Thursday, December 3, 2009

ქალების დღიურები

ცხოვრება და ადამიანები რომ მიყვარს - ფაქტია.
ღმერთს რომ ძალიან ვუყვარვარ და მეც ვცდილობ, ოდნავ მაინც დავემსგავსო, ესეც ფაქტია.

მაგრამ დღეს ქეთიმ რომ სტატია გამომიგზავნა, კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი მადლობელი უნდა ვიყო საყვარელი სცენარისტის, რომელმაც ყველაფერი მომცა, რაც მჭირდება.
ქეთიმ (რომელიც თვითონაც ბლოგერია) დაწერა სტატია ქალებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დღიურებს, ახლა კი - ბლოგპოსტებს წერენ... განსხვავება ისაა, რომ მაშინ ვერავინ ნახულობდა მათ ნაწერებს და ახლა ჩვენს ბლოგებს რამდენიმე ათეული ადამიანი კითხულობს. ადამიანების ოცნებაც ხომ ყოველთვის ის იყო, რომ მათი დღიურები ვინმეს ენახა და თანაეგრძნო [ან დაეცინა... ასეც ხდება]. ქეთიმ ძალიან საინტერესო პოსტები ამოიღო რამდენიმე ბლოგიდან და ისეთი სტატია დაწერა, როგორის დაწერაზეც ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი იოცნებებდა და მე უცებ ვიფიქრე, რომ "როლინგ სტოუნის" შესაფერისი story-ა ზუსტად. მადლობა, ქეთი! (იმედია, დაბეჭდავს ის გამოცემა, რომლისთვისაც დაწერე!!!)

რახან დღიურებზე დავიწყე -
სანამ წერას ვისწავლიდი, უბრალოდ ვიგონებდი ზღაპრებს და ოჯახის წევრებს ვუყვებოდი, მაგალითად "ძირგავარდნილ ავტობუსზე", ჩემს უფროს დეიდაშვილებს ემახსოვრებათ. მერე დავიწყე დღიურის წერა: "დღეს დედამ 8 საათზე გამაღვიძა, მაგრამ ტროლეიბუსი ისეთი გატენილი იყო, ვერ ავედით (ესეც 90-იანები)"; მომდევნო პერიოდში ვწერდი: "ვერავინ მიგებს, ყველანი ისეთი ზედაპირულები და გულგრილები არიან!", სტუდენტობისას: "Hasta La Victoria Siempre!", დღესდღეობით - იხილეთ ჩემი fresh პოსტები.

საკმაოდ ბევრს წერენ იმაზე, რა არის ბლოგი, როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა, PR და მსგავსი ბულშითოლოგია. მაგრამ ჩემთვის ბლოგი ზუსტად ისაა, რაც ვირჯინია ვულფის და კიდევ ადრე, სხვების დღიურები იყო - საკუთარი ნააზრევის, ემოციების, შთაბეჭდილებების გამოხატვა; და არა - წესების მიხედვით წერა, რომ ეს აბზაცი "დავაბულეტო", მომდევნო ფრაზა ქვეტექსტით გავავსო და რეიტინგში პირველ ადგილას ავიწიო. Screw that!

18 comments:

Natalia said...

რა კარგი პოსტი იყო, სოფი :)

ჩემთვის ბლოგს ზუსტად ის დანიშნულება აქვს, რომ რაც მინდა, დავწერო. რაც იმ მომენტში მთელი გულით მინდა რომ გადმოვცე. მერე რომ ვკითხულობ, ის ემოცია მახსენდება და სასიამოვნოა ძალიან.. :)

Unknown said...

dRiurebze da blogebzemec miceria zustad igive, sadghac chemi moghvaceobis dasacyishi pirvelive postebshi :D
\
gelodebi male chamodi.

Anonymous said...

გუშინ ქართული თარგმანების კვირეულის მეორე დღე იყო, რომელზეც ამერიკელი ფემინისტების ქართული თარგმანები წაიკითხეს.
ძაააილან ნიჭიერად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და შენ გამახსენდი. უცებ მეგონა კიდეც, რომ დარბაზში იჯექი, მაგრამ ... :)

Unknown said...

