
ამ პოსტის დაწერა დეგას ნახატმა შთამაგონა და ასეთი სიტყვებით უნდა დამეწყო: ძალიან მიყვარს თმა... მერე უცებ, როგორც ეს ჩვენს pop-ish საუკუნეს შეეფერება, გამახსენდა "ჩარლის ანგელოზებში" რომ არის ტიპი ქალების თმებზე დაფეთებული და მთელი მისტიკა-რომანტიკა გამიფუჭა.
მაგრამ მაინც დავწერ იმაზე, როგორ მიყვარს თმა. თებერვლის პოსტიც ვიპოვე, სადაც თმის ფერზე ვწერდი. ახლა იმდენად დარწმუნებული აღარ ვარ, რამდენად მოქმედებს თმის ფერი ადამიანის ხასიათზე. სამაგიეროდ, მგონია, რომ თმის აგებულება - სწორია თუ ხვეული მეტ-ნაკლებად გამოხატავს ადამიანის პიროვნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გრძელი თმა არასოდეს მქონია, მაინც მჯერა, გრძელი თმის მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობისა. მეცნიერებიდან რელიგიამდე, ყველა აღიარებს - რომ ქალის თმა ენერგიითაა დატვირთული, ამიტომაც იფარებდნენ თავს გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ბიბლიური გმირი სამსონიც ხომ თმის შეჭრის შემდეგ კარგავს ძალას. კიდევ გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში" თამარი თმას რომ იჭრის, პირველად როცა წავიკითხე, გული დამიმძიმდა.
ვითომ არაფერია, "თმაა და გაიზრდება" :|
რამდენიმე კვირის წინ მეც შევიჭერი თმა, არც ისე მოკლედ და ვიცი, მალე გამეზრდება, მაგრამ ძველ სურათებს რომ შევხედავ, გული მაინც მწყდება. ალბათ თმას მიჰყვება ჩვენი ფარული ენერგია, მიჰყვება განცდები და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად შეჩვეული ხარ, შენს თავზე რომ იზრდებოდა იმდენი ხნის განმავლობაში :)



16 comments:
xoo ra, mec shensavit var. ki momcons da mixdeba es chemi kare, magram chemi lamazi, scori da grdzeli tma sul sxvanairad efeqturi iko, amitomac sanam amis gazrdas daveldoebi, kidev udna shevichra ki ici rogorc :D
ai potoebze rom vxedav chems tavs, menatreba chemi tma :( chemi emociebi da raagcebi namdvilad gayhva :)
როცა რაღაც ძალიან მაწუხებს ყოველთვის ვიჭრი ხოლმე ცოტა თმას. ამის გაკეთება ბავშვობაში ქვეცნობიერად დავიწყე დარამოდენიმე ხნის წინ გავაცნობიერე :) უფროსწორედ დუდი მიხვდა, რომ ყველა ცუდი ხასიათის მერე ჩოლკა საშინელ დღეში მქონდა- ჩემით ვიჭრიდი :))))))
ახლა ძალიან გრძელი და ძალიან სწორი შავი თმა მაქვს :)
:)
არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი მაგრამ ერთ ვარცხნილობას დიდხანს ვერ ვიჩერებ,მალე მბეზრდება და რადიკალურად ვიცვლი ხოლმე თმის ფერს და ფორმას...
ამ ცვლილებებს ნამდვილად მოაქვს ჩემთვის სხვადასხვა განწყობები და ხასიათი :)
ხო, მეც ყოველთვის ტრაურში ვარ როცა თმას მოკლედ ვიჭრი. ახლაც, თმა ძალიან გამიფუჭდა და იძულებული გავხდი მოკლედ შემეჭრა, ხოდა, სალონში იატაკზე რომ დავინახე ეს ჩემი დალალები, კინაღამ ტირილი დავიწყ! :)
რავი აბა თმაზე რა ვთქვა, მაგრამ პოსტი ძალიან მომეწონა ^^
სოფი, შენ არც თუ ძალიან შეიჭერი, მართლა მალე გაგეზრდება :)
აი, ანუშკას დაუწერია, რაც მე მინდოდა – ცუდ განწყობაზე მეც ვიჭრი ხოლმე ცოტათი მაინც.
ხომ ამბობენ თმის მიერ ენერგიის მიღების შესახებ და ალბათ ამ დროს ნეგატიურის მოცლებას ვცდილობ. აბა, სხვა როგორ ავხსნა... :)
ზღაპრებში ის პრინცესებსაც ვისაც უფრო გრძელი და ლამაზი ქონდა ის უკეთეს პრიცს აბავდა, ნუ რაა ეს თუ არა თმის ”მაგიური” ძალა. ასევე იგივე ქართული მოთოლოგიიდან, ტყეში მცხვორები ლამაზმანი ალი, რომელიც როგორც წესი წყლის პირას ზის და თავის ულამაზეს თმას ივარცხნის, მამაკაცი კი სწორედ ამ თმით ხდება მისი ”მონა”
ასევე გავიხსენოთ ”კუდიანი” ქალები - იგივე witch. მათაც გრძელი თმა ქონდათ, სურათებზეც გრძელი თმით გამოსახავდნენ.
