ერთი წელი მომემატა.
23 - რიცხვი ბავშვობიდან მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი, რომ სხვა არცერთ რიცხვში შეიძლებოდა ჩემი დაბადება.
კიდევ ის, რომ ჩემი ზოდიაქო თხის რქაა და ბავშვობიდან ვკითხულობდი, როგორი მისტიკურ-გამოუცნობი ხასიათი აქვს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს. ძალიან დიდხანს ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ჰოროსკოპების წიგნში ეწერა და ამის მერე მივხვდი, რომ ადამიანები უმეტესად ჩვენივე ფსიქიკის მონები ვართ.
1 წლის წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა რელიგიასთან დაახლოებამ და იმის გაცნობიერებამ, რომ ზოდიაქო ზოდიაქოდ და საკუთარი ცხოვრების, ხასიათის და ქცევების შეცვლა მე თვითონ შემიძლია, მიუხედავად იმისა, მარსი მზის ეტლშია თუ სატურნი ვენერასთან მოგზაურობს.
ყოველ წელს ნელ-ნელა ვიზრდებოდი, მაგრამ 24-დან 25-მდე, მგონია, 1 წელი კი არა, მთელი საუკუნე გავიდა და უკვე დიდი ხანია ის სოფი ვარ, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე გავხდი: მშვიდი, ოპტიმისტი და კომუნიკაბელური.
პატარა რომ ვიყავი, ჩემი ტოლი გოგოები ძალიან დიდები მეგონა.
სარკეში როცა ვიხედები, ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ და არც მინდა, მაგრამ ხასიათის ძირითადი თვისებები იგივე დამრჩა, რაც დაბადებიდან მქონდა. ესე იგი, ბოლომდე მაინც ვერ ცვლის ადამიანი ამას, უბრალოდ აბრუნებს იმ გზაზე, რომელიც თვითონ უნდა და ღმერთმა მისცა ასარჩევად.
როცა თავისუფალ ნებაზე ვფიქრობ და ჩემს ბოლო წელიწადზე, როცა წითელთმიანი შარვლიანი ჟურნალისტიდან kosher-კაბიან ბლოგერად ვიქეცი - ვხვდები, აი, ჩემი ნამდვილი ადგილი, ჩემი ტანსაცმელი, ჩემი საკვები. That's where I got to be!
Mazal Tov to myself! :)



26 comments:
მეც თხის რქა ვარ : > ბევრი რამით ვგავარ და მჯერა კიდეც ისეთპონტში ზოდიაქოების,ყოველშემთხვევაში ჩემზე ამართლებს : )
გილოცავ დაბადების დღეს :)მრავალს დაესწარი, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და სულ ასეთი Sunny ყოფილიყავი : ))
პს – პირველიი ვააარ :წუბ:
კაბა შარვალზე მეტად უხდება ქალს . ჰოროსკოპები კი მაინტერესებს მაგრამ არა პირადი ჰოროსკოპი რომელსაც ძირითადად შარლატანები წერენ ხოლმე.
გილოცავ სოფი :* უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ :*
ზოდიაქოების დიდად არც მე მჯერა, მაგრამ ხანდახან ვინტერესდები.ისე გასართობად :))
დაბადების დღე გილოცავ სოფი. :)
მეც თხის რქა ვარ, ზოდიაქოების განსაკუთრებით არ მჯერა, მაგრამ თხის რქებს მაინც განსაკუთრებულ ადამიანებად მივიჩნევ :))
mokled txir rqebi shevikribet...mec txis rqva var da tanac sophie :) rom vkitxulobdi ase megona me maaxsiatebdi :)
Mazal Tov!
თხის რქა, ცხვარი და კიბროჩხალა არ ვიცი მე! ისე ერთი პერიოდი მეც გატაცებული ვიყავი ჰოროსკოპებით, მერე გადამიარა.
