ადრე ტვიტერზე ვნახე ეს ფოტო და ბუნებრივია, ჩემნაირი ემოციური დედის გული მაშინვე შეძრა. მერე რომ დავაკვირდი ფოტოს, იმდენი ამერიკული იდეა დავინახე, მედია უფრო შემზიზღდა და ეს პატარა ბავშვი კიდევ მეტად შემეცოდა.
ფოტოზე ეწერა, ვითომ ამ ერაყელმა ბავშვმა თავად დახატა თავისი დედა და მერე ასე მოიკუნტა მის მკერდზე. მოდი და ნუ აგიჩუყდება გული.
მაგრამ მერე კარგად რომ დავაკვირდი სურათს, 3 წლის გოგოს ნახატს კი არა, მარჯანე სატრაპის ილუსტრაციას უფრო ჰგავდა თავსაფრიანი დედა და ასე აკურატულად მოკალათებული ბავშვი კიდევ, დასავლეთის მედიის ფოტოშეკვეთას.
არ ვიცი, იქნებ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერზე ეჭვი გვიჩნდება (და ამისთვის გვაქვს კიდეც საკმარისი მიზეზები) და აღარაფრის გვჯერა, მაგრამ რა ვქნა, არ მჯერა მე ამ ფოტოს სინამდვილის.
ვისაც პატარა მუსულმანი გოგოები უნახავს, ეცოდინება, როგორი მორცხვები და შეშინებულები არიან, ამიტომ საეჭვოა, ამ პატარა ბავშვს, უბრალოდ, დაეხატოს თავისი დაღუპული დედა და ყველას დასანახად ჩახუტებოდეს.
რატომ ვწერ ამაზე?
ყველამ იცის, ალბათ, რა ხდება სირიაში.
გუშინ რაღაც შეხვედრაზე ვიყავი და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ჟურნალებს ვკითხულობდი და იქ იყო საინტერესო სტატია ამ სამოქალაქო ომზე. ომზე, რომელიც, კაცმა არ იცის, რა მიზეზით დაიწყო, ვინ ვის ეომება და ხალხი ვის მხარესაა, რადგან როგორც ყოველთვის, უბრალო ადამიანების და მოაზროვნე მოსახლეობის სურვილები ყველაზე ბოლო ადგილზე დგას.
მერე ის საშინელი ციფრი წავიკითხე, თუ რამდენი ლტოლვილი ბავშვია სირიიდან ევროპაში და ელოდებიან თავშესაფარს გერმანიისა და საფრანგეთისგან.
კიდევ უფრო დიდი საშინელება ისაა, რომ ამ ბავშვებს ფსიქიკა განადგურებული აქვთ, სკოლაში არ სწავლობენ და ეზოებში "საფლავობანას" თამაშობენ, ანუ ერთ ბავშვს ფიცარზე აწვენენ და დანარჩენებს ეს ფიცარი მიაქვთ...
(ვერ გეტყვით, იქნებ ეს ფოტოც მედიის დადგმულია)
იმ ადამიანსაც კი, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავს, სულს გაუყინავს ეს კადრი და იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები და რა ფასეულობებით (სასწაულად კომფორტული სიტყვაა) იზრდებიან.
ერთ პირად მაგალითს მოგიყვანთ, ოჯახში როგორ იზრდებიან ის ბავშვები.
მე და ეზრა სუპერმარკეტში ვიყავით და ჩვენს წინ ერთი მუსულმანი ოჯახი მიდიოდა ორი ბავშვით, ისინიც "კალიასკით" იყვნენ. მათი ოთხიოდე წლის გოგო ჩამორჩა შოკოლადების თვალიერებაში და ისე მოხდა, რომ ჩვენს "კალიასკას" დაეჯახა. დედამისმა რომ დაინახა, გიჟივით მოვარდა, ხელი სტაცა გამხდარ მკლავებში და ისე წაიყვანა. თან საშინლად უყვიროდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ ადვილად მისახვედრი შინაარსის სიტყვებს.
გარდა ამისა, მუსულმანი (განსაკუთრებით რელიგიური) დედები – ირანელების გარდა, (უმეტესად დედებს ვხვდები, რადგან მეც დედა ვარ და საერთო ადგილებში გვიწევს ყოფნა. მაგ: ბავშვის ექიმთან, მაღაზიებში, ტრანსპორტში – სადაც "კალიასკებისთვის" სპეციალური ადგილებია) საოცრად უხეშები არიან, ან ისეთი დაღლილ–დაჩაგრულთვალებიანები, საერთოდ არ გიყურებენ სახეში, ღიმილსა და მოსალმებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
[შეიძლება მე მივეჩვიე, რომ ვითომ ეს ყინულოვანი გერმანელები, როგორც მათ თვლიან, ორგანიზაციებში ყოველთვის თავაზიანები არიან, ადგილსაც დაგითმობენ ბავშვიანს და თუ დაგეჯახნენ ან შენ შეეჯახე, ბოდიშს მოგიხდიან და გაგიღიმებენ.
იმიტომ, რომ ესენი მშვიდ და სტაბილურ ქვეყანაში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ბავშვობაში არავინ უგრეხდათ მკლავებს და საფლავობანასაც არ თამაშობდნენ.]
ის ბავშვები კი, როგორი ადამიანები შეიძლება გამოვიდნენ ამ ყველაფრის შემდეგ, როცა სიყვარული და სითბო არც ოჯახიდან აქვთ და არც გარესამყაროდან? როცა ვერავისგან იღებენ გაგებას, უსაფრთხოების შეგრძნებას; შედეგადაც რისი გაცემა შეეძლებათ, აგრესიისა და ზიზღის გარდა.
