Sunday, January 17, 2010

გაცრეცილი ხელთათმანები და ბატონი ვანო

წვიმაში სიარული არ გიყვართ?
ჩექმები რომ ტალახში გესვრება, ყვითელი ავტობუსის ფანჯრები ისეა დაორთქლილი, შენს გაჩერებას ცდები და გახსენდება მეტროში მოსაუბრე წყვილი, ქალს გაცრეცილი ხელთათმანები რომ ეკეთა და კაცს კიდევ ბატონი ვანო ერქვა. ქალს უყვებოდა, თუ როგორ აკეთებდა სადღაც რემონტს და იქ დასცინოდნენ, ბოლოს უთქვამს, მე ჟვანიას ვიცნობ (მაშინ ცოცხალი იყო) და ისე ნუ მიყურებთ, რახან კრასკიანი შარვალი მაცვია; იმის შემდეგ ბატონ ვანოს მეძახოდნენო, დასძინა.
გული დამწყდა, ჰოლდენ კოლფილდის არ იყოს. რამდენჯერაც მეტროში ჩავალ, იმდენჯერ გულდაწყვეტილი ამოვდივარ.

დღეს ჩემს მეგობარს, ნატას, შევხვდი, რაც ბერლინიდან დავბრუნდი, არ მინახავს. სტუდენტობა გამახსენდა მის დანახვაზე. აბა, რა იქნება, მთელი 4 წელი ერთად ვსწავლობდით, პოეზიის საღამოებსა და თეატრში დავდიოდით, თეას აივანზე ვკამათობდით სიყვარულის არსებობა-არარსებობაზე. დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, დიდი ქალი ვარ და ახალგაზრდობას ვიხსენებ. ხანდახან მაქვს ხოლმე ასეთი შეგრძნებები - რომ დრო გაიწელა და პირიქით - ისე გარბის, მგონია, საუკუნეზე მეტია გასული. ფილმში კარგად გადაიღებდნენ ჩემს ამ გრძნობას, მუსიკაც სპეციფიკური დაედებოდა და ჩემს როლს ვინმე შავგვრემანი გოგო შეასრულებდა. ან, უბრალოდ, დრიუ ბერიმორი.

Drew Barrymore in "Donnie Darko"

შეიძლება ამინდის ბრალიც იყო, ისეთ ჰიპერრეალისტურ თემებზე ვისაუბრეთ, ფულზე, სამსახურზე, იმედებზე და უცებ მთელი ქვეყანა შემეცოდა. თითქოს ყველას გაცრეცილი ხელთათმანები ეკეთა და ბატონი ვანო ერქვა.
რატომ არ იღებენ რეალობაზე ფილმებს?
ყვითელ ავტობუსებსა და ერთმანეთზე მიწებებებულსკამიან მარშუტკებზე? ან თსუ-ს უზრდელ დაცვებსა და ასანთის კოლოფისხელა აუდიტორიებზე? ღარიბ სტუდენტებსა და მათ მშობლებზე, 80-იან წლებში ნაყიდი დუბლიონკები რომ აცვიათ?
რა სისულელეა ყველა ის ფილმი, რაც ამ ბოლო დროს გამოსულა, gosh - ლამბორგინი და -დაყენებული გოგო-ბიჭები :|

ენი ლენოქსის ამ სიმღერას მაშინ ვუსმენ, როცა გაბრაზებული ვარ ხოლმე და სიტყვებიც ისე მესმის, როგორც მე მინდა: "I hate the world today"

15 comments:

შორენ said...

ხანდახან ერთნაირი განწყობა გვაერთიანებს. იცი რას ვფიქრობ ხოლმე, ხომ შეიძლება რეალისტური რომანტიკაც აჩვენო შენს მაყურებელს, იქნებ ეს უფრო მოეწონოს და იქნებ ეს უნდა გაითავისოს. ასე მგონია შენ გადაიღებდი საჩემო ფილმს.

Unknown said...

იღებენ - რატომ არა??
უყურე ქართველი დოკუმენტალისტების ფილმებს - რუსთავი ორზე რაც გადის იმას არა. სხვებს. აი მაგალითად ლეკა დოკუმენტალისტკაა და ვიცი, რომ იღებენ ამგვარ რაღაცეებზე, შედევრებს თუ არა, საკმაოდ კარგ ფილმებს.

Dissolved Girl said...

უზომო ენერგიის მქონე ნატაში ძველიშვილი შევიცანი. მართალი ვარ? :)
ლამბორჯინიანი ახალგაზრდობაც რეალობაა და ყვითელი ავტობუსის ჩაორთქლილი მინებიც, ჩვენი ცხოვრება კი იმის მცდელობა, რომ ერთი რეალობიდან მეორეში გადავიდეთ :) მერე იწყება ხელთათმანების ძებნის და ამოცმის პროცესი და ასე...

Sophie שרה Golden said...