1 წლის წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა რელიგიასთან დაახლოებამ და იმის გაცნობიერებამ, რომ ზოდიაქო ზოდიაქოდ და საკუთარი ცხოვრების, ხასიათის და ქცევების შეცვლა მე თვითონ შემიძლია, მიუხედავად იმისა, მარსი მზის ეტლშია თუ სატურნი ვენერასთან მოგზაურობს.
აი ზუსტად მანდ ვარ მეც, ასე ზუსტად არავის უთქვამს, ბრავოოო.
კიდევ გილოცავ 25ს დიიიიდი გოგო გაიზარდე :)))))))))))
გეთანხმები, რომ ადამიანს საკუთარი ტავის შტრიხების შეცვლა ნამდვილად შეუძლია.
მაგრამ
ხომ არ იცი, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, იქნებ რამე გამოჩნდეს ისევ და კაბიან კოშერიანი სოფი კიდევ სხვანაირი გახდეს და მერეც შეიძლება თქვა - აი ესაა ჩემი ადგილი..
ჰოდა მთავარია ამ ყველაფერში რომ კარგად ხარ და კარგად გრძნობ თავს.
გისურვებ, ასე გაგრძელდეს :)))
გილოცავ სოფი! გადასარევი ზომიერად ფერხორციანი 25 წლის გოგო ხარ, სულერთია შარვალი გაცვია თუ კაბა!
ლოვე:
@ Tha Dream Teller, YEAH!!! ხანდახან ამართლებს, რა თქმა უნდა.
@ mr. picasso, შარლატნების არ მჯერა, სერიოზულ წიგნებს ვკითხულობდი ადრე...
@ თათია, მადლობა! ჰო, ყველა თხის რქას თავი განსაკუთრებული გვგონია, როგორც ყველა მორიელს, ვერძს, ქალწულს...
@ camomile, მიხარია, თუ ასეა.
@ DreaMar,Unaamarga, Lalena, მადლობა!!!
@ ბაბისა, რა თქმა უნდა, არც ეგაა გამორიცხული :)
@ ნან, ჰო, ეგ ბედნიერება მაქვს გადასარევი და ზომიერად ფერხორციანობის :P
THANK YOU ALL!
სოფი, ფეისბუქზე რომ მოგილოცე, მინდოდა მომეწერა, გისურვებ შენი გზა იპოვო–თქო, მაგრამ მერე დავფიქრდი, იქნებ უკვე ნაპოვნი აქვს–მეთქი.. თუმცა, ვთვლი რომ ადამიანი სულ ეძებს თავის გზას. შეიძლება, პოულობს კიდეც, მაგრამ ხანდახან უხვევს ამ გზიდან და უკან დასაბრუნებლად ისევ გზის ძიება უხდება..
მოკლედ, გახსოვს მე როგორ მომილოცე? მილოცვები არ მიყვარს, წადი ესპანეთში და აიხდინე სურვილებიო.. [არასდროს დამავიწყდება ეს სიტყვები] მეც არ მიყვარს ბანალური მილოცვები და ამიტომ ბევრს ვერაფერს გეუბნები, ალბათ ჩემს სურვილებს განგება [ან რაც გინდა დაარქვი] შეისმენს და შენამდე რაიმე სახით მოაღწევს :)
მეც თხის რქა ვარ :)
გისურვებ ყოველთვის შეიცვალო უკეთესისკენ, განვითარდე - მიუხედავად იმისა, სწორ გზაზე ხარ თუ არა. ძიება და განვითარება ადამიანის არსებობის გამართლების ერთადერთი საშუალებაა ჩემთვის :)
როგორც ოველთვის კაი პოსტია ^^ <3
და გეთანხმები რომ ადამიანები საკუთარი ფსიქიკის მონები ვართ...
