
მთელი ცხოვრება თოვლს ვნატრობ და გუშინ აღმოვაჩინე, რომ ყველაზე თოვლიან და ცივ ზამთარშიც კი არ მყოფნის თოვლი. შეიძლება ჩემს ამ სურვილს ფსიქოლოგიური ახსნა ჰქონდეს, ის, რომ ზამთარში ვარ დაბადებული და თბილი ტანსაცმელი მიყვარს; და ნამდვილი კატა ვარ, სითბოში ჯდომა რომ უყვარს და როცა მოუნდება, მაშინ ადგება და გაიზმორება....
დღეს ორი ფილმი ვნახე, ჰეილი მილსის მონაწილეობით ('Summer magic' & 'The trouble with angels'). Man!
როგორც კი მოსაღამოვდა, წარმოვიდგინე, რომ გარეთ თოვლია და მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
წარმოდგენა ძნელი არ ყოფილა ჯეინ ბირკინის ფონზე:
დღეს ორი ფილმი ვნახე, ჰეილი მილსის მონაწილეობით ('Summer magic' & 'The trouble with angels'). Man!
როგორც კი მოსაღამოვდა, წარმოვიდგინე, რომ გარეთ თოვლია და მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
წარმოდგენა ძნელი არ ყოფილა ჯეინ ბირკინის ფონზე:



12 comments:
მეც მიყვარს თოვლი, მაგრამ ეხლა რომ თბილა, მიხარია, რადგან საერთოდ არ იგრძნობა უაზრო ახალი წელის ზეიმის განწყობა და მიხარია !! უჰ
არ მაქ ეგ ფილმები ნანახი. შენ ეგენი ინგლისურად ნახე დარწმუნებული ვარ ;)
ფრანსუაზ არდისა და ჯეინ ბირკინის დუეტი "Comment lui dire adieu": http://www.youtube.com/watch?v=0GZkY0TdSFU
თოვლი რომ მოდის, ეგრევე შიში მიჩნდება რომ გარეთ გასვლისას გუნდებს მესვრიან :)) რატომ მეშინია ასე პანიკურად არ ვიცი :D
მე მიყვარს საღამოს ფანჯრიდან რომ ვუყურებ გარე განათების ფონზე მბრწყინავ თოვლს და რაღაცნაირი სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი რომ არის.. : )
Oh the weather outside is frightful,
But the fire is so delightful,
And since we've no place to go,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!
:)
Sunny World და თოვლი გიყვარს? :)
თოვლი ძალიან მიყვარს ახალ წელს :)
მაგრამ ისე ასეთ თბილ ზამთარზე ვერც ვიოცნებებდი,მიხარია... :)
მე სექტემბერში ვარ დაბადებული სოფი და ალბად შენნაირად მეც ვგრძნობ ჩემს დროს და მიყვარს სექტემბრისეული თბილი ამინდები :))
ყოველთვის მიყვარდა თოვლი. მარა ახლა არ ვიცი რა ხდება, მართლა არ ვიცი, უბრალოდ თოვლი მჭირდება.
თვითონაც ვერ ვხვდები, რას ნიშნავს თოვლი გჭირდებოდეს, მარა სხვა ტერმინს ვერ ვპოულობ. ისტერიულად მინდა თოვლი იყოს და მე ყვითელ ავტობუსში ვიჯდე ფანჯარაზე თავმიყრდნობილი და cold swedish winter-ს ვუსმენდე.
თუ ზამთარია, ნამდვილი ზამთარი იყოს, თავის თოვლით და თოვლისსუნიანი ჰაერით , უჰ როგორ მიყვარს <3
თოვლი არ მიყვარს,მაგრამ ახალი წლის ღამეს ძალიან უხდება და იმედია, მოვა... შარშანდელივით :)
კატა ფოტოზე რა საყვარელია :))
Tovliiii mikvars!! zamtari mikvars imitom rom tovls velodebi, ise fasi ar aqvs chemtvis zamtars!
მეც როგორ მინდა თოვლი :შ
რაღაცნაირი ხმა აქვს ამ ქალს...
ოდესმე ხელშ თუ ჩაგივარდება, ტომ ვეიტსის Alice მოისმინე მისი შესრულებით...
მაჟრიალებს ხოლმე...
Post a Comment