Wednesday, January 13, 2010

ავატარი, I mean ავატარები

დღეს თინის ეწერა, რომ ივნისის შემდეგ ფეისბუქზე ავატარი არ შემიცვლიაო და გავოცდი.
მე ყოველდღე, არა, დღეში რამდენჯერმე ვცვლი ფოტოებს.

ძალიან მიყვარს გუგლი, ჩემი უკანასკნელი სიყვარულია, როგორც გალაკტიონი იტყოდა.
ყოველდღე მილიონობით ფოტოს ვპოულობ, მთლად უცხო მხატვრების სურათებს და გულგრილი ვერ ვუვლი გვერდს, რომ ფეისბუქზე ჩემს ავატარად არ ვაქციო. ადრე სკაიპში ვიყავი ასე, ამ ბოლო დროს მეზარება შესვლა და ჩემი ცვალებადობის ატანა ფეისბუქს უწევს.

აი, ზოგიერთი მათგანი:

"Hillary" by Thomas Dwyer

How can I be Sunny without the Sun

I am a Cat too

ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ. ქსოვა კი მიყვარს



Rie Rasmussen ფილმიდან "Angel-A" (ყველაზე ბოლო ავატარი, 13/01/10)

P.S. ვინც იცით ჩემი Facebook-ის სტატუსიდან, რომ გადმოვიწერე და უნდა მენახა "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა", გეტყვით, რომ არ ღირს ამაზე დროის დაკარგვა, მეც მხოლოდ ნახევარ საათს გავუძელი და წავშალე. შარშან წავიკითხე ეს წიგნი და საკმაოდ მომეწონა. უკეთესს არც ველოდი, მაგრამ კოელიოს ასე უღიმღამოდ ადაპტირება მაინც საწყენია.

16 comments:

Anonymous said...

მე იშვიათად ვცვლი ავატარებს და ისიც მხოლოდ ჩემი ფოტო მიყენია ხოლმე! "ვერონიკა" კოელიოს სხვა წიგნებთან შედარებით მეც მომეწონა, თუმცა დიდად არ გადავრეულვარ.

თინი said...

მარტო ფეისბუქზე არა სოფ :უსერ: ყველგან ეგ მაქვს- სადაც რამე ფორუმზე ვარ, სკაიპში, მსნ-ში რავი.. ყველგან :დ და ჩემი თავის მიკვირს, ადრე ყოველ დღე ვცვლიდი:))))
შენი ავატარები მიყვარს მე ^_^

Joseph said...

კოელიო კარგი ბიზნესმენია. რამდენიმე წიგნი წავიკითხე და უბრალოდ მივხვდი რო ტიპი ფულს აკეთებს, თან კარგად გამოსდის ეს საქმე.
ვერონიკაზე მეტად სიმართლე გითხრა მეხუთე მთა და ზაირი მომეწონა.
რაც შეეხება შენს ავატარებს, I just adore them. ყოველთვის სახასიათო და განსხვავებულია.
ბაიზევეი, ამ გახსენებაზე ავატარი ნახე ფილმი, ლამაზია :)

clown said...

"Hillary" by Thomas Dwyer

რა ლამაზია ^^

vasasi said...

არც მე ვცვლი ავატარებს.. უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, ფეისბუქზე ეგ ავატარი მიყენია.

სკაიპზეც სულ ეს მეყენა, ასე ნახევარი წლის წინ ლენონი და მაკარტნი დავაყენე და არ შემიცვლია..

ბრენდად ვიქციე ჩემი წითელი ავატარუკა.. :)

რაც შეეხება კოელიოს, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის ნაწერების წაკითხვაზე დრო ტყულად არ უნდა დახარჯოს ადამიანმა.. :)

პ.ს. ყველაფერი მაქვს წაკითხული, რამე აზრს ვეძებდი და ვერაფერი ვიპოვე..
საოცარია პირდაპირ.. :დ

Nanako Ust said...

არ მიყვარს არაფერი ერთფეროვანი... მარგამ, ავატარებში, ცოტას ვყოყმანობ ხოლმეე! :D

Landish said...

ლოლ, თინის ზაფხულის მერე არ შეუცვლია, და მე ხალხმა ამ ავატრით გამიცნო ))))

Bas said...

რაც დავრეგისტრირდი ფბ-ზე მას მერე არ შემიცვლია ჩემი ავატარი :) ანუ 2 წელია სადღაც რა :დ

babisa said...

ho
magitom ver/ar vuyureb
albat mainc chavrtav, rom davrwumnde chemi warmosaxuli veronika jobs da wigni-c titqmis yoveltvis ekranizaciebs :)

hoda avatarze kide, mec sul cvalebadobashi var, ver visveneb xolme :D

DreaMaR said...

me skypeshi vcvli xolme dzalian xshirad avatarebsa da saxels. facebookze ufro ishviatad :) miyvars mravalferovneba, magram xalxma uket rom daimaxsovros sheni blogi, chemi azrit kargi iqneba tu raime detals ucvlelad sheinarchuneb didi xnis ganmavlobashi.

Unknown said...

მე მიყვარს ჩემი ავატარი :)
შეჩვევა ვიცი ხოლმე როგორც ნივთებზე ისე ავატრებზე და ხელმოწერებზე და მერე ვერ ვიმეტებ ხოლმე შესაცვლელად.

Lalena said...

აუუუუ გოგლში ავატარების ძებნა ჩემი საყვარელი საქმიანობააა, დროს მასე ვკლავ ხოლმე :))))))))) ნუ ხანდახან, ნუ ხანდახანზე ცოტა ხშჳრად :))

შორენ said...

საუკუნეა მეც ევა გრინის წითელ ბერეტიანი სურათი მიყენია, სიგარეტს რო ეწევა და ხანდახან ჩემი თავი მგონია:)
რაც შეეხება მაგ ფილმს არ მაქვს ნანახი, წიგნი ორი წლის წინ წავიკითხე და რავი,რა ვთქვა... კოელიოა რა

Anonymous said...

მე არაფერს ვცვლი ხოლმე , რავიცი...

Keti said...

აქ სტაბილურად მწვანე ვაშლი ხარ :))
და ეს ბლოგი მწვანე ვაშლის გარეშე ძნელი წარმოსადგენია :)

Anonymous said...

2 welia facebookis momxmarebeli var da avatri ar shemicvlia ratomgac :)