ფაქტია რომ თმასთან გარკვეული ძალა ასოცირდება, და ეს ასოციაცები დღესაც ძალიან ძლიერია თანამედროვე მუსლიმანურ სამყაროში, სადაც ქალმა უნდა დამალოს თავისი თმა! შეუძლია ატაროს შარვალი, მოკლე კაბა მაგრამ თმა ყოველთვის უნდა იყოს თავსაბურავის ქვეშ!
დაფიქსირებული მაქვს, როდესაც ახალი გვერდის დაწყება მინდა ცხოვრებაში, თმას ვიჭრი...
ვარცხნილობას კი არ ვიცვლი, ვიჭრი...
და თუ ჩემს ცხოვრებაშI ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე მინდა, ვიზრდი :)
ამიტომ ადვილი შესამჩნევია ცხოვრების რა ეტაპზე ვიმყოფები :)
ერთხელ შევიღებას კიდევაც, როდესაც სამაგისტრო ნაშრომი ჩავაბარე :)
ყველაზე რადიკალური ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში მემგონი :D
yoveltvis grdzeli tma mkonda da maqvs kidevac, ertxel shevicheri da bolos roca chemma parikmaxerma yvelaferi daamtavraa avtexe tirili ise mokled mkonda :d mashin erti tve sul vtirodi da dgeshi orjer vibandi tavs male rom gamzrdoda :D
da chemi parikmaxeri meubneboda rac ufro naklebad dagwydeba tmis shechris dros mit ufro kargi tmebi gagezrdebao, da exlac roca visworeb odnav boloebs vcdilob ar vinerviulo :D
მმ... როგორ მიყვარს !
ჩემ თმას დიდისამბით ვუვლი... სწორი მაქვს და გრძელი, მიყვარს კარგად მოვლილი თმა : X
ehh, ise mivyvebi xolme salonis iatakze dayril Cemi Tmis moWril nawilebs, TiTqos raRac Zvirfass vagdebdeo
yovelTvis veCalicebi xolme parikmaxerebs, sul cota momaWeriT meTqi
ise sheni gimili momenatra da video posts ar chacer?
grdzeli tma mistiuri, sexsualuri,garkveul dzalebtan asocirebuli..... uuuamravi msgavsi,gansxvavebuli,epitetic momismenia... magram,chemtvis aranair girebulebas ar warmoadgenen.... vgijdebi xotora gogoebze....patara,mragvali xotora tavi.... fraza romelsac dzalian xshirad vambob- "kargit raaa,tmaaa..." uuuuuamravi eqsperimenti maqvs sakutar tmaze chatarebuli da arafrit mbezrdeba axalaxali novaciebis morgeba tavze..... erti suli maqvs cota moizardos eschemi erti bewo tma,rom raime axali movifiqro kidev..... :) P.S. sop,me miyvars sheni tmis feri da forma.... :)
დაუკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა :( ისე საინტერესოდ დაიწყე მოყოლა და ასე უცებ გაჩერდი :( პირველად დამემართა ასე ვინმეს პოსტზე, ბაი ზე ვეი :
თმას რაც შეეხება, სულ ექსპერიმენტებს ვიტარებ. იცვლება თმის ფერი, სტრუქტურა, მაგრამ არა სიგრძე.
ასე მგონია მოკლე თმაში სულ დეპრესია მექნება :)
ერთი თვე თუ გავიჩერე ერთი ვარცხნილობა დიდი მოვლენაა!!:DD სულ მინდა რომ რაღაც არაორდინალურობა გავაკეთო :DD ამასწინათ პჩოლკა შავად შევიღებე და მაგარი იყო ხალხს რო ნერვები ეშლებოდა!!!
როცა რამე ხდება ცხოვრებაში ვიპარსავ სულ...
ეხლა გრძელი მაქვს და კიდე უნდა გავიზარდო
me vchedav tmadafarul qalebze ogond ar vici ratom. aq bevrni arian vinc ifaravs tmas, dzalian cxelia. mara still ar momtosns :D tavisit moifiqron ro tavze unda daifaron d aise diafaron :D
ერთმა ჩემმა მეგობარმა დეპრესიაში ყოფნისას თმა გადაიხოტრა და მერე თქვა რომ თმა რომ არ ქონდეს ადამიანს ნეტა რა ეშველებოდაოო. ხოდა მეც ვეთანხმები. თმა არის სხეულის ნაწილი რომლის მოჭრაც არანაირ ფიზიკურ ტკივილს არ გაყენებს. მეც ძალიან ხშირად დავმდგარვარ სარკესთან მაკრატელით ხელში და უმოწყალოთ შემომიჭრია თმები და ამით საოცრად დავმშვიდებულვარ. თუმც შემდგომში ამ საქციელს ყოველთვის სინანსული მოყვება ხოლმე..
Post a Comment