@ შორენ, სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, იქნებ გადავიღო კიდეც ოდესმე, ვინ იცის :)

@ Anuschka, შეიძლება იღებენ, უბრალოდ, მე არ ვიცი და საერთოდ არავინ იცის, იმ რეჟისორების მეგობრების გარდა.

@ Dissolved girl, ნამდვილად :D ნატა ძველიშვილია ეგ უზომოდ ენერგიული ახალგაზრდა

clown said...

საშინელებაა როცა ცხოვრებაზე ბრაზდები...

მეც მაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევები..
იმიტომ არ მიყვარს წვიმიანი და + ქარიანი ამინდები :|

babisa said...

cota dro unda gavides sofi da gadaiReben, ai Cvens TaobaSi, Cvens momdevno TaobaSi daileqeba da aucileblad aisaxeba, literaturaSi sakmaod kargad aisaxa da vfiqrob, male filmebic iqneba aseti. ai nawilobriv aris gasuli wlebis realoba "gagma napirshi", am periodsac 10-15 wlis mere aucileblad gadaigeben. vnaxot :))

Anonymous said...

არ მიყვარს წვიმა, მითუმეტეს წვიმაში სიარული! ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ მიყვარს ე.წ. "საბჭოთა" ფილმები, უბრალო ადამიანებზე და ადამიანურ სითბოზე. ყველა ბოლო პერიოდში გამოსული ფილმი კი გულისამრევი სისულელეა (სრული უმრავლესობა მაინც)! და კიდევ, მეც მეჩვენება, რომ ათასი წელია უკვე გასული, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და როცა სხვები თავინთი ლექციებისა და ლექტორების შესახებ ყვებიან, ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი სხვა ცხოვრებაში იყო.

Lalena said...

ერთხელ მარშუტკაში ვიჯექი და ახლგაზრდა ცოლ-ქმარი ამოვიდა, რაღაცაზე კამათობდნენ, ჩემს წინ დასხდნენ, ყველაფერი მესმოდა რაზეც კამათობდნენე, რომ ჩავიდნენ მივხვდი, რომ საშჳნლად მაინტერესებდა როგორ გრძელდებოდა ის ”ამბავი”, არა ჭორიკანა კი არ ვარ, იმ მომენტში მართლა მივხვდი, რომ ამოვიდა ყელშჳ ფილმებსი, სადაც ყველას კარგი სამსახური, კარგი მანქანა კარგი ცოლი ყავს და თუნდაც საქართველოში შეიძლება ისეთი ფილმის გადაღება რაც რაღაცნაირად კმაყოფილ გრძნობას დაგიტოვებს, იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ფერარი ყავს, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება :)

Unknown said...

aseti filmebi ggonia moewoneba sazogadoebas. ara soph chven sxva sazogadoebashi vcxovrobt sadac baton vano charecxilia sadac sxva faseulobebi yalibdeba "tanasworoba tavisufleba zmoba" eris lozungi araa da chven mxolod iseni mogvwons vinc ase "l" ebit laparakobs . marazmatulia da mec xshirad vbrazdebi amaze. yovel dilit universitetshi wasvlamde gzad uamravi msgavsi adamiani mxvdeba nagvliani tvalebit da gacrecili samosit. mat ekitxebian ki ra uwirt ra uxariat.....

ნან said...

შენი ერთ–ერთი საუკეთესო პოსტია. არ ვიცი რატომ, ამ წუთას არგუმენტირება არ შემიძლია, მაგრამ ასეა.

Anonymous said...

"ცხოვრებას გაბრაზებულნი" :)

ავტორი: ტრიუმენ კეპოტე
ადაპტირებული სცენარი: გოლდენ სოფი

შორენ said...

კიდე რატომ შემოვბრუნდი იცი,როცა ვკითხულობ,სულ ისეთი განცდა მრჩება, რომ პატარა ტელესცენარებს ვკითხულობ და სადაცაა შემოვა ვინმე წყნარი რეჟისორი, მოკრიბავ ამ ფურცლებს და დაიწყებს დაგეგმვას, როდის შეუდგებიან გადაღებებს. რავიცი ასეთია

Kate said...

ვინ გადაიღებს ფილმს???
არც არავინ.

ნან said...

მეც შემოვბრუნდი, მივხვდი რა გამახსენა ამ პოსტის პირველმა ნაწილმა, ერთი მოთხრობაა, "ყვავილები ელჯერონისათვის". ბევრი არაფერი აქვს საერთო ამ ტექსტთან, მაგრამ ხომ იცით ასოციაციების ამბავი. ჩემს ბლოგზე დავწერ ამ მოთხრობაზე აუცილებლად, აი შემდეგი პოსტიც იდეაც :)

DreaMar said...

chemtvis "studenturi" cxovreba isev grdzeldeba. ogond amjerad sxva korpusshi:D