Saturday, December 26, 2009

2009 წლის ფრანგული დასასრული

სადაცაა 2009 დასრულდება, სამუშაო წელიწადი, როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა.

ვიდეოპოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მეზარება.

ჩემი 2009 წლის აღმოჩენებზე მინდა დავწერო, სასწაულ მუსიკოს ქალებზე, რომლებმაც ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინეს:

Regina Spektor

რეჯინა სპეკტორმა მას შემდეგ მოიცვა ჩემი შთაგონება, რაც ლალენას ვიდეო-კომენტარი ვნახე რომელიღაც ბლოგზე, თუ არ ვცდები. 12 დეკემბერს ბერლინში ჰქონდა კონცერტი, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა, ზუსტად ხანუკას დაემთხვა და სხვადასხვა საღამოებს, რაც მიდრაშაში გვქონდა. იმედია, კიდევ მომეცემა მსგავსი შესაძლებლობა.

Jeanne Cherhal

ჩემი მეორე აღმოჩენა ფრანგი ჟან შერალია - ტიპური ფრანგული გარეგნობის, მოკლეთმიანი გამხდარი ქალი. ისეთი ტიპია, ძალიან ბევრ ფილმში რომ მთავარ როლს შეასრულებდა, მაგრამ აქ უნდა დაჯდე და უსმინო... აქ კი არა, პარიზში, პარიზში.

Francoise Hardy

მესამე აღმოჩენა - ფრანსუაზ არდი - რომელიც ადრე ჯეინ ბირკინში მეშლებოდა. ისეთი ნაზი და სიფრიფანა გოგოა ამ ვიდეოებში... ხმაც ისეთი 60-იანების საფრანგეთის აქვს, მე რომ მიყვარს და სულ მგონია, იმ პერიოდში ვცხოვრობდი.

Charlotte Gainsburg

კიდევ დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა შარლოტ გენზბურგს მოვუსმინე. დედამისზე (ჯეინ ბირკინი) ბევრად ტკბილი ხმა აქვს და მამამისს (სერჟ გენზბურგი) კიდევ რეჯინა სპეკტორისნაირი ისტორია... შემიყვარდა ეს ოჯახი და ალბათ ოდესმე ერთ პოსტს გენზბურგ-ბირკინს მივუძღვნი, ისევე როგორც რომი შნაიდერს და ალენ დელონს ეკუთვნით ჩემგან პატივის მიგება.

რეჯინას თუ არ ჩავთვლით, tres ფრანგული კვირა მქონდა ;) სიმღერები, ფილმები, ფოტოები, სიზმრები...
[თან ერთმა სტრასბურგელმა ბიჭმა მომწერა, შენს ინგლისურ ბლოგს და ტვიტერს "ვედევნებიო" (follow - ყველაზე კარგად ასე ვთარგმნე)... გამიხარდა, გამიხარდა. ბუნებრივია, რაღაც დოზით წამეპირფერა, მაგრამ მაინც მეტი სტიმული მომეცა, რომ ვისწავლო და უფრო მეტი ვწერო. იქნებ, მალე პარიზიც ვნახო, იყოს ბანალური და არაბებით სავსე, მაინც უნდა ვნახო.]

8 comments:

Anonymous said...

რეგინა სპეკტორი ადრე აღმოვაჩინე და მართლაც საინტერესო შემსრულებელია.

შარლოტა კი მას შემდეგ გავიცანი რაც ვნახე ფილმი "ანტიქრისტე". მერე აღმოვაჩინე რომ ჯეინ ეარის როლშიც მყავდა ნანახი. მოკლედ მომწონს.

დანარჩენი მანდილოსნები არ მსმენია.:)

Unknown said...

oiiiii!!!!!!!!
franciuse Hardy!!!!!!!!!
mon amour!

eg qali chemi bavshvobis siyvarulia!!!!
gansakutrebit "tous les garcons et les filles"!

au, miyvarxar, sophie, imitom rom shenit poulob iset rameebs, rac me gulis sighrmeshi maqvs )

Anonymous said...

me 2009 wels mxolod Susan Boyle agmovachine. principshi, mtelma msofliom mashin agmoachina :))
ise ki dzalian mravali janris musika giyvars, sichrele. namdvili sihrele.
momenatre - barem amasac getyvi da wels vegar vaswreb, magram gaisad gnaxav aucileblad.
Happy New Year :))

Anonymous said...

J'adore Hardy!

Lalena said...

:) იცი კიდევ გავიფიქრე რამდენიმე მომღერალზე, ჩემს ძველ ფაილშჳ ვიჩხრიკებოდი ამას წინათ, სოფის მოეწონებათქო და თავი ვერ მოვაბი, რომ შენამდე მოეღწია ამ შემსრულებლებს, სირცხვილი მე! :))))

გიორგი said...

Jeanne Cherhal - რა კარგია.

Keti said...

ახლა მოვძებნი შენს ჩამოთვლილ მუსიკოსებს და მოვუსმენ :)
და სოფი, მამაკაცებსაც დაწერ? (რაკი აქ მხოლოდ ქალები ჩამოთვალე)

მართლა სასიამოვნოა, როცა ვინმე რეგულარულად "გედევნება", ანუ ხდება შენი ბლოგის სტუმარი ...

CinnamonGirl said...

გეინსბურგ-ბირკინების ოჯახი ჩემი სიყვარულიცაა :)
შარლოტას მსახიობური ნიჭითაც და არასტანდარტული გარეგნობითაც მოხიბლული ვარ...

და რეჯინა სპექტორიც მიყვარს...

ერთი პერიოდი musicbox ჩემი სატელეფონო ზარიც კი იყო <3