მაგრამ შეგვიძლია ესე არ იყოს :)
aqaaaaaac gilocavoooooooo :)
imzeve da igoldeneo-zuras vuertdebi. me visurvebdi, rom eg individualoba bolomde shegenarchunebinos. zodiaqoebs ras sheexeba, xdeba xasiaatshi tanxvedra. yvelaferi gamocdilebidan, shesabamisad-asakidan fasdeba kargad tu cudad. oqros asakshi vart, GOLD:):)
gilocav :)
sainteresoa sakutari ganvitarebis fazebis shecnoba, blogi amis kargi sashualebaa.
სოფიიი!!!
გოლოცავ!!!
მრავალს, ბედნიერი დაესწარი... აი, ასეთი კარგი განწყობით, როგორიც შენი პოსტიდან ვიგრძენი. ყოველი მომდევნო წლის მომატებისას მუდამ გქონოდეს გადასაფასებელი. მგონია, ეს იმას ნიშნავს, რომ სავსე ცხოვრება გექნება, ჰოდა, იყავი ბედნიერი და კმაყოფილი :* :)
@ ნატალია, ასეთი მოლოცვა მხოლოდ შენ შეგეძლო.
@ ანუშკა, ვიცი, რომ შენც თხის რქა... სხვა ვერც იქნებოდი,
@ კლოუნ, ქეთოქეთო, ტომუშკა, thank you so much!
@ Sophya, ბლოგის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.
@ ქეთი, ძალიან გამახარე. დიდი მადლობა, მეც ვიმედოვნებ, რომ საინტერესო და სავსე ცხოვრება მექნება.
ყველას გისურვებთ სიკეთეს და ძალას, რომ ადამიანები გიყვარდეთ და ღმერთს კიდევ თქვენ უყვარდეთ, როგორც საყვარელმა ნატოშამ მისურვა.
საინტერესო პოსტია!ჰოროსკოპებს ადრე ვკითხულობდი,მაგრამ შემდეგ რეალიგიასთან დაახლოებამ ერთ რამეს მიმახვედრა:ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და ეს ნება თვითონ შეუძლია მართოს და არანაირი ასტრალური გადატრიალებები და საოცრებები არაფერ შუაშია.ეს უფრო რაღაც ჩარჩოში მოქცევას ჰგავს და ადამიანების ზომბირებას.
მიხარია რომ ღვთისკენ მიმავალი გზა ამოირჩიე და ამ გზას დაადექი.ისე მე ლომი ვარ და წლით თხა:)დიდი ხანია დავიწყებული მქონდა.
სოფია მოფია! გილოცაავ, საუკეთესო ყველაფერი შენ!
რა კარგია ბლოგი რომ გაქვს და ხარ კომუნიკაბელური და უკომპლექსო...
და რა კარგია, რომ ამ ბლოგის ერთ-ერთი აღმომჩენი მეც ვარ...:)
საყვარელიიი...
გილოცავ, მრავალს დაესწარი...
უსაყვარლესი ხარ და დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი.
@ Kate მადლობა, აი, კვირას იქნებ კინოს ჩვენებაზე გავიცნოთ ერთმანეთი :)
გილოცაააააააააააააააააააააააააააააააააავ...
:*:*:*:*:*
სოფი, დაგვიანებით გილოცავ და გისურვებ, მუდამ რაღაცნაირად ლაღად გეგრძნოს თავი, ისე როგორც შენ გინდა და მიგაჩნია :)
მეც თხის რქა ვარ :) ოღონდ უკვე დიიიიდიიიიი
@ Sunny, thank you dear!
@ მენაკი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა!!!! YAYAY!!! დიდი მადლობა!!!
იცი რა სოფი, ეს შეგრძნება ძალიან მაგარია, როდესაც იცი, რომ საკუთარი თავი და რაც მთავარია, ადგილი იპოვე...
მაგრამ ჩემი პირადი კადნიერი რჩევაა - არ შეჩერდე და ყოველთვის ეძიე საზღვის იქით ;)
მითუმეტეს შენნაირი ინტელექტის პატრონმა :)
მაგრამ 25 წლის გახდი უკვე??? მე ბევრად ახალგაზრდა მეგონე :)))
Post a Comment