რამდენი ხანია ფილმების რევიუ აღარ გამიკეთებია. იმიტომ, რომ არც მინახავს ფილმები, I mean, ახალი ფილმები. უფრო მეტად ძველ მიუზიკლებს ვუყურებ, ჯერი გოლდსმითის მუსიკით და ქერა, ცხვირპაჭუა გოგონებით. მიყვარს გრანდიოზული სახელები (ჰოლდენს მაინც წააკითხა ეს სიტყვა) და ტიპები, დიდი მსახიობები რომ ჰქვიათ, მაგრამ ხან იმდენად არაბუნებრივები არიან, რომ გინდა ვინმე უბრალო ადამიანი ნახო და გემრიელად გაიცინო.
საბას პოსტი მომეწონა ძალიან, "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2"-ზე რომ დაწერა. შეიძლება რამდენიმე წლის წინ, მელანქოლიური მზერით აღსავსე მე, ვიტყოდი, რომ მხოლოდ ფელინის და ბუნუელს ვუყურებ, რომ ფერადი და პრიალა ფილმები ისეთი ზედაპირულია... დღეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ შემიძლია მძიმე ფილმების ყურება - არ მჯერა იმ მუქი და კუთხოვანი რეალობის, როგორსაც ის რეჟისორები ქმნიან. ჩემს რეალობას მე თვითონ ვქმნი, თუ არ ვქმნი, მინდა დავიჯერო, რომ ვქმნი და იმას ვირჩევ, რაც არ მამძიმებს და ცუდ განწყობაზე არ მაყენებს. საბოლოოდ, ხომ ყველამ ვიცით, რომ დავიხოცებით და მოგვიწევს რაღაც-რაღაცებზე პასუხის გაცემა; მადლობის გადახდა მაინც შეგვეძლება საყვარელი სცენარისტისთვის, რომ იქ კარგ ხასიათზე ვიყავით და ცხოვრება მშვენიერთან ერთად, სასაცილოც იყო. You know I love fun.
წუხელ გვიანობამდე ვუყურებდი ახალი ფილმების ტრეილერებს. რამდენიმე დავაფავორიტე კიდეც, მაგრამ დღეს რომ გადავხედე, მივხვდი, ამ ფილმებიდან ნახევარზე მეტს ბოლომდე ვერ გავუძლებ და შესაბამისად, არც გადმოწერა ღირს, კინოში წასვლაზე ხომ არც მიფიქრია.
აი, ჩემი რამდენიმე "გაძლებული" ფილმი:
"ნაკიანი წელიწადი" - წითელთმიანი ემი ადამსი და უსაზღვროდ მიმზიდველი მეთიუ გუდი - ფილმის სიუჟეტი უბანალურესია (who cares), მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც ყველა გოგო უყურებს ;)

"ჯული და ჯულია" - ისევ ემი ადამსი, ოღონდ არაწითელი თმით და მერილ სტრიპი - "სოფის არჩევანის" შემდეგ, ყველაზე მეტად აქ მომწონს!
"რაც შორს მივდივართ" (ეს ზუსტი თარგმანი შეიძლება არც იყოს, ჩემი პირადია) - უფრო იმან მიმიზიდა, რომ ფილმის მთავარი გმირის მშობლები ანტვერპენში, ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, მიდიან, საუნდთრექებია უტკბილესი და თვითონ წყვილის ურთიერთობაა ძალიან საკაიფო. + ელისონ ჯენი - ჩემი აზრით, საუკეთესო არაკომერციული მსახიობი.

იმიტომ მიყვარს ამერიკული ფილმები - ადამიანებზე და მათ შესაძლებლობებზე, რომ არ არსებობს წაგებული ამ ცხოვრებაში, თუ თვითონ ადამიანს სჯერა, რომ მოიგებს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ჩვენს თავშია.

7 comments:
სოფი, ბოლო აბზაცი ღირდა მთელ პოსტად : )
ამერიკა ხომ ითვლება ოცნებების ახდენის ქვეყანად, იმიტომ რომ, მართლა შეიძლება იქ ოცნება აიხდინო, თუ მოინდომებ და ყველაფერს გააკეთებ.. აი საქართველოში მეეჭვება, ნემსის ყუნწშიც რომ გაძვრე [:ლოლ:], მაინც ვერაფერს იზამ [ყოველთვის არა, რა თქმა უნდა]
ყველაფერი ჩვენს თავშია! : )
:)
ar damcinoT da bolo dros jeki chanis filmebs vukureb garkveuli mizezebis gamo :) (da amden kurebashi shemikvarda eg kaci <3 udaod nichieri msaxiobi, rejisori da momgeralia)
xoda bolo abzacis bolo cinadadebashi sruliad getanxmebi - kvelaferi mxolod da mxolod chven tavshia!
არც მე ვარ ამ წუთას მძიმე ფილმების გაწყობაზე, საშობაო კომედიებს ვუყურებ გამწარებული! მეც მიყავრს ამერიკული ფილმები თავინთი ოპტიმიზმის გამო!
ამ ბოლო დრო სმეც ავუკრძალე ჩემს თავს მძიმე ფილმები, ასე ვთქვათ ”ჩემზე აღარ მუშაობენ” აღარ მინდა ჩავწვდე რამეს, მინდა თუნდაც ერთჯერადი, ბანალური და მარტივი ფილმი ვნახო for just a single lmile :)
არც მე არ მიყვარს ამ ბოლო დროს მუქი ფილმები...
ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ მხიარული
და აბსოლუტურად ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ვაცხადებ რომ ჯეიმს ქემერონის ავატარი ჩემი ამ წლის ყველაზე დიდი ფავორიტია :)))
რამდენი ხანია ფილმების რევიუ აღარ გამიკეთებია.
ramdeni xania saxlshi filmebi agar minaxavs vikikos gadamkide :)
ამ ბოლო ფილმში ძალიან მაგარი წყვილია :)
Post a Comment