Friday, December 18, 2009

ძილი და წყალი - რომელიც არ მოდის

ახლა ვფიქრობ, როგორ დავწერო საინტერესო პოსტი, როცა მეორე დღეა წყალი არ მოდის. მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც შიმშილსა და სიღატაკეში შეეძლოთ დიდებული ნაწარმოებების შექმნა. მე კიდევ მხოლოდ წყალი მაკლია და ცუდ ხასიათზე ვარ. თავს ვარწმუნებ, რომ ესეც კარგია და ალბათ ღმერთი რაღაცას მანიშნებს.
დილას მარტო ვიყავი და გაზის კაცები არ შემოვუშვი სახლში :D საეჭვო ხმა და აქცენტი ჰქონდათ, რა ვქნა. მეჩხუბნენ გემრიელად.

ქართულ ბლოგებს გადავხედე და მგონი, სხვებსაც ეძინებათ.
რამდენიმე საათში შაბათი იქნება და წიგნებს წავიკითხავ, ახლა აღმოვაჩინე, რომ სახლში პეისახ ჯ. კრონის წიგნი მაქვს 'Echoes of the maggid', უსაყვარლესი კაცია, ბერლინში მის ლექციებს ვუყურებდით ხოლმე.

ა, ხო, თბილისში ვარ :D
16-ში დილით ჩამოვედი.
მზეა და მე მეძინება.
ძალიან მენატრება მიდრაშა, არ მეგონა, ასე თუ მივეჩვეოდი. მენატრება იქაური შაბათები, გოგოები, მასწავლებლები.

აღარ მახსოვს, ბერლინში წასვლამდე რას ვაკეთებდი და როგორი ვიყავი.
ეს პოსტი ყველაზე უღიმღამოა ჩემი ბლოგის ცხოვრებაში ალბათ. სამაგიეროდ ბევრად თბილი და ცოცხალი დავწერე სხვა ბლოგზე.

მიხარია სახლში ყოფნა. რა ჯობია მძაფრ შეგრძნებებს, განსაკუთრებით წყალს რომ ელოდები.

17 comments:

თინი said...

ვაჰ, ჩამოხვედი? :)) კარგია:* აუ,უწყლოობას მეც ვერ ვიტან :| აი სულ რომ არაფერი იყოს- გაზი,დენი..მაგეებს ავიტან, მაგრამ უწყლოობას ვერა :დ

Keti said...

სოფიი :)
უწყლოდ ვარო, გამიკვირდა და მაშინვე შემოვედი, რა ხდება–მეთქი. ჰოდა, ჩამოსულხარ! :*

უწყლობა ყველაზე მეტ დისკომფორტს მიჩენს, ამიტომ მესმის შენი...

დაისვენე და აქაც დაწერე თბილი პოსტები, თუმცა, ეს სულაც არ ყოფილა უღიმღამო, უფრო ყოფითი და უკვე თბილისური :)

Unknown said...

გენაცვალე:) კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება :* მერე რა რომ წყალი არ მოდის და გაზის ინკასატორები სახლში გივარდებიან .... მოგვენატრა სოფის თბილისური პოსტები:) იმედია მალე გავიცნობთ კიდეც ერთმანეთს.

Zardiashvilis said...

კარგი ტექსტია, ატმოსფერული, ხასიათიანი... რა ხანია თავი მყუდროდ არ მიგვრძნია და არ მითქვამს ამ სიტყვების სრული განცდით ”რა კარგია სახლში ყოფნა”. ყოველდღიურობის განცდა უმნიშვნელოვანესია, ჩაეჭიდეთ :)

Anonymous said...

მოკლედ და კონკრეტულად, Welcome home! თავისი უწყლობებითა და ყველაფერით!

taa said...

welcome back hon :)
მიდიხარ დღეს ანუკასთან?როგორ მინდა წასვლა და ვერ ვახერხებ :(

clown said...

პოსტის კითხვა რომ დავიწყე გამიკვირდა, მევთქვი გერმანიაში არა წყალითქო :შ
საქართველოში გასაკვირი არაა :|


მაგრამ ისეთი მზიანი ხარ წყალსაც მოიყვან ^^

Lalena said...

უი ჩმოსაქართველებულხარ, მეც არ ვთქვიი ბერლინში როდის მერე აწუხებთ უწყლობათქოოო ? :))))

Anonymous said...

აუ, ძალიან მაინტერესებს, თბილისის აეროპორტში რომ დაეშვი და ისევ ისეთ საქართველოში რომ დაბრუნდი, როგორიც დატოვე, პირველი სიტყვა, რეპლიკა, შორისდებული ან გაფიქრება რა იყო, როცა ყველაფერი ეს იგრძენი? :)

Anonymous said...

dzalian didi bodishi exla rac unda gkitxo es saertod araper shuashia shens posttan magram gushin gogi gvaxarias gadacemashi itqva rom "torashi" ceria titqos yvela araebraeli aris cxoveli da ase miachnia yvela ebraels da aucilebelia mati ganadgureba.. es martla asea? da shenc ase piqrob?

Sophie שרה Golden said...

მადლობა ყველას! :sunnylove:

@ თაა, ვერ წავედი, სამწუხაროდ ჩემს შაბათს დაემთხვა.

@ ზურიუს, რა იყო შორისდებული და "ვაი! ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე!" - აეროპორტში ყველას გრიპის "საწინააღმდეგო" ნიღბები ეკეთა.

@ anonymous, შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ თორაში ასეთი რამ არ წერია. ანტისემიტების ფანტაზიას კიდევ საზღვარი არა აქვს, მეცინება.
არასოდეს მოგერიდოს, მკითხე, რაც გინდა!

Anonymous said...

dzalian didi madloba aseti gulgia pasuxisatvis.

Tomushka said...

hehe, daubrundi qartul realobas. shechveva icis kvelaferma. samcuxarod cudmac da kargmac.

shoren said...

დედაჩემს უწერია ლექსი უწყლობაზე, ასე ჰქვია:”ვუცდი წყალს,მაწუხებს გაფუჭებული მაცივარი და ვფიქრობ ქმარზე”. კაი ხელა ლექსია თორე დაგიწერდი:) შენთან სიმშვიდეა და კიდევ სითბო. მე მომწონს ასეთი გარემო, სადაც კატები მშვიდად გრძნობენ ტავს. არ მიყვარს სადაც ბოღმაა.მადლობა ძველი კომენტარისთვის. შეიძლება არც გახსოვდეს

Sophie שרה Golden said...

@ Shoren, მადლობა კომენტარისთვის!
ძალიან მომწონს შენი ბლოგი, უკვე ჩემს ბლოგროლში ხარ :hugz:

shoren said...

მადლობა. გამიხარდა. სამწუხაროდ მე არ მაქვს ბლოგროლი და საერთოდაც ძაან მწირად გამოვიყურები.:(დიზაინს ვგულისხმობ.მაგრამ ალბათ ეშველება ამ ყველაფერს თანდათან.ახლა კიდე ბევრი რარაცეების თქმა მინდება, მაგრამ მე ნამდვილი ქართველი ვარ:0)და სხვა დროისთვის გადავდებ. ასეთი მზეები გქონდეს რა სუ აქ და ყველას შენტან მოუნდება.

CinnamonGirl said...

მიეცი საშუალება თბილისს, რომ შეგაგრძნობინოს, როგორ მოგნატრებია თურმე :)

და ნახავ, წყალიც მოვა მალე...

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თბილისის ონკანის წყალი...