რა სამწუხაროა, რომ გამოსავალი არასოდესაა იქ, სადაც ბევრი ნავთობი და უწიგნურებაა.
^^ პოსტი, ბუნებრივია, არ აღწერს მუსულმანების უნივერსალურ ცხოვრებას და ყველას ოჯახურ ურთიერთობებს. ყველაფერი მხოლოდ საკუთარი დაკვირვების შედეგია ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში.





7 comments:
სოფი, კარგი პოსტია. ჯერ კიდევ 2003 წელს გაზეთისთვის დაწერილი ჩემი სვეტი ომსა და ომისგან დადგმულ შოუებზე გამახსენდა.
http://anarekly.blogspot.com/2003/03/blog-post.html
სასწაულია, რა: მსოფლიო ადამიანთა უფლებებზე გაჰკივის და ვითომ ისეთი განვითარებულია, ცხოველთა უფლებებს უთანაბრებს ადამიანებისას; იქეთ კიდე მწვანე საფარის გადარჩენასა და გლობალურ დათბობაზე ყვირიან. ამის პარალელურად, საომარი მოქმედებები არ წყდება...
http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2008/clezio-lecture_en.html
ეს ლექცია ადრე ქართულად წავიკითხე ჟურნალში და შენმა კავშირებმა გამახსენა მსოფლიო შიმშილსა და წიგნიერებას შორის.
სინამდვილეში ადამიანები თვითონ უკეთებენ თავს ყველაზე ცუდ რაღაცეებს.
იწყებენ ომებს, ავლენენ შურს, "პადნოჟკებს" უდებენ ახლობლებს და შემდეგ უკვე ის ერთი კი არა ყველა გარშემომყოფი იმკის ასეთი საქციელის ქმედებებს.
სულ იმას ვიძახი ადამიანების გადარცევა ომებით და სხვადასხვა ვირუსებით კი არა მკაცრი IQ ტესტირებით უნდა მოხდეს.
ის რომ განათლებული და ერუდირებული ადამიანი უფრო ნაკლებად იზამს სისაძაგლეს უფრო რეალურია და მისი ბრბოდ ქცევაც მეტად გაჭირდება
ბერლინში სადღაც პარკში წაგვიყვანეს და ჩვენი ლექტორი ბავშვთან ერთად მოვიდა. 2 წლის იქნებოდა და ნაყინი ტანსაცმელში შეიზილა. ამ ქალმა ღიმილით გახადა გამოუცვალა, გაწმინდა და დაბანა ხელები.
ჩამოვედი თუ არა ბათუმში წავედი. მატარებელში ჩემს უკან მჯდარი ქალი მთელი გზა ეჩხუბებოდა ბავშვს რანაირად იქცევი დაგაბრუნებ უკან მე შენნაირი თავხედი არ მჭირდებაო, არადა ეს ბავშვი მშვიდად იჯდა და თვისთვის იცინოდა რაღაცეებზე, რასაც ფანჯრიდან ხედავდა.
ჩვენ დანევროზებული ერი ვართ, მანდ სტაბილურად ცხოვრობს ხალხი. ფსიქიკაზე კი ყველაფერი მოქმედებს
ლაშა, დიდი მადლობა. აუცილებლად წავიკითხავ, როგორც კი მოვიცლი.
თიკო, ნუ იტყვი!!! სინამდვილეში ყველაფერი ტყუილია, არავინ არაფერზე დარდობს საკუთარი თავის გარდა და ადამიანებადაც მხოლოდ ე.წ. პირველი სამყაროს მოქალაქეები ითვლებიან :/
მადლობა, ახლა დაკავებული და სულ დღესასწაულების თვე გვაქვს და წავიკითხავ ცოტა ხნის მერე, დიდი მადლობა.
ჩორვენ, ზუსტად ასეა სამწუხაროდ :(
ეჰ, ვერაფერს გაიგებ ამ სამყაროში, ისეა მოწყობილი. ალბათ თავისებურად ჭკვიანურად, მაგრამ მე ჯერ ბევრი რამე ვერ გამიგია... :/
ნატ, ნაცნობია ჩემთვის მსგავსი სიტუაციები.
მაგრამ ის არ მესმის, რატომ კაცო, რატომ? დედაჩემი სულაც საბჭოეთში გაიზარდა და ნორმალურად გამზარდა, ასეთ რამეებზე ცხოვრებაში არ დავუსჯივარ, დარწმუნებული ვარ, შენც ასე გაიზარდე. გამოდის მაშინ უკეთესი ნერვები ჰქონდათ ადამიანებს და ახლა საერთოდ გაუბედურდნენ :|
ასეთივე გაღიზიანებული და უხეში დედები ძალიან ხშირად მინახავს ჩვენთან, ქრისტიანულ ქვეყანაში:(
ძალიან ბევრი მიზეზია, რაც ქალებს, სამწუხაროდ, ასეთს ხდის..
ფოტოები ძალიან ემოციურია. დადგმულიც რომ იყოს, თუკი ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ომის საშინელებაზე, კარგი იქნება
ქეთი, სამწუხაროდ, ასეა, მართალი ხარ.
მიზეზები კიდევ, ალბათ, ჯერ კიდევ ამ დედების ბავშვობიდან და მერე არსებული ოჯახური მდგომარეობიდან მოდის. თუმცა ისეთი ნევროტიკებიც ვიცი, რომლებსაც კარგი, "მორჩილი" ქმრები ჰყავთ, დამლაგებლები, ძიძები სახლში და ბავშვებს მაინც საშინლად ექცევიან.
Post a Comment