მართალი ხარ ბლოგის ფუნქცია ნამდვილად პირადი გრძნობებისგან დაცლის და საკუთარ თავთან განმარტოების და შემდეგ მისი საჯაროდ განხილვაა. თუმცა მცირედი შემოსავალი მაინც რომ იყოს აი ჩემი ახალი პოსტები წაიკითხე სულ ამ თემაზე ვწერ. უფრო სწორედ ტვინს ვბურღავ.

Anonymous said...

ჩემთვისაც ზუსტად ესაა ბლოგი - დღიური, ჩემი ფიქრების და სურვილების გადმოსაფრქვევი ადგილი! რაც შეეხება პიარს და ბლოგების რევოლუციას, ასევე პირადი ბლოგების კრიტიკას, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ!

Anonymous said...

მმ

ძალიან თბილი პოსტი იყო, ჩამითრია <3

მართალი ხარ, ჩემი ბლოგი ჩემი პატარა სამყაროა :წუბ: ყევლაფერი იმითი გატენილი რაც ჩემს თავში ხდება...

მენაკი said...

სოფი, მადლობა, ქეთის ბლოგი რომ მაპოვნინე! :)

xissunianisaxli said...

ზურიუსსს დედას ვფიცავარ მეც სულ სოფო მახსენდებოდა :O :O
რო კითხულობდნენ გოგოები :O

ket_eva_n said...

სოოფ.. ისე ისე მესიამოვნა ამ პოსტის წაკითხვა. დიდი მადლობა.. :* ძალიან გავთბი.. :*

Anonymous said...

sashinlad saintereso adamiani xar, imdenad saintereso rom miuxedavad sheni socialisturi azrovnebisa ( romelic ar momcons) mainc yoveltvis vkitxulob shen postebs.

Sophie שרה Golden said...

მადლობა ყველას, ვისაც მოგეწონათ ეს პოსტი და ოდნავ მაინც გათბით :)

@ Anuschka, 16-ში ჩამოვდივარ...

@ Zurriuss & ხისსუნიანი სახლი, ო მაი! არადა, ფემინისტობას კარგა ხანია თავი დავანებე... მაინც მესიამოვნა, რომ მე გაგახსენდით :)

@ mr. picasso, კარგია, რომ ხვდები :P

@ anonymous, მიხარია!

HAVE A GREAT WEEK END, EVERYONE!!!

CinnamonGirl said...

დღიური ძალიან კარგი რამეა იმისათვის, რომ "დაადოკუმენტო" შენი ცხოვრება, რომ ზუსტად იცოდე სად და რას აკეთებდი და მერე განიხილო, დროის შემდეგ, შენი შეფასებების ადეკვატურობა...

ახლაც რომ ვკითხულობ ჩემს დღიურს, 15 წლის ასაკში რომ ვწერდი, გული მიფანცქვალებს...

ბლოგი კი ზოგისთვის დიღიურია, ზოგისთვის კი უბრალოდ თვითგამოხატვის საშუალებაა :)

Toma said...

სოფი- ცდილობ ღმერთს დაემსგავსო? რა მხრივ?

Sophie Golden said...

@ Tomushka, შენ რა მხრივ გგონია?

Toma said...

Sophie Golden- რაიმეს მხრივ რომ მმგონებოდა იმ მხრივ დაგისვავდი გამზადებულ კითხვას.

ამიტომ შეგეკითხე რა მხრივ ვდილობ დაემსგავსო ღმერთს? :)

Sophie שרה Golden said...

@ Tomushka Toma, შენს ამ შეკითხვას მთელი ჩემი გასული თვეების პოსტები პასუხობენ :)

ანკა სტურუა said...

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბლოგი ძალიან კარგი პიარ ინსტრუმენტია, მსოფლიოში ყველა დიდი ორგანიზაციას აქვს ბლოგი, ვინაიდან და რადგანაც თანამედროვე ადამიანები დროსი უდიდეს ნაწილს ინტერნეტში ატარებენ და ბლოგებიც მოდური გახდა, ეს კარგი საშუალებაა გავლენა მოახდინო მათზე....ასე, რომ ბლოგი არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენო როგორც გინდა, ზოგისთვის დღიურია ,ზოგისთვის პიარ ინსტრუმენტი და სხვა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბლოგი შესაძლოა იყოს პიარ ინსტრუმენტი თან ძალიან კარგი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს:)

taa said...

ramdenimetomeuli dgiuri maqvs
jer kidev vinaxav
shignit chacebebuli dasamaxsovrebeli ramerumeebit :)