
<-Frederic Beigbeder 
"L'homme est un produit comme les autres"
კარგი ფილმის ყურება იგივეა, რაც კარგი წიგნის წაკითხვა და მოგზაურობა სივრცესა თუ დროში. ფრანგული კინემატოგრაფი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელია, ამიტომ თუ ფილმს ვუყურებ და მომწონს, ის აუცილებლად ფრანგულია. თუმცა, "99 ფრანკზე" ვერ იტყვი, რომ წმინდა ფრანგული ფილმია, ეს არის რეკლამა, სექსი, ნარკოტიკები, გონებამახვილური დიალოგები, ამერიკული "ობსტანოვკა" და მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცის სასწაული ნაზავი.
"99 ფრანკი" ცნობილი ფრანგი მწერლის და ლიტერატურული კრიტიკოსის ფრედერიკ ბეიგბედერის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ბეიგბედერი ცნობილია, როგორც სარეკლამო წიგნების ავტორი, სადაც ის დასცინის და თავისებური ფილოსოფიით აღწერს იმ ყველაფერს, რაზეც მილიარდობით დოლარი იხარჯება. "99 ფრანკის" მთავარ პერსონაჟ ოქტავს, ბეიგბედერი თავის პროტოტიპად თვლის და უმეტესად საკუთარ გამოცდილებებზე წერს. ექსცენტრული ავტორი კოკაინის მოხმარების გამო პარიზის პოლიციამ აპრილში დააკავა კიდეც. ფილმი ფრანგმა რეჟისორმა ჟან კუნენმა გადაიღო, ასევე ცნობილია თავისი ცინიზმით, რომლის ფილმი "დობერმანი" (ვენსან კასელით მთავარ როლში) საკულტოდაა ქცეული.
"99 ფრანკი" ცნობილი ფრანგი მწერლის და ლიტერატურული კრიტიკოსის ფრედერიკ ბეიგბედერის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ბეიგბედერი ცნობილია, როგორც სარეკლამო წიგნების ავტორი, სადაც ის დასცინის და თავისებური ფილოსოფიით აღწერს იმ ყველაფერს, რაზეც მილიარდობით დოლარი იხარჯება. "99 ფრანკის" მთავარ პერსონაჟ ოქტავს, ბეიგბედერი თავის პროტოტიპად თვლის და უმეტესად საკუთარ გამოცდილებებზე წერს. ექსცენტრული ავტორი კოკაინის მოხმარების გამო პარიზის პოლიციამ აპრილში დააკავა კიდეც. ფილმი ფრანგმა რეჟისორმა ჟან კუნენმა გადაიღო, ასევე ცნობილია თავისი ცინიზმით, რომლის ფილმი "დობერმანი" (ვენსან კასელით მთავარ როლში) საკულტოდაა ქცეული.
ფილმი რეკლამის შემქმნელ ორ ახალგაზრდა მხატვარს ეხება, რომლებიც მილიონობით ფულს შოულობენ, აქვთ ყველაფერი, რაც შეიძლება 21-ე საუკუნის ადამიანმა ინატროს: ძვირფასი მანქანა, ლამაზი ქალები, კოკაინი... თუმცა მთავარი გმირი ოქტავი, რომლის როლსაც თანამედროვე ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟან დუჟარდენი ასრულებს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია: "რეკლამაც, ფულიც, სიყვარულიც და მეც... - ამბობს ის, შეფის მანქანაზე დაცემული, - განსაკუთრებით კი - მე." ოქტავი კარგავს ყველაზე მთავარს თავის ცხოვრებაში და მაშინ ხვდება, რომ ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც ყველაფერი დანარჩენი...
განსაკუთრებით მომეწონა ჟან დუჟარდენის შესრულება, მან ისე აჩვენა ოქტავის სახე და გააცოცხლა წიგნის გმირი, რომ ეჭვი აღარ რჩება, თუ როგორ ადამიანებზე წერდა ბეიგბედერი. ჟან დუჟარდენი 1972 წლის 19 ივნისს, საფრანგეთის Rueil-Malmaison- ში, პარიზის ყველაზე სამეფო და მდიდრულ უბანში დაბადებული კომედიური ჟანრის მსახიობია, რომელსაც მრავალი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. უკანასკნელ დროს კი მის რეპერტუარში დრამატულმა გმირებმაც იმატეს. დუჟარდენი არაორიგინალური გარეგნობისაა, არაევროპული ნაკვთებით და ირონიანარევი გამოხედვით, სწორედ ისეთი ტიპაჟია, როგორიც თანამედროვე კინემატოგრაფს აკლია - ჰოლივუდური ტიპების სრული ანტიპოდი, ეწევა, სვამს, ცუდად იქცევა და კანონს არღვევს.
ყოველ წელიწადს რეკლამებში 500 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება, ეს თანხა სრულიად საკმარისია მსოფლიოში მოშიმშილე ნახევარი მოსახლეობის დასაპურებლად... ასე სრულდება ორფინალიანი ფილმი და ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტი ხდება... ან თქვენ გგონიათ ასე, სხვა არხზე რთავთ და იოგურტის მომხიბვლელ რეკლამას უყურებთ.





5 comments:
ო ))
ჯერ უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ბლოგი გაქვს.
მერე - ბეგბედერი (და არა ბეიგბედერი) - თანამედროვეობის ჩემთვის ყველაზე საყვარელი მწერალია : )
ფილმიც საკაიფო იყო, ოქტავი მართლა გენიალური გამოვიდა, თუმცა წიგნთან მაინც ვერ მოვა :)
sakaifo filmia, Tumca yvela ambobs cigni uketesiao.
kakras gadmocerili maqvs da aucileblad cavikitxav uaxloes momavalSi..
Zaan sakaifod sruldeba filmi, iq sadac ar sruldeba :)))))))))
ამ ფილმის ყურება რა გამიხდა, ნახევარი წელია კომპში მაქვს და ვემზადები და ვემზადები...
@ Katieé.Ge ნახე, როცა მოახერხებ, ძალიან საკაიფოა. ეს პოსტი როცა დავწერე, ლამის დღეში სამჯერ ვუყურებდი ამ ფილმს :ლოლ:
Everyone who is into style depends on a great stylist to look good and help with hair issues and problems.
My hair doesn't always look good when I'm going to attend openings and red carpet events.
Soon after this, use curl lotion all more than your hair, and make
use of mousse and squeeze this in your hair to that
your curls seem flawless.
Check out my web-site - hair products
Post a Comment