმოვაჩინე" - ჩემს ბლოგზე ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვათა ლიდერია), რომ სერიოზულად გაბრაზება არ შემიძლია. იუდაიზმიც ამბობს, მრისხანება იგივე კერპთაყვანისცემააო. მაგრამ come on, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ბრაზდება. უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავზე ან ღმერთზე ვბრაზდებით. ჩვენზე იმიტომ, რომ - ვხვდებით, რამდენი შანსი გავუშვით (და განვაგრძობთ გაშვებას) და ღმერთზე - ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ მის ხელში იყო და რატომ გაგვაშვებინა იმდენი შესაძლებლობა.

ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშია.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის (ათეისტებს შეუძლიათ თავისებურად ახსნან), საჭე მაინც ჩვენ გვიჭირავს/ვმართავთ და მიმართულების არჩევაც ჩვენი გადასაწყვეტია.

დაისჯება თუ არა მაუგლი იმისთვის, რაც არ იცოდა?
რა თქმა უნდა, დაისჯება. ადამიანს სანამ აქვს გონება და თვალები (პირდაპირი მნიშვნელობით არა) შეუძლია ბევრი რამის დანახვა, (ჩემი საყვარელი) აღმოჩენა და მერე ამაზე დაფიქრება.

Looking for a rich dad? :P

მე-10 კლასში ინგლისურში ვემზადებოდი, იმ პერიოდში შუქი თითქმის არ იყო, ან თუ იყო, გრაფიკით და მე გვიანობამდე მიწევდა მეცადინეობა. მთელი ჩემი დღევანდელი ჩახუჭუჭებული ინგლისური ლამფის შუქზე მაქვს ნასწავლი. ბავშვობიდან მეუბნებოდნენ - თუ შენ სწავლა გინდა, ნებისმიერ პირობებში ისწავლი და ისეთ ადამიანებსაც აჯობებ, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობენ ინგლისურს ამერიკულ სკოლებშიო.
ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, როგორ ვიცი ინგლისური... უბრალოდ, ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მდიდარი მამა და გავლენიანი ნათესავები არ სჭირდება მიღწევებს (ყოველ შემთხვევაში, მცირე მიღწევებს). მთავარია ადამიანი ცოტა დაფიქრდე, შენი პრიორიტეტები სწორად დასახო და მერე ამისთვის ბევრი იმუშაო, გონებრივად თუ ფიზიკურად.

ხანდახან ვბრაზდები და მერე ვხვდები, ბევრი რამე მინდა, ძალიან ბევრი - წარმატება და წინსვლა, მაგრამ საკმარისია გავიხსენო, რომ დაფიქრება და მუშაობა ჩემზეა დამოკიდებული, მაშინვე გადამივლის ხოლმე და მივდივარ იმ გზით, რომელსაც საყვარელი სცენარისტი ჩემთვის ხსნის.

Ok, ტიპური sophie sunny goldenish პოსტია, ვიცი. Have fun!

10 comments:

Anonymous said...

მართალი ხარ სოფ. საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენი მილიონერია, რომლებმაც თავიდან ბარმენად ან მანქანების მრეცხევად დაიწყეს მუშაობა და მერე ასეთ წარმატებას მიაღწიეს!
ამიტომ ვამბობ ბედის არ მჯერა. ყველაფერს თავად მე განვაგებ და ყველაფერი ჩემს ხელთაა :)

Toma said...

ადამიანს თუ პრობლემა უჩნდება - ყოველთვის თავის თავთან. - პირიქით სოფი, თუ პრობლემაა ყოველთვის სხვაა დამნაშავე. თუ პირიქით რამე კარგი გავაკეთეთ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაგრბი :)

გაბრაზებას კი რაც შეეხება, შემიძლია თან ისეთიიიიიი მტრისას :)
საბედნიეროდ იშვიატად ვბრაზდები :)

ასევე მინდა არ დავეთანხმო გავრცელებულ გამოთქმას ”არ ცოდნა არ ცოდვაა”, ესა უბრალოდ თავის გამართლების უბადრუკი მცდელობაა.

clown said...

მე ვცდილობ გაბრაზება დავმალო ხოლმე :D

Natalia said...

და რა სასიამოვნოა საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება! :)) ტკბილია ძალიან..

მაგრამ იღბლიანი და უიღბლო ადამიანები რომ არსებობენ, ამის მაინც მჯერა :P

Keti said...

რა თქმა უნდა, მთავარი მონდომებაა და მიზნის ქონა. თუ მიზანი გაქვს, მერე ვინდომებთ კიდეც მის მისაღწევად :) პრობლემები და ბარიერები რომ არ გვქონდეს, ვერც განვვითარდებოდით. ეს ყველაფერი გამოცდილებას გვმატებს (ოღონდ ამის თქმა მხოლოდ პრობლემის გადალახვის შემდეგ შეგვიძლია). აი, შენც ამას წერ შენს პოსტში, უშუქობაში და დაუფინანსებლად უკეთესი შედეგი მიიღე, ვიდრე ზოგიერთები იღებენ.
ასე გააგრძელე....

Kate said...

ან ჩვენ, ან ღმერთი და ან სხვა.

ანუ სხვაც გვაბრაზებს ხოლმე .

Anonymous said...

როდესაც 2002 წელს თსუ-ში იურიდულზე ვაბარებდი, ჩემს გარშემო არ იყო ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაიჯერებდა, რომ ამას შევძლებდი. არა იმიტომ, რომ სათანადო ცოდნა არ მქონდა, ასე ვთქვათ "უპატრონო" ვიყავი! მე ეს შევძელი! როდესაც აღნიშნული ფაკულტეტი დავამთავრე, არც მაშინ სჯეროდა ვინმეს, რომ ელემნტარულად თბილისში დავმკვიდრდებოდი, რამე სამსახურს მაინც ვიშოვიდი და ჩემოდანზე დამჯდარს არ მომიწევდა რაიონში მიბრუნება! ისევ იმავე მიზეზის გამო! მე კი ორი სამსახური გამოვიცვალე და ორივე ისეთი, ძალიან, ძალიან მაღალი ეშელონებიდან რომ ცდილობს ხალხი საქმის ჩაწყობას თავისი ნათესავ-ახლობლებისათვის. ყველაფერი ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველტვის ვიცოდი, იმისათვის რომ რამე გამომსვლოდა, იმ პატრონიანებზე ორჯერ მეტი უნდა მცოდნოდა და მემუშავა საკუთარ თავზე. ტრაბახივით კი გამომივიდა ეხლა, რასაკვირველია, გამართლების მომენტიც იყო, მაგრამ მაინც ვამაყობ, რომ ყველაფერი ჩემით შევძელი! საკუტარი ძალებით მიღწეულ წარმატებას სულ სხვა გემო აქვს!

Lalena said...

კი ტიპიური და ასეთი ”ტიპიურობით” სიმართლით გაჯერებული ;)

Anonymous said...

...ვაუ, რამდენიმე წუთით თავი ჰოლივუდის ფილმში მეგონა, სადაც ერთ-ერთ ფირმის ერთ-ერთი მუშაკი (მთავარი როლის შემსრულებელი) სწორედ ასე იწყებს დილას. არა, კონკრეტულად რომელიმე ფილმი არ მიგულისხმია. უბრალოდ... :))

iie said...

sophie, axla sheni posti rom cavikitxe, minda rom ert-ert prazas chemeburi "respond"-i mivce chemsave blogze da mere shenc damiposte ra sheni mosazreba plz