ალბათ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა დაწერს, როგორ დაგვპატიჟეს ბლოგერები კინო "რუსთაველში", რა საკაიფო ფილმი ("რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2") ვნახეთ და რა სასიამოვნო იყო ერთმანეთის ნახვა და გაცნობა.მე რაზე შეიძლება დავწერო?
სიმართლე გითხრათ, საშინლად მეზარებოდა წასვლა, მაგრამ ბლოგერების ნახვა მინდოდა და საბოლოოდ დავძლიე. ყოველი შემთხვევისთვის, დარბაზში ისეთ ადგილას დავჯექი, თუ ფილმი არ მომეწონებოდა, სხვების შეუწუხებლად გავიდოდი. არ დამჭირდა. ნამდვილად ღირდა - სასაცილოც იყო, მსახიობებიც ლამაზები და თბილქართულთვალებიანები იყვნენ (მომნატრებია ცივი გერმანიის მერე), საუნდთრექებიც საკაიფო ჰქონდა. და პლუს, ისეთი განწყობა გამიჩინა, მომინდა თოვლი, მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება.
სახლში რომ დავბრუნდი, ლილუს ვუთხარი კიდეც, ამ ბოლო დროს გადაღებულ ძალიან ბევრ ამერიკულ თუ რუსულ ფილმს ჯობდა-მეთქი. არ მეგონა, თუ ასე საკაიფოდ გადაიღებდნენ. მშვენიერი გასართობი holiday movie-ა.
საქართველოში პირველად მივიღე რაღაც ბლოგერობის გამო. ბერლინში ჩემი მიდრაშას გოგოები კითხულობდნენ და სულ აინტერესებდათ, ცნობილი პიროვნება ვიყავი თუ არა :ლოლ:
წინწასულ ქვეყნებში ბლოგერები ლამის სელებრითები არიან და ბლოგებიდან, მატერიალურ მოგებასთან ერთად, ბევრი პრივილეგიაც აქვთ.
თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების (განსაზღვრული ჯგუფი) უმეტესობა აქაც იცნობს ჩემს ბლოგს;
და ისეთი სასიამოვნოა, როცა გწერენ და გეუბნებიან, რომ მოსწონთ, როგორც წერ, ან სულაც შენი ბლოგის ნახვის შემდეგ თვითონაც გადაწყვიტეს ბლოგერობა :happy&sunny:
დღეს ბევრი ახალი და ძველი ბლოგერი ვნახე. განსაკუთრებით გამიხარდა ნატოშას ნახვა, ისეთი საყვარელი გოგოა, ვგიჟდები მის საუბარზე. სულ მგონია, რომ კატაა, ფუმფულა და კრუტუნა. Oh, my goodness, როკო - რომელიც პირველი კურსის მერე არ მინახავს & so cute გამხდარა. მისტერ პიკასოს აქამდე არ ვიცნობდი და საოცრად მეგობრული და გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ქრისტინე - რომლის ბლოგიც არ მქონდა ნანახი :(
აუცილებლად, ცალკე უნდა აღვნიშნო Just Simple Guy, ახალბედა და ახალგაზრდა (სკოლის მოსწავლე, IX) ბლოგერი, რომელიც საინტერესო თემებზე წერს. მგონია, რომ მე უკვე ძალიან დიდი ვარ და მაინტერესებს, რითი სულდგმულობენ სკოლის მოსწავლეები, როგორები არიან და რითი განსხვავდებიან ჩემი თაობისგან. ძალიან მახარებს მსგავსი ბლოგები, ვიგებ იმას, რაც ასე მაინტერესებს.
აი, რა კარგია ბლოგი. გარდა იმისა, რომ [банально говоря] ჩემი მწვანე და მზიანი სახლია; ჩემი ცხოვრებაა მთელი თავისი მიზნებით, შეგრძნებებით, სურვილებით, ქვე- და არაცნობიერებებით, man, I'm happy to be me.
Thanks everyone who made this life Happen ;))



14 comments:
მე, როგორც ბლოგროლზე დაურეგისტრირებელი, არავის დავუპატიჟებივარ :)))
ვირტუალურ მეგობრებთან და ნაცნობეთან შეხვედრა მართლა სასიამოვნო რამ არის, არაერთხელ აღმოვჩენილვარ ამ სიტუაციაში და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი ვიპოვე :)
ქეთი, დარეგისტრირდი აუცილებლად!!! You miss the fun :)
კარგია :)
ახლა ვწერ დღევანდელ შთაბეჭდილებებს,თუ არ გადავიფიქრე ბოლომდე მივიყვაან :))
მადლობა :)
აუ არადა მეც უნდა მოვსულიყავი და ჩამეძინა :(((
ra daCagruli var :(
aravis vicnob me, arsad mpatjoben da var chemtvis :(
გენაცვალე ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა მიყვარს ადამიანები თბილი თვალებით და გულით . პირველივე წუთიდან ჩემიანები მგონია ხოლმე
იმედია მსგავსი შეხვედრები და მიზეზები რის გამოც ბლოგერებს მიგვიწვევენ გახშირდება.
მეც დავწერ ეხლა პოსტს სახლში მისულს ჩამეძინა და მხოლოდ ღამის 4 საათზე ვუბრუნდები დედამიწას :)
So sweet! arada, me aravis vicnob livshi blogerebidan. wamovTreuliyavi, neta!
ვზივარ ამ ოხერ ბათუმში და შურით ვსკდები ;|
ლოლ.. არა მართლა, უბრალოდ მეც მომინდა ფილმი კი არადა რამდeნიმე სიმპათიური ბლოგერის ერთად ნახვა :)
სად წახვალთ, ზაფხული მოდის :D
სოფი, უკვე ორჯერ მქონდა შენი ნახვის შანსი და ერთხელ შენ არ იყავი, მეორედ - მე :))
აი მე დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ იქნება მსგავსი რაღაც, თორემ ვერ გადავიტან ბლოგერის სტატუსით სადმე თუ ვერ მოვხვდები :)) და შენ კიდევ ისეც გნახავ :)
ki ici, rogorc mindodaa sheni da filmis naxva (ufro sheni). :(
hoda ravi... raxan shen dadebitad sheafase, e.i. aris masshi ragac saintereso.
rac sheeeba qartul sitbos, is sul shentan iqneba, sadac unda iyo. mtavaaria, gaxsovdes ;)
მეც ვიყავი მაგ ფილმზე მაგრამ ასე ვერ აღვფრთოვანდი
პირველი სერია აშკარად ჯობდა ...
აუ ეხლა მე დამწყდა გული რომ არ წამოვედი როგორც ბლოგერი, ხო ყველას გნახავდით :(
არ მინახავს ეს ფილმი, მაგრამ შენ ისე დადებითად დაახასიათე, სურვილი გამოჩნდა ნახვის :)
Post a Comment