Friday, October 4, 2013

6 დღე კვირაში – პარასკევი

მეხუთე დღე

პარასკევი

როგორც ადვილად მისახვედრია, პარასკევი ჩვენთვის, თითქმის, უკვე შაბათია. ვიწყებ მზადებას, სამზარეულოში ბზრიალს და ამასთან ერთად, ეზრას გართობას.

ეს სამუშაო კვირაც დამთავრდა. რა მალე გავიდა დღეები, თქვენც შეამჩნიეთ, თუ მხოლოდ ჩემთვის გაირბინა ისე გიჟივით, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი. ადრე ერთმა ნაცნობმა მითხრა, დროს გარბენაზე, ნაყოფიერად თუ ანაწილებ დროს და ასეც გაგყავს, მაშინ ისე იფიქრე, რომ დღეები კი არ გარბიან, შენს ეტლში არიან შებმულნი და ისე მიგყავსო.
მშვენიერი ფილოსოფიაა, არა? :)


ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!

შაბათ შალომ!!!

3 comments:

Natalia said...

შენც ბედნიერი დასვენება სოფი!
მე ხვალ ჩემი მეგობრის ქორწილში მივდივარ და ძალიან მიმიხარია, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის : ))

Keti said...

მომეწონა შენი მეგობრის აზრი:) მართლაც, როცა ნაყოფიერად ვანაწილებ დროს, დაღლის მიუხედავად საღამოობით ისე კმაყოფილი ვარ ხოლმე, რომ ამდენი რამ მოვასწარი

ბედნიერ კვირას გისურვებ, სოფი!! :)

Sophie שרה Golden said...

ნატალია, რა კარგია ქორწილში, მით უმეტეს მეგობრის. იმედია, ძალიან კმაყოფილი იქნები :***

ქეთი, ეს კმაყოფილება მართლაც რად ღირს, არა? მეც მიყვარს ასე.
მადლობა, ქეთი, შენც ბედნიერი კვირა გქონოდეს!!!