ჩემს ბლოგს შევხედე და რაღაცნაირად მესიამოვნა :)
2008 წლის აპრილში დავიწყე წერა. ჟურნალისტურ რაღაცებს ვწერდი და ჩემი ძველი პოსტებით მიხვდებით კიდეც, როგორ ჩარჩოში ვყავდი ჩასმული ჩვენს (და საერთოდ) ჟურნალისტურ სკოლას.
ბოლო პოსტზე ანონიმმა ვიდეო დამიტოვა...
2005-2006 წლებში მიყვარდა Сонечка, ცვეტაევა, რუსული პოეზია და სევდა, როგორც ოლგა იტყოდა, ахматовская печаль.
ის ვიდეო რომ ვნახე და ძველ სიმღერებსაც მოვუსმინე, თბილი ჩაივით ჩამეღვარა.
მერე მე და ნაომი რაღაც ფართიზე წავედით. ვითომ ხანუკა-party იყო :| just another clubbing spot.
გუშინ კიდევ მიდრაშაში გვქონდა საღამო community-ის ქალებისთვის. პაულა და Louise ვიოლინოზე უკრავდნენ, კერენი - keyboard-ზე.
სურათებში ისეთი სახე მაქვს - ბედნიერი, გაბრწყინებული და მშვიდი.
მიყვარს ეს community! მიყვარს მიდრაშა! მიყვარს აღმოსავლეთი ბერლინი!
3 თვეა რაც აქ ვარ და უკვე დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. არსად მიგრძვნია თავი ასე კარგად, როგორც აქ. სულ სხვა სამყარო გვაქვს, თუნდაც ზოგი ვერ ხვდებოდეს, რატომ ავირჩიე ეს გზა.
როგორ შევიცვალე!!!
მხოლოდ რუსული პოეზიის სევდის დავიწყება კი არ ითვლება, არც რელიგიით აღტაცება, როგორც 1 წლის წინ, სუკოტის მერე მქონდა.
უბრალოდ, ახლა ვიცი, ამას ვისთვის ვაკეთებ. და ვინ აკეთებს ჩემთვის ამდენ სიკეთეს...

ყველაფერი დაიწყო ი-მეილით, რომელიც ჯოშს (the boss) მივწერე, არადა ადგილი აღარ ჰქონდათ. მაშინ დავუწერე, უნდა მიმიღოთ, იმიტომ, რომ მიდრაშაში სინათლის შემოტანა შემიძლია... და ჩემთვისაც შანსი იქნება, უკეთესი ადამიანი გავხდე-მეთქი.
ადრე ვიღაცას ვუთხარი, ჩემი ცხოვრება ამერიკული კინოა-მეთქი და არ დამიჯერა. ჯოშივით ჭკვიანი არ იყო.
And here I am.
ჩემი წუწუნიც მახსოვს ბერლინში ჩამოსვლის პირველ დღეებში.
ახლა მთავრდება სემესტრი და მიხარია, რომ მიმიღეს. უამრავი ადამიანი გავიცანი, ურთიერთობები ვისწავლე და ზუსტად ის მივიღე, რაც მე მჭირდებოდა და თავიდან ვერ ვხვდებოდი - ნებისყოფა და მოთმინება.
ბავშვობაში დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგისრულდებაო.
სულ მინდოდა, რომ სიყვარული მეგრძნო. ამისრულდა - ღმერთს ვუყვარვარ და დანარჩენები კიდევ - მე თვითონ მიყვარს :)

7 comments:
მართალია დედაშენი ყოველთვის რაც გულით მინდა მისრულდება და მერე მეც მგონია რომ ღმერთს ვუყვარვარ და მეც თანდათან ვხვდები რომ ჩემი შეხედულებები რწმენაზე მყარდება. არა დოგმებით არა, თავისუფლად აზროვნება მირჩევნია ..... ღმერთის სიყვარულით და რწმენით
რუსული პოეზია და სევდა ყოველთვის მიყვარდა, ახალც მიყვარს. რელიგიას რაც შეეხება, მეც მჯერა, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, სხვანაირად ამდენი კარგი რაღაც ვერ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, არ დამიმსახურებია.
მიხარია რომ ასეთი ბედნიიერი ხარ და იმას მიაღწიე რაც გინდა : ) მართალია რაც გულით გინდა აუცილებლად აგისრულდება, მაგრამ რომ აგისრულდეს შენც გულხელდაკრეფილი კი არ უნდა იჯდე რამე მაინც უნდა გააკეთ !!! მეც ბევრი რამე მინდა გულით... და სულ ვცდილობ მათ მიღწევას... იმედია მომავალში აუცილებლად მივაღწევ : ) იქამდე კი შენს ბლოგზე შემოვდივარდა უფრო და უფრო ვრწუმდები რომ ყველაფერს მიაღწევ თუ მოინდომებ : )
თანატოლი ბლოგები გვქონია – წერა მეც აპრილში დავიწყე :)
სოფი, რა კარგია, რომ ასე კმაყოფილი ხარ სწავლის კურსის ბოლოს :)
როგორი სიტყვები მიგიწერია, აუცილებლად უნდა მიეღე, რადგან ეს სიტყვები, ჩემი აზრით, სულაც არ არის ცარიელი..
ღმერთს ყველა თავისი შვილი უყვარს, მე სულ ამას ვფიქრობ. შეცდომების მიუხედავად. მთავარია, ეს შეცდომები დავინახოთ, ის დაგვეხმარება.
სურათებში ისეთი სახე მაქვს - ბედნიერი, გაბრწყინებული და მშვიდი
da uzomod mimzidveli da mziani :)
დედას მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, და მე მგონია რომ შენს ცხოვრებისეულ წარმატებაში დიდი წვლილი მას მიუძღვის.. :)
ვაიმე,ვაიმე რა სიმშვიდეა. ეს მომადგა ახლა ენაზე და გიწერ.ამ ბოლო დროს ძაან გავაქტიურდი ბლოგებზე დაკომენტებაში, მაგრამ ამას მაშინ ვაკეთებ, როცა იქ რამე სასიამოვნოს ვიპოვი. რაც უფრო კარგს მხდის.როგორ გითხრა, ნარნარად(სასაცილო სიტყვაა...ძველმოდურიც...)და ისე ვკითხულობ შენს პოსტებს, თითქოს გვერდზე ცხელი ყავა მედგას ფინჯნით, და მარტო ის მაწუხებდეს ამ ქვეყანზე, რა იქნება დროზე გაგრილდესთქო.
შეიძლება ვერ აგიხსენი ეხა, მაგრამ სხვა დროს უფრო დალაგებულად გეტყვი”*
Post a Comment