Tuesday, October 22, 2013

ტაქტიანი შემოდგომა

აქაც შემოდგომაა :)


ამ კვირაში ისეთი კარგი ამინდები გამოვიდა, ინდიელის ჟაკეტით და კედებით დავდივარ. რა ჯობია ასეთ ამინდს, სასიამოვნოდ რომ გითბობს ზურგი მზეს და ადამიანებიც კარგ ხასიათზე არიან. ნატას ვწერდი, მგონი, ან შეიძლება აქაც მიწერია, (აბა, სხვას ვის აინტერესებს მსგავსი ამბები...), სტაბილური და მშვიდი ცხოვრება რომ აქვთ აქ ადამიანებს, ალბათ ამიტომ თავადაც მშვიდები და თავაზიანები არიან–მეთქი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანებს ნერვები არ აქვთ მოშლილი, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები მიყვარს, ასე 50–70 წლის ასაკის :) იმიტომ, რომ ზუსტად ამ ასაკის ხალხი ეზრას და მე განსაკუთრებით გვაქცევს ყურადღებას და რამდენიმე რჩევასაც მოგვცემს ხოლმე ერთი–ორი მხიარული ბებო. ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, ქუჩაში გამოლაპარაკება, "გამოცნაურება" (ამ სიტყვას სწორად ვერ ვიხსენებ), შორეულ ნათესავებთან შეხვედრა და სრულიად უცხო ადამიანების პირადი პრობლემების მოსმენა. იმხელა სამყარო დააქვს თითოეულ ადამიანს გულში, შეუძლებელია ამის არშემჩნევა და უგულებელყოფა (გეუბნებით, დღეს სასწაული სიტყვები მომდის).

ამაზე იმიტომ ვწერ, სასწაულად მახარებს, სრულიად უცხო ადამიანები რომ მომწერენ და ეზრას მოიკითხავენ ხოლმე. უცნაური არსებები ვართ დედები (როდეს აქვს საკაიფო პოსტი ამაზე); თავიდან, ეზრა რომ გავაჩინე, ბუნებრივია, პირველად მასზე მეკითხებოდნენ და მე მწყინდა, რომ ჩემი მეტი აღარაფერი აინტერესებდათ. ამ ბოლო დროს კი ადამიანები მომწერენ და ეზრას არც ახსენებენ; ახლა ეს მწყინს და ცივად ვპასუხობ, იმიტომ რომ ახლა ეზრა უკვე ჩემი სულის ნაწილია და არა ახალდაბადებული, სხეულისგან უცებ გაუცხოებული ჩვილი, რომელსაც არ იცი, როგორ მოექცე და როგორ აღიქვა (ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცოდი). როცა მას არ მოიკითხავენ, ჩემს ძირითად ფუნქციას უარყოფენ და უკან სწევენ თითქოს, რაც მაღიზიანებს და იმ ადამიანებთან მეგობრობის სურვილს მაკარგვინებს.
დედა ვარ, აბა რა ეგონათ.
თუმცა, მეორე მომენტი: არ ვნსჯი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ თავად არ ჰყავს შვილი ან საერთოდ არ უნდა ყოლა. სანამ თვითონ არ გახდები მშობელი, არ გადაიტან ყველა იმ სირთულეს, რაც ამას მოჰყვება და იმ ნერვიულობას, რასაც ბავშვის ავად გახდომა, ან გადმოვარდნა, თითის ტკენა, კბილის ამოსვლა და მსგავსი "ჩვეულებრივი" ბუნებრივი მოვლენები ჰქვია, ძნელია სხვისი გაგება. უბრალოდ, ზოგ ადამიანს მეტი ტაქტი და გონება აქვს და ზოგს – ნაკლები.

ეს ტაქტი ხომ საერთოდ ცალკე პოსტის თემაა და სხვა დროს იყოს.

ღამე მშვიდობისა!!!
საინტერესო და თბილი დღეები გ(ვ)ქონოდეთ(ს)!!! :)

8 comments:

ნატა said...

ტაქტზე მინდა ერთი ტრაქტატი შენგან :) :)

Rode said...

ვის ყავს დედა სოფისთანა?
ეზრას!

ეზრა რომ გაიზრდება და ბლოგს გააკეთებს და პოსტებში სოფი-დედაზე რომ მოყვება ხოლმე <3

Keti said...

