Thursday, January 28, 2010

მარადიული შეკითხვა

რა ჩავიცვა?

ჩემი ფემინისტობის ეპოქაში არ არსებობდა მსგავსი შეკითხვა საკუთარ თავთან, რა უნდა ჩამეცვა; არ მაინტერესებდა, სხვები რას იფიქრებდნენ, სად მივდიოდი და ა.შ. ეს პრობლემა დამეწყო ზუსტად 4 წლის წინ, როცა პირველად დავინტერესდი სხვების აზრებით.

დღეს მეგობრის ნიშნობაზე მივდივარ.
გუშინ მივხვდი, რომ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ საშინლად ასოციალური გავხდი (ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ზუსტად ეს შემეფერება). მეზარება "ცოცხლად" საუბარი, ჩემს საყვარელ ტრანსპორტში ასვლა და ადამიანების დათვალიერება.
ბავშვობაშიც ასე ვიყავი, დედაჩემთან მხოლოდ ამაზე მომდიოდა კამათი, რომ სტუმრად არსად დავყვებოდი.
მიყვარს ჩემს მეგობრებთან სიარული, მაგრამ ოფიციალური ნიშნობები, ქორწილები, დაბადების დღეები - არა, სადაც ყველანაირი ადამიანი იქნება. თან მიდრაშის მერე იმდენად სხვანაირი მეჩვენება აქ ყველაფერი. შეიძლება ზედმეტად მივეჩვიე ორთოდოქსულ გარემოს და ჩვეულებრივი საუბრებიც კი აღარ მიზიდავს. არ მაინტერესებს, ვის რა აცვია, ვინ რას აკეთებს, რატომ აკეთებს, საკუთარ თავზე იმდენად ვარ ფოკუსირებული (hell, დღეს რა სიტყვებს ვხმარობ), რომ გარშემო გახედვაც არ მინდა.

გუშინ იმასაც მივხვდი, ადამიანების უმრავლესობას რჩევის მიცემა უყვარს, როცა რაღაცას უყვები, ამ დროს რჩევა სულ არ გჭირდება.
ესეც ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისება - რჩევები არ მიყვარს...

მაინც, რა ჩავიცვა?
ჩაცმისაც მეშინია, იმიტომ, რომ თუ ოდნავ "ისე" ჩავიცვი, მაშინვე ეფექტური ვხდები, ანუ რაც უნდა დავიმალო, მაინც ყველა მამჩნევს და მე კიდევ არ მინდა. ერთხელ ერთმა ქალმა ("გშურდეთ" მისი ტაქტის) უთხრა დედაჩემს, შენი შვილი ლამაზი არ არის, მაგრამ რაღაც აქვსო... ჰოდა ეს "რაღაც" სულ თან დამყვება.

მაგრამ, წარმოვიდგენ ჩემი მეგობრის სიხარულს, მაშინვე მავიწყდება ყველაფერი. მის ადგილზე რომ ვიყო, ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, ჩემი ყველა მეგობარი მოსულიყო და სიხარული გაეზიარებინა. ამიტომ მეც ამაზე უნდა ვიფიქრო და არა ჩაცმასა და ჩემს "რაღაცნაირ" გარეგნობაზე.
აი, ხო გეუბნებით, რჩევა არ მჭირდება-მეთქი :ლოლ: საუბრის ბოლოს გამოსავალი უკვე თვითონ ვიცი ხოლმე.

13 comments:

Anonymous said...

"რჩევები არ მიყვარს" - ვის უყვარს რო? მე ნაკლებად ვიცი ადამიანი ვისაც რჩევების მიღება უყვარდეს, პირადად მე არ მიყვარს ;)

Anonymous said...

"მიყვარს ჩემს მეგობრებთან სიარული, მაგრამ ოფიციალური ნიშნობები, ქორწილები, დაბადების დღეები - არა" -არც მე მიყვარს ეს ყველაფერი! კიდევ უფრო მეტად კორპორატიულ წვეულებებს და მისთანებს ვერ ვიტან. დაბადების დღეებს ვუძლებ, თუ ვიწრო წრეშია და მხოლოდ მეგობრები ვიკრიბებით.

Unknown said...

думаеш или нет, классно одеваешся всегда !

Anonymous said...

მე დედას ვეკითხები ხოლმე რჩევას,მაგარმ ყოველთვის ისე გამოდის, რომ არ ვითვალისწინებ და თავად ვარჩევ:)))

vasasi said...

მე სულ ფეხებზე მკიდია ეგ ამბავი.

რაც ხელში მომხვდება იმას ვიცვამ და გავდივარ..

ნუ, მე და ჩემი ჯინსის შარვალი.. :)


:ზურიკელა:

:)

DreaMar said...

არ მიყვარს ოფიციალური შეხვედრები :| მძაბავს :|

Lalena said...

მეზიზღება გარდერობის წინ დგომა და საკუთარ თავთან მომაბეზრებელი კითხვის დასმა: რა ჩავიცვა დღეს? თუმცა ამ ბოლო დროს გავუმკლავდი, მას მერე რაც ჩემი ინტერესეი წინ დავაყენე სხვისაზე, ანუ მე რაც მომწონს ის, რომ უფრო მომწონს ვიდრე სხვა რასაც მირჩევს, მოკლედ ჩახლართული ამბავია...

taa said...

რა ჩავიცვა?

chemi maradiuli problema

ravi dedashenis im nacnobisgan gansxvavebit, me ki momconxar da ravi

CGSaba said...

ყოველი გასვლის წინ ვეკითხები საკუტარ თავს: "რა ჩავიცვა დღეს". სიამრთლე გითხრათ დავიღალე უკვე, მაგარი დამანერვოზა ამ კითხვამ, იამზე ფიქრი თU ესა და ეს ჩავიცვი გარეთ როგრო შემხვდებიან, ალბათ ეს ჩემი კომპლექსების ბრალია მარა კიდევ ერტხელ გიმეორებ რო ეს საქართველოა და არა გერმანია და საფრანგეთი, ან თუნდაც დიდი ბრიტანეთი!

Keti said...

მეც ყოველთვის თვითონ ვწყვეტ, შეიძლება ბოლო წუთშიც. დიდი ხნით ადრე არც არასდროს ვგეგმავ, რადგან არჩევანი წასვლისწინა განწყობას უნდა შეესაბამებოდეს.
ასე რომ , არც შენ გირჩევ რამეს. თვითონ იცი :)

Dissolved Girl said...

ვერ გავიგე, რატომ უნდა დაიმალო? ან ეფექტური და ლამაზი რატომ არ უნდა იყო? :შ არა, მე ორივე თვისების მატარებლად გთვლი, მაგრამ პოსტიდან გამიჩნდა კითხვა. იმ ნაცნობს კიდე ჩექმა ცხვირში! მართლა შესაშური ტაქტი ჰქონია :))

შორენ said...

ყოველთვის მინდა ლამაზი ვიყო:)მაგრამ ხანდახან არის დღეები,როცა ჭუჭყიანი ჯინსით სიარული ჩემთვის ბედნიერებაა და სანამ ჭუჭყი პიკს არ მიაღწევს, მანამდე არ ვიხდი.
ისე კი რჩევას არავის ვეკითხები,რომც ვიკითხო მაინც გამაღიზიანებს პასუხი

♥ Little_miss_Dorothy ♥ said...

მე ალბათ ერთადერთი გოგო ვარ რომელსაც ეს კითხვა არ აწუხებს :უსერ: