მეორე დღე
სამშაბათი
დღეს ანგელა მერკელზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ დავიღალე და მეზარება. იქნებ ხვალ–ზეგ დავწერო, პირდაპირ 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს, მოუხდება.
ეს სურათი რომ დავდე და წერა დავიწყე, ჩემმა ქმარმა შეწუხებულმა მკითხა, ეგ რატომ დადე, შენს თავთან ხომ არ აიგივებო? კაცებს ბევრი რამე პირდაპირ ესმით. იმიტომ რომ მხოლოდ პირდაპირ როცა ეტყვი რაღაცას, მაშინ მიხვდებიან, რასაც გრძნობ და რისი თქმაც გინდა. ვისაც ჰგონია, რომ მათი ვიღაცას უსიტყვოდ ესმის და ეს ვიღაცა ამ დროს მამაკაცია, საშინლად ტყუვდება.
კაცები ვერასოდეს ხვდებიან იმას, თუ რაზე ფიქრობს ქალი, ან რა აწუხებს. შეიძლება იდეალურებიც არსებობენ (რაც არ მჯერა), მაგრამ ჩვეულებრივი, ნორმალური მამაკაცები უმეტესად პირდაპირი ლოგიკის მქონეები არიან. თუ ეუბნები, რომ კარგად ხარ და არაფერი გაწუხებს, გიჯერებენ და თავს განებებენ, მიუხედავად იმისა, რომ შენი თვალები ამ დროს სულ სხვა რამეს ამბობენ. პათეტიკურია, გეუბნებით.
იმ დღეს რამდენიმე გასათხოვარი ნაცნობ–მეგობრის საღამოზე მოვხვდი და მათგან 90% ამბობდა, ნამდვილი ქალური ბედნიერება გვინდაო და მე არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. არცერთს უთქვამს, ჩემი მომავალი ქმრის ბედნიერება მინდა, ან რის გაცემა შემიძლია ურთიერთობებში, ამაზე განვიცდიო.
ექსპერტი არ ვარ, ხომ მეტყობა და ჩემი ფემინისტური წარსულის გამო დიადი რომანების გამოცდილებითაც ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში მართებს ცოტა უკან დახევა და საკუთარ თავზე დაკვირვება: ვინ არის და საით უნდა წასვლა, მერე იმის გააზრება, რას ეძებს ქორწინებასა და საერთოდ, სასიყვარულო ურთიერთობებში, მხოლოდ მიღებას, თუ ემოციების, მზრუნველობის გაცემას და სხვაზე ფიქრს.
ბუნებრივია, გადაჭარბება არაფერში ვარგა, მაგრამ თუ ადამიანი იმაზე იწყებს ფიქრს და ჰგონია, რომ ზედმეტად უყვარს ვიღაც და მასზე ზედმეტად ზრუნავს, მაშინ ცოტა ცუდადაა საქმე. სიყვარული და სითბო ზედმეტი არასოდეს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ ადამიანს პატივისცემა და სიყვარული მობეზრებოდეს (თუ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა).
........
რას ვწერ.
სინამდვილეში იმის თქმა მინდოდა, დღეს სარკეში ჩავიხედე და შუბლზე ნაოჭების გაღრმავება/გამრავლება შევამჩნიე. ჩემს ნამდვილ ასაკზე დიდს არასოდეს ვგავდი და ზოგჯერ უმცროსიც ვეგონე ხოლმე, მაგრამ დღეს ისეთ დიდს ვგავდი და ვიფიქრე, ცხოვრება გამექცა–მეთქი. მართლა გეუბნებით.
ჰაჰა.
ოღონდ კარგი კრემების რეკომენდაციას ნუ მომწერთ, როგორც ერთმა მეგობარმა, როცა ეს მოვუყევი, ნაოჭებზე, ლანკომს აქვს სასწაული პროდუქციაო.
მთლად სულიერ ნაოჭებზეც ნუ იფიქრებთ, ამდენი ფილოსოფიის ნერვებიც არ მაქვს.
უბრალოდ, ძალიან გავიზარდე, დეკემბერში 29–ის გავხდები და წესით, 30–იანების კლუბის უფროსად დანიშვნის შანსებიც მეზრდება.
ამ ასაკში სხვა რა არის ტიპიური, გარდა პარანოიისა? :დ




9 comments:
ჰო, კაცებს ძირითადად პირდაპირ უნდა უთხრა სათქმელი, მინიშნებების გარეშე :)
გამიხარდა ეს ყოველდღე პოსტების წერის პროექტი რომ დაიწყეთ. ამ ბლოგზე შემოვდივარ ხოლმე და ვისვენებ. ძალიან ბევრს ვმუშაობ, ვებ დეველოპერულ კომპანიაშჳ და მედია სახლში, 29 წლის ვხდები 14 ნოემბერს და მგონია რომ ცხოვრება გაგექცა კი არა ზუსტად იქ ხარ სადაც უნდა იყო. შვილი გყავს და ამით ბედნიერი ხარ, სავსე ხარ ბედნიერებით. ჩემი გადმოსახედიდად შენთან სიმშვიდე და ზუსტადაც რომ ბედნიერებაა (ქალურიც და სხვა ყველაც). ბავშვით, ფერადი მანიკურებით და ბლოგზე წერის ხალისით, ღმერთის სიყვარულით. პ.ს მადლობა, სერიოზულად მადლობა. აი ესე მოვდივარ და ვისვენებ ამ ბლოგზე.
თუ ეუბნები, რომ კარგად ხარ და არაფერი გაწუხებს, გიჯერებენ და თავს განებებენ, მიუხედავად იმისა, რომ შენი თვალები ამ დროს სულ სხვა რამეს ამბობენ. პათეტიკურია, გეუბნებით.
ლოლ, აუ <3
ყველაზე საინტერესო ასაკს უახლოვდები, 30 წლის მერე იწყება საინტერესო რაღაცები ცხოვრებაში.
ნუ მე ჯერ რას ვლაპარაკობ, მაგრამ ეგრე კი მგონია.
ძალიან მაგარი ილუსტრაციაა!! :))) ბავშვობაში ზღაპრების წიგნი მქონდა და იქ იყო მსგავსი ტიპის ილუსტაციები :)
კაცები ხო , თემაა. ვერც ჩემი ქმარი ხვდება ვერასდროს ვერაფერს :)
გაცემაზე ვინღა ფიქრობს, ასეთები ადრე იყვნენ, წინა თაობებში. ახლა მარტო "მუე" :)
@ქეთი, ზუსტად!
@თამთა, უდიდესი მადლობა. მიხარია, რომ ერთი ადამიანი მაინც თვლის, რომ "იქ" ვარ, სადაც უნდა ვიყო :)))
@როდე, ასეა ხო?
მეც ასე მგონია, 30 საკაიფო ჰასაკი უნდა იყოს :დ
@თი, ვერასოდეს ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად იციან ქალების ამბები, პრაქტიკაში, "თვალებით საუბრის" აზრზე არ არიან =)))
@თიკო, რისი ბრალი უნდა იყოს? :/
რისი და ინდივიდის პროპაგანდის :) ეგო ეგო და ეგო :)
ასეთ თემაზე სულ სლუჟებნი რომანის ქალები მახსენდება, დილით რომ თავს იწესრიგებენ და შესვენებაზე რომ გარბიან ვახშმისთვის საჭმლის საყიდლად, ზოგი ბატს ყიდულობს და ზოგი საზამთროს რიგში დგას :))) ახლაც ასეა სამსახურებში: ბავშვებს რომ დატოვებენ სკოლებში და ბაღებში, მერე სამსახურში მოდიან აზრზე, საუზმობენ ხაჭოთი და ყავით, სახლიდან ხილიც მოაქვთ, მაკიაჟს იკეთებენ და მზად არიან სამუშაო დღისთვის.
კი, ასიანი ეგრე უნდა იყოს :დ ;)
@თიკო, ნამდვილად. ბრძენი ხარ შენ :) ოჰ, როგორ მიყვარს ეგ ფილმი, უნდა ვნახო ახლა. მადლობა გახსენებისთვის.
დაწერე ეგეთ ქალებზე, რა იქნება, შენებურად რაკრაკად.
@როდე, ;) :დ
Post a Comment