როდეს დავესესხები – სოფი–დედა <3

მეც მიყვარს უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკება, ხანდახან ძალიან ადამიანურია ხოლმე ეს დიალოგები, რაღაცნაირი თბილი და იმ მომენტში საჭირო – ან შენთვის ან მისთვის

Toma said...

ec velaparakebi ucxoebs, ogons tu dzagli kavt :D :D :D

shemodgoma ki , ra samcuxaroa ase male rom gadis.

Sophie שרה Golden said...

ნატა, :დ

როდე, არავის! =)) "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" ხო?

ქეთი, მადლობა :)
ზუსტად ასეა.

ტომა, :დ ძაღლები მეც ძალიან მიყვარს.

Anonymous said...

axla shens blogze shemovixede sophie, dzalian didi xania agar shemovsulvar, an dzalian cota xnit. axla ki ar sheidzleboda ar mepasuxa, am postze. cer ucxo adamianebi mikvarso. ase ketilganckobil "ucxo" adamians romelic erti saatit mainc shexvedras gtxovda, chansi ar mieci...dzaglebi gikvars? dzaglic mkavs, tan dzalian sakvareli da bavshvebis mokvaruli, arc aman migizida. arc iman rom ezrastvis da shentvisac spetsialurad, didi motsitsebit da sikvarulit shevarchie sachukrebi da dzalian gamexardeboda chukeba...arc es gamodga sakmarisi. gjera kii tavad ak rasac tser? tu es kvelaperi ak am blogze rac gitseria fiktsiaa da sheni ganckobis an pantaziis nakopi??? ar mindoda aranairad "gabrazebuli komentari" magram ubralod madlobeli viknebi tu ganmartav...Nanuka

Sophie שרה Golden said...

ნანუკა, დიდი მადლობა, რომ შემოიარე.

მმმ, საკმაოდ დამაფიქრე ისე, ხომ იცი. შეიძლება რაღაც მომენტში ან ხშირად, ფიქციაც იყოს და უმეტესად ჩემს განწყობაზე იყოს დამოკიდებული, რამდენად მინდა უცხო ადამიანთან ურთიერთობა და საერთოდ ყველაფერი.
შენთან შეხვედრის შემთხვევაში კი, მგონი, დავწერე კიდეც ადრე, რომ ადამიანზე როცა მინდა სულ კარგი შთაბეჭდილება მქონდეს, ხშირად არ ვხვდები, რადგან ონლაინ შეხვედრილი ადამიანებისგან ხშირად დავრჩენილვარ იმედგაცრუებული/უკმაყოფილო და არც ისინი გადარეულან დიდად ჩემზე, ამასაც ვიტყვი :ლოლ:
იმ ადამიანებზე კი, ვიზეც აქ ვწერ, არც მოლოდინები გამაჩნია და სპონტანურად ხდება მათთან საუბრის გაბმა და ასე შემდეგ.

იმედია, შეძლებისდაგვარად კარგად ავხსენი და ნაწყენი აღარ იქნები ჩემზე.

Anonymous said...

ara ushavs Sophie, namdvilad ar gadzaleb,tumca chavtvale rom chemi azri unda gamometkva.vpikrob shens da chems shemtxvevashi sxva paktorebia ris gamoc ar moindome chemtan shexvedra, es paktorebi shenidan gamomdinareobs, an shengan damoukideblad an shenive monacileobit. am paktorebs ak ar davasaxeleb...esec chemi azria,da namdvilad ar vidzaxi rom es zustad asea, koveltvis chem tavshi mepareba xolme echvi pirvelad. ise ase tu geshinia ucxoebis gacnobis dzalian gagichirdeba, dzalian :-) magram kidev davdzen, es ar aris chemtan sheuxvedreblobis mizezi...paktebi sxva rames mocmobs da vici rom sxva adamianebi gagicvnia ase spontanurad. mokled agar gavagrdzeleb, daganebeb tavs, shen, sheni mizezebit :-) guli mckdeba namdvilad,magram mgoni ar unda mckdebodes.mtavaria shen tavtan iko martali da kmakopili shenit,me vigac ucxo virtualuri Nanuka ras vipikreb sul ertia...