გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ინსტინქტურად ჯდებით ტრანსპორტში, მიდიხართ და დანიშნულების ადგილზე რომ მიხვალთ, მერე ხვდებით, რომ მთელი ეს პერიოდი (რუსულად საკაიფოდ ჟღერს - промежуток) გაუაზრებლად მიდიოდით?
დღეს ზუსტად ასე დამემართა, როცა ლესელიძეზე წავედი იულიასთვის იანა ფრანკის წიგნების გადასაცემად.
როზენბლატების სახლის წინ რომ აღმოვჩნდი, მერე გავაანალიზე, საერთოდ არ მიფიქრია მთელი გზის განმავლობაში. ალბათ უფრო იმიტომ გამიკვირდა, ბერლინში სადმე თუ მივდიოდი, სულ დაძაბული ვიყავი მეტროსა თუ ტრამვაში, რომ ჩემი გაჩერება არ გამომეტოვებინა, ან სხვა ავტობუსში არ ჩავმჯდარიყავი. ქუჩებშიც სულ თვალებს ვაცეცებდი და ვიმახსოვრებდი, აჰა, ეს ქუჩა აქაა, ის - იქ, თავიდან ხომ სულ რუკით დავდიოდი.
თბილისში კიდევ - არც ვფიქრობ, რომელი ავტობუსი მინდა ზუსტად, ახლა სად უნდა ჩავუხვიო, რომელი ქუჩით მივიდე ადგილზე... რაღაცნაირად [ლაღად] ვიგრძენი თავი.
მერე საღამოს საქართველოს რაბინს, არიელ ლევინს სტუმრები ჰყავდა ამერიკიდან და მეც დამპატიჟეს. იქ ერთმა ქალმა მკითხა, საქართველოში ხალხი სად მუშაობს, რას აკეთებენო, რისი ბიზნესიაო? :| რა უნდა მეთქვა, ბანკის ან სლოტ-კლუბების-მეთქი; მერე თვითონ მიხვდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა და სხვა თემაზე გავაგრძელეთ საუბარი.
ჰოდა, ახლა რომ მოვედი სახლში და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, თან სასიამოვნო შეგრძნება მქონდა, რომ აი, ჩემს მშობლიურ თბილისში თვალდახუჭულს შემიძლია სიარული, მაგრამ მეორე მხრივ - რეალურად რომ დაფიქრდე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები??? სად მუშაობენ (ან საერთოდ თუ მუშაობენ), როგორი ცხოვრება აქვთ, რას ჭამენ და რისი მოლოდინი აქვთ?
ყოველთვის, როცა ვლოცულობ და სურვილებს ჩავიფიქრებ ხოლმე, საქართველო არასოდეს აკლდება, მაგრამ მხოლოდ ლოცვა რომ კმაროდეს. მეტი ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, რა ვქნა.

9 comments:
მე დავამატებდი რესტორნების . ეს ყველაზე დიდი ბიზნესია საქართველოში . ოღონდ ისეთი რესტორნის აი სამარილედ და საპილპილედ კოკა -კოლის შუშის ბოთლებს რომ ხმარობენ გახვრეტილი თავებით.. . მომხმარებელიც რომ ფეხებზე კიდიათ და საქეიფო ზავიძენიები როა ისეთის .
აი ამის დაწერას ვაპირებდი, რასაც მისტერ პიკასო. მოკლედ, საქართველოში ყვავის (ან მუშაობს ქე მაინც) შემდეგი სახის ფუნდამენტური ბიზნესი: კვების (სმა-ჭამა, პურ-მარილი და ხინკალი-შაურმა), თმის შეჭრის (სალონები და საპარიკმახეროები), დამკრძალავი ბიუროები (შანსი არაა კლიენტი მოაკლდეთ), მათხოვრები (ეს ბიზნესში იმიტომ გავიყვანე, რომ გამოვშტერდი, როდესაც ერთმე გამვლელმა მათხოვარს სთხოვა 10 ლარიანი დამიხურდავეო)
დავამატებ :) თხილისი, მწვანილისი, პამიდვრის, კარტოფილისი, ტანსაცმლის მაღაზიების, კომპიუტერული მოსახურეობის ბიზნესი :)
like your post so much :)
უამრავჯერ ვარ მეც მაგ საკითხზე დაფიქრებული. რეალურად რითი ცხოვრობს ხალხი ჩვენ ქვეყანაში?? რადგან რა ბიზნესიც არის, იმაშია მოსახლეობა დაკავებული ხო? მშენებლობის, აფთიაქების და ბანკების გარდა მე პირადად არაფერი სერიოზული არ მეგულება.
სოფლის მეურნეობა - თოხი, ბარი და იმისი ჯანი. ეგეც ბიზნესია ერთგვარი, ოღონდ მაგით ვერ ცხოვრობენ... სუნთქვის ფულისთვის ჰყოფნით რა.
რამდენჯერ მქონია შეგრძნება, რომ დროის რაღაც ნაწილი გამოვტოვე. ხშირად არც იმაზე ვფიქრობ – სად ჩავუხვიო და რომელი გზით ვიარო, თითქოს მექანიკურად ხდება ეს, სამაგიეროდ მეტი დრო მაქვს გარემოს სათვალიერებლად. ძალიან მიყვარს ძველ უბნებში ფეხით სიარული, როცა არსად მეჩქარება :)
ბიზნესზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, სხვა განწყობა გამიჩნდა :)
:( ბიზნესიი? ჩამოთვლა კიდე შეიძლება, მაგრამ ბიზნესი თუ ქვია მაგას ის სხვა თემაა...
როგორ მიყვარს ვიწრო თბილისურ ქუჩებში ბოდიალი, იქ სადაც დაბალი აივნებია გადმოკიდებული :)
ბიზნესი საქართველოში?! მმმ, მძიმე თემას ხარ შეჭიდებული, ხო იცი?!ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ჩამოვთვალოთ, ჰყვავისო, ვერც ერთზე იტყვი.
ძალიან ფაქტობრივ პასუხს გავცემ შენს შეკთხვას - გუშინ ვიყავი სოფელ მისაქციელში მდებარე თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში. ჩემ მეგობარს შეუკვეთეს ვებგვერდი ამ ქარხნისათვის და მე კი ჩემ მეგობარს გავყევი, ქარხნის, პროდუქრტების და მშების ფოტოსურათების გადასაღებად (საიტზე ხომ უნდა დაიდოს).
და ძალიან გამიხარდა რომ უკვე პერიეფშიც ხდება ხალხსი დასაქმება - თხილის გამრჩევი ქალბატონები მომეწონა განსაკუთრებით, დანაოჭებული მშრომელი ხელებითა და მოციმციმე მზერით.
ასე რომ, შეგიძლია აწი უპასუხი რომ არა მხოლოდ ბანკითა ერთითა ცხოვრობს საქართველო :)
